პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

ელისო ჟური

კინოდაჯილდოება „ელისო“ წელს მეორედ იმართება. ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამარჯვებულებს 14 ივნისს, ექვს კატეგორიაში დაასახელებს.

„ელისოს“ დაარსების დღიდან, კინოპრემიის უცვლელი მხარდამჭერი და გენერალური სპონსორია თიბისი. პროექტის მთავარი პარტნიორები არიან: კოკა-კოლა და  სიტროენი. მხარდამჭერები - სარაჯიშვილი, რუმს ჰოტელი და ვაზისუბნის მამული.

 

წელს, „ელისოს“ შთამბეჭდავი  ჟიური ჰყავს, გთავაზობთ მცირე ინფორმაციას:

კარლოს რეიგადასი - მექსიკელი რეჟისორი/სცენარისტი/პროდიუსერი. კანის კინოფესტივალის სამი სხვადასხვა პრემიის ლაურეატი. 2025 წლის კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრი.

აგნეშკა ჰოლანდი - პოლონელი რეჟისორი/სცენარისტი/პროდიუსერი. 
2020–2024 წლებში ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი. ოსკარზე ნომინირებული რეჟისორი, ოქროს გლობუსის, ვერცხლის დათვისა და 2023 წელს, ვენეციის ჟიურის სპეციალური ჯილდოს მფლობელი.

 

სალომე კიკალეიშვილი - კინოკრიტიკოსი/ჟურნალისტი. კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის - ფიპრესის (FIPRESCI) წევრი. ევროპის კინოაკადემიის ჯილდოს - ევროპული აღმოჩენა ‘’Prix Fipresci’’ კომისიის წევრი.

ელენე ნავერიანი - რეჟისორი/სცენარისტი. Swiss Film Awards-ისა და სარაევოს კინოფესტივალის საუკეთესო ფილმის ჯილდოს მფლობელი ფილმისთვის - „შაშვი შაშვი მაყვალი“. 2024 წლის „ელისოს“ საუკეთესო ფილმის ნომინაციის გამარჯვებული.

 

ტომას ჰაკიმი - პროდიუსერი საფრანგეთიდან. 2024 წლის კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი ფილმის პროდიუსერი. 
2025 წლის ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტი.

ანგელიკი პაპულია - ბერძენი მსახიობი და თეატრის რეჟისორი. სარაევოს კინოფესტივალის საუკეთესო მსახიობის ჯილდოს მფლობელი.

 

დიტო ცინცაძე - რეჟისორი/სცენარისტი. ლოკარნოს კინოფესტივალის ვერცხლის ლეოპარდის,  სან-სებასტიანის ოქროს ნიჟარის და თბილისის კინოფესტივალის ოქროს პრომეთეს არაერთგზის მფლობელი.

 

შეგახსენებთ, რომ პრემია „ელისო“ ნატო ვაჩნაძის ფონდის პროექტია, რომლის მთავარი მიზანიც ხელოვნების, განსაკუთრებით კი, კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობაა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ეკა ხერხეულიძე დაჩი ცაგურია
„ურჩევნია ეს პატარა თაღლითი სადმე არ შემხვდეს“ – ეკა ხერხეულიძე დაჩი ცაგურიას

ნაცმოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე დაჩი ცაგურიას მონაყოლს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: ,,ამ კედელზე დაძრწის ამ იმბეცილის “პაძელნიკი”.იმის გასაგონად ვწერ,ურჩევნია ეს პატარა თაღლითი სადმე არ შემხვდეს“

სოცმედია 1750094635

აშშ-ის საელჩო
„ჩამოყალიბდა ნაბიჯები, რომლითაც მთავრობამ აშშ-სთან ურთიერთობის სერიოზულობა უნდა აჩვენოს“ - აშშ-ის საელჩო

დღეს აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი და უფროსი მრჩეველი უაით ტოლკი ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდნენ. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ განხილვის მთავარი სა...

პოლიტიკა 1750092882

ისრაელის თავდაცვის ძალები 1
ისრაელის თავდაცვის ძალები თეირანის მოსახლეობას იერიშის შესახებ აფრთხილებს და ნაწილს ევაკუაციისაკენ მოუწოდებს

ისრაელის თავდაცვის ძალები თეირანის მოსახლეობას მოსალოდნელი იერიშის შესახებ აფრთხილებს და მათ ნაწილს ევაკუაციისაკენ მოუწოდებს. “ძვირფასო მოქალაქეებო, თქვენი უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დატოვ...

მსოფლიო 1750092794

ცაგურია
„საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე, მიყურა, მიყურა და მითხრა – იცი რას გეტყვიო, შენო საცემი ხარ და მაგიტომაც გცემესო, ახალაიაზე და მიშაზე ხმას როგორ იღებ, ქვეყნის პატრიოტებზეო” – დაჩი ცაგურია

თეა წულუკიანის კომოსიაზე ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ განაცხადა: „საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმალამოღებული წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ი...

პოლიტიკა 1750092666

საქბანკი გნთლების
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და გაემგზავრე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად

იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სურთ, აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ საქართველოს ბანკის სტიპენდია და მიიღონ სწავლისა და ცხოვრების ს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1750092595

ჯაფარიძე ზურა
`რა ვქნათ?“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ახალი წერილი საპატიმროდან

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ფეისბუქგვერდზე, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, 12 ივნისის წერილი ქვეყნდება: “აქედან ჩემი ხმა დაახლოებით 1 კვირიანი დაგვიანებით აღწევს გარეთ, მაგრამ ჩემი პოზიცია მაინც მინდა იყოს...

პოლიტიკა 1750092525