"პროტესტია? მივესალმები, მაგრამ რატომ უნდა მოვგუდოთ ქალაქი, არ მესმის" - "ვინოტელის" მფლობელი
ბიზნესი & ეკონომიკა • 1738480792

"პროტესტია? მივესალმები, მაგრამ რატომ უნდა მოვგუდოთ ქალაქი, არ მესმის", - ასე აფასებს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს სასტუმრო „ვინოტელის“ მფლობელი ბენო ქაშაკაშვილი.
როგორც მან bm.ge-სთან განმარტა, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ტურიზმის სექტორზე მნიშვნელოვნად აისახება. ამასთან, ის დასძენს, რომ არსებული ქაოსი ყველა მხარეს აზარალებს.
„ნებისმიერ სიტუაციაში, როგორც კი სიტუაცია ირევა ქვეყანაში, ეს ჩვენზე ანუ ტურიზმზე ყოველთვის მოქმედებს და აისახება ხოლმე. იმის თქმა, რომ გარე ფაქტორებია ქვეყანაში ჩართული, კლავს ტურიზმს და ჟანგბადს უკეტავს ამ მიმართულებას. ამიტომ, უგუნურებაა ამის გაკეთება. ეს ქაოსი, ყველა მხარეს აზარალებს. მე ვგულისხმობ იმ მხარეებს, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე, ხოლო ვისაც არ შესტკივა, მისთვის სულერთია.
პროტესტია? მივესალმები, მაგრამ რატომ მთავარ არტერიაზე და რატომ უნდა მოვგუდოთ ქალაქი, არ მესმის. გვაქვს სპეციალური პარკები, რიყე, რომელიც 100 000 კაცსაც დაიტევს და პროტესტი იქ გამოვხატოთ. რა შუაშია ქალაქის გადაკეტვა, მე არ მესმის. ეს მიზანმიმართული ქმედებები ჩემამდე არ დადის. არტერიების გადაკეტვის გარეშე შეიძლება ყველაფრის შენარჩუნება და გამოხატვა“, - აცხადებს ბიზნესმენი.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ ვიდეოს გადაღების გამო Albi Kordzaia 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს!! ვიზრუნებ რომ ამ 5 დღის მანძილზე ეს ვიდეო ათასჯერ მეტმა ადამიანმა ნახოს!!ალბი
სოცმედია • 1751970241

,ნაცმოძრაობის” წევრის ანა წითლიძის შემდეგ ,,ლელოს” ფულის სანაცვლოდ გაჩუმებაში ხელს ადებს გია ბარამიძეც და აცხადებს: ,,ვადასტურებ, იყო შემოთავაზება, რომ ჩვენ გვექნებოდა გარკვეული სარგებელი, თუ უბრალოდ...
პოლიტიკა • 1751970049

“ბიძინამ “რაზბორკები” დაიწყო და “აკაჩავებს” თავისიანებს” – ამის შესახებ “პირველებთან” “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ახლა ყოფილი...
პოლიტიკა • 1751968932

საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. პლატფორმა ბიზნეს 360° ფარგლებში, 9 ივლისს, 17:00 საათზე, ბანკი კვლავ უმასპინძლებს ვორკშოპს თემ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1751968732

თუ მეორადი ავტომობილის ყიდვას გეგმავ და საკმარისი თანხა არ გაქვს ავტო სესხი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარება. საქართველოში ბევრ ფინანსურ ორგანიზაციას აქვს მოქნილი და მორგებული პირობები ავტო სესხებზე, მ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1751968641

დღეს, როცა ცხოვრება სულ უფრო ციფრული ხდება, ხშირად გვიწევს არჩევანის გაკეთება ტრადიციულსა და თანამედროვე სერვისებს შორის, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფულად გზავნილებს ეხება. თუ შენც ხშირად აგზავნი...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1751968498