ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA) სტუდენტები ეწვივნენ

აეროპორტი

27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში, ბათუმში,  ELSA საქართველოს ორგანიზებით, ზაფხულის სამართლის საერთაშორისო სკოლის ვორქშოპები პირველად იმართება. ღონისძიებაში ევროპის 10 ქვეყნიდან 20-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს. ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის სტუდენტებს, ELSA-ს ზაფხულის სკოლის ფარგლებში, ერთი დღით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა უმასპინძლა. ევროპელ სტუდენტებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი შეხვდა. ირაკლი ქარქაშაძემ ევროპელ სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ავიაციის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ იურისტ სტუდენტებს ვმასპინძლობთ. მათ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ჩაუტარდათ ტრენინგი სახელმწიფო უშიშროების პროგრამასთან დაკავშირებით. ისინი გაეცნენ საკანონმდებლო ბაზას და იმ პროცედურებს, თუ როგორ მიმდინარეობს საავიაციო უშიშროების მუშაობა აეროპორტებში და რა სამართლებრივი დოკუმენტაცია არეგულირებს ამ საკითხს. ევროპელ სტუდენტებს ასევე, ჩაუტარდათ ექსკურსია აეროპორტის მასშტაბით და დეტალურად დაათვალიერეს ჩვენი ინფრასტრუქტურა და გაეცნენ ყველა პროცედურას. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და UAG აკადემია მუდმივად ზრუნავს ახალი თაობის გაზრდაზე. მზად ვართ იმისთვის, რომ მივიღოთ როგორც სტაჟიორები, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირი და მათ ჩავუტაროთ ტრენინგები და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, UAG  აკადემიის ტრენერისგან ბექა ხიტირისგან, სტუდენტებმა ლექცია მოისმინეს თემაზე საავიაციო სამართალი და საჰაერო უსაფრთხოება. ევროპელი სტუდენტები თემატურ დებატებში ჩაერთნენ და მოგვიანებით აეროპორტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ევროპელმა სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ქუთაისის აეროპორტის საავიაციო უშიშროების მუშაობის, საზღვრის კვეთისა და საბაჟო პროცედურების შესახებ.

 

,,დღეს გვქონდა შესაძლებლობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოგვესმინა ლექცია საავიაციო უშიშროებისა და უსაფრთხოების თემაზე და დამესვა კითხვები ჩემთვის საინტერესო საკითხებზე. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა გავცნობოდით სიახლეებს, რაც ქუთაისის აეროპორტშია დაგეგმილი და დაგვესვა კითხვები საბაჟოსა და პოლიციის ოფიცრებისთვის, იმ თემებზე რაც ჩვენთვის საინტერესო იყო ამ კუთხით. დიდი მადლობა, რომ მომეცა შესაძლებლობა გამეგო, არამხოლოდ ამ აეროპორტის შესახებ, არამედ ჩვენი თვალით დაგვენახა, როგორ ვითარდება და იზრდება საქართველო ევროპული ასპირაციის კუთხით. ქუთაისის აეროპორტი, შეიძლება ითქვას, არის სიმბოლო მსოფლიოში საქართველოს განვითარების მიმართულებით,-“განაცხადა იტალიელმა სტუდენტმა ლეონარდო მინიკეტიმ.

 

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA) მსოფლიოში უდიდესი დამოუკიდებელი,  იურისტ სტუდენტთა გაერთიანება, რომელიც  ევროპის 43 სახელმწიფოს 390-მდე უნივერსიტეტშია წარმოდგენილი. ასოციაციის მიზანია, ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით შეიქმნას პროფესიონალი იურისტის ჩამოყალიბებისთვის საჭირო ჯანსაღი გარემო და უზრუნველყოს ევროპელ კოლეგებთან სამართლებრივი, საგანმანათლებლო, ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების ურთიერთგაცვლა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს

უოფილი ენერგეტიკის მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) სოციალურ ქსელში ავრცელებს. უწყების პრესსამსახურმა განა...

მსოფლიო 1771158474

დოროთე
"მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს“ - დოროთე ყურაშვილი

"მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს. განკითხვის დღე უკვე დამდგარია, ყველა ყვ...

საზოგადოება 1771157003

პაპუაშვილი
„დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები“ - პაპუაშვილი

"როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუ...

პოლიტიკა 1771156925

დოროთე
"ალბათ 30 ვერცხლის კონვერტირება გააკეთეს" - მამა დოროთე ყურაშვილი მღვდლის შვილისთვის მიწის გადაცემაზე

მამა დოროთე ყურაშვილი მის მღვდლობიდან განყენების პროცესს "ოცნების" ხელისუფლების მიერ მცხეთაში მიწის გადაცემის საკითხს უკავშირებს. ამის შესახებ სასულიერო პირმა ქადაგებისას ისაუბრა. საქმე ეხება შაბათის...

საზოგადოება 1771154696

ნეთანიაჰუ ტრამპი
ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანზე ზეწოლის გზებზე შეთანხმდნენ

ოთხშაბათს თეთრი სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ აშშ გააძლიერებს ძალისხმევას ირანის მიერ ჩინეთში ნავთობის ექსპორტის შემცირების მიმართულებით. ამის...

მსოფლიო 1771147903

საზოგადოება
კრიმინალური ავტორიტეტის სახელით კახეთში მცხოვრებ კაცს 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს - შსს

დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს. ინფორაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,  ბრალდებულები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ...

კრიმინალი 1771147335