ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

ქუთაისის აეროპორტი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის  მშენებლობას იწყებს.

მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულა,  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და სამშენებლო კომპანია ,,ანაგის" დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა ჩაუშვეს.

ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარებას. ასევე, სამომავლოდ, დიდი ზომის (ე. წ. wide body) საჰაერო ხომალდების მიღება ქუთაისის აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს შორი მანძილებიდან ახალი ავია-მიმართულებები დაემატოს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება უპრეცედენტოდ დიდია - 240 მლნ ლარამდეა და ჯამურად, 2012-2024 წლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ კაპიტალურ დანახარჯებს 40 მლნ ლარით აღემატება.

ახალი,  3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია, რომელზეც მუშაობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების  ჩართულობით,  მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საავიაციო საკონსულტაციო კომპანია IATA კონსალტინგმა ცოტა ხნის წინ დაასრულა.

პროექტს სამშენებლო კომპანია ,,ანაგი" განახორციელებს და მისი დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

რის შემდეგაც,  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება ერთადერთი აეროპორტი საქართველოში,რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.

დღეისათვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი D კოდით ოპერირებს, მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) სიგრძე 2,5 კმ-ს შეადგენს, რაც საშუალო ზომის საჰაერო ხომალდების ოპერირებას უზრუნველყოფს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეუფე გრიგოლი
„ეკლესია მაგალითს მისცემს საზოგადოებას, როგორ პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები“ - მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქადაგებისას ახალი პატრიარქის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინით ცხოვრობს ერიც და ეკლესიაც. სასულიერო პირის თქმით, “ეკლესია...

საზოგადოება 1776689877

მსოფლიო
„კოდირება და აგენტურული ამოცანები“ - შავი სიის მიუხედავად, აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტო Anthropic-ის Mythos-ს იყენებს

Reuters -ის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო იყენებს Anthropic-ის Mythos Preview ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონმა კომპანიას მიწოდების ჯაჭვის რისკის ოფიცი...

მსოფლიო 1776688704

კალაძეე
„წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ ეს მოღალატეების დაჯგუფებები შექმნილიყო“ - კახა კალაძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც  დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა. ამის...

პოლიტიკა 1776686930

კახა კალაძე
„სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარ...

საზოგადოება 1776686637

ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელელი სამხედროს მიერ ქრისტეს ქანდაკების დაზიანებას "მკაცრად გმობს" ისრაელის პემიერი ნეთანიაჰუ - „აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული იყო“

ისრაელელი სამხედროს მიერ ლინბანში ქრისტე სქანდაკების დაზიანებას „მკაცრად გმობს“ და გამაოგნებელს უწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. "ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული და...

მსოფლიო 1776686624

კახა კალაძე1
„ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო ინვესტიციებით, გადასახადებით და ყველა სხვა კომპონენტით საინტერესო ქვეყანაა“ - კახა კალაძე თბილისში Trump Tower-ის  პროექტზე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია ის, რომ ქვეყანაში მსხვილი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება. კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან  Trump Tower Tbilisi -...

ბიზნესი & ეკონომიკა 1776686272