ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანას 3 კომპანია უზრუნველყოფს

კუტ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებაზე უფლების მოსაპოვებლად ინტერესი 3-მა სატრანსპორტო კომპანიამ დააკმაყოფილა. ,,ჯორჯიან ბას“ და ,,ომნიბუსს ექსპრეს“-თან ერთად მგზავრთა გადაყვანას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე და პირიქით, ახლა უკვე მესამე სატრანსპორტო კომპანია -,,მეტრო ჯორჯია” განახორციელებს. სატრანსპორტო კომპანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირება უკვე დაიწყო და მგზავრებს, დანარჩენი ორის კომპანიის მსგავსად, თბილისიდან და ბათუმიდან გადაიყვანს.

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წარმოდგენილია უკვე მესამე სატრანსპორტო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ქუთაისის აეროპორტიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებას. ამ ეტაპზე, შემოგვიერთდა სატრანსპორტო კომპანია ,,მეტრო ჯორჯია“, რომელიც ოპერირებს უახლესი სტანდარტის მქონე სამგზავრო ავტობუსებით და დღეიდან, მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ბილეთები და ისარგებლონ კომპანიის მომსახურებით,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ოპერირების დირექტორმა ლევან ცხადაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს, “მეტრო ჯორჯია”, სხვა კომპანიების მსგავსად, თბილისიდან და ბათუმიდან ფრენებზე მორგებულ განრიგებს შესთავაზებს.კომპანია საერთაშორისო ევროპული ჰოლდინგის „Metro“-ს პარტნიორია საქართველოში და სატრანსპორტო სფეროში ერთ-ერთ წამყვან კომპანიას წარმოადგენს. “მეტრო ჯორჯიას” ავტობუსები სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. ისინი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მგზავრების მაქსიმალური უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად არის შექმნილი. კომპანიის პოლიტიკა ორიენტირებულია მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებაზე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი “მეტრო ჯორჯიას”-ან პარტნიორობით კიდევ უფრო გააძლიერებს მგზავრთა კომფორტულად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირების შესაძლებლობებს.

ბილეთების შეძენა კომპანიის ვებგვერდზე https://metrogeorgia.ge/ უკვე შესაძლებელია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახა კალაძე1
„ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო ინვესტიციებით, გადასახადებით და ყველა სხვა კომპონენტით საინტერესო ქვეყანაა“ - კახა კალაძე თბილისში Trump Tower-ის  პროექტზე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია ის, რომ ქვეყანაში მსხვილი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება. კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან  Trump Tower Tbilisi -...

ბიზნესი & ეკონომიკა 1776686272

მაჭარაშვილი
„მეუფეებმა პატრიარქის ანდერძს რომ გადახედონ, იქნება ძალიან კარგი“ - გურამ მაჭარაშვილი

"მრევლის პოზიცია ყველამ კარგად იცის პატრიარქთან დაკავშირებით, ეს გამოჩნდა 17-21 მარტს და მე მგონი მეუფეებმა პატრიარქის ანდერძს რომ გადახედონ, იქნება ძალიან კარგი. ვაღიარებთ, რომ პატრიარქი იყო გამორჩეუ...

პოლიტიკა 1776686148

გზაა
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

„თბილისის განვითარების ფონდმა“, მთაწმინდის რაიონში, სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო.   პროექტის მიზანი დედაქალაქის ისტორიული ნაწილის...

საზოგადოება 1776685806

საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, რომელიც მათ ოფიციალურ ლოგოს არამართებულად იყენებს. „ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი...

საზოგადოება 1776685700

მსოფლიო
შეიარაღებული დაპირისპირება - მოკლულია 8 ბავშვი, აქედან 7 თავდამსხმელის შვილი იყო

14 წლამდე ასაკის რვა ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, შეიარაღებულ დაპირისპირებას. BBC-ის ცნობთ, სროლა, ლუიზიანას ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ შრივპორტში , კვირას დილით მოხდა, რამდენიმე ადგილას - ორ სახ...

მსოფლიო 1776685155

ლუკაშენკო ტრამპი
"აშშ-ს შეუძლია, ბელარუსისგან ისწავლოს დემოკრატია" - ლუკაშენკო

"აშშ-ს შეუძლია, ბელარუსისგან ისწავლოს დემოკრატია" | აცხადებს ალექსანდრ ლუკაშენკო RT-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით "ნამდვილი დიქტატურა" აშშ-შია, „რეალური დემოკრატია და ადამიანის უფლებები“ კი ბელ...

მსოფლიო 1776684293