რა ბენეფიტები აქვს ავტო სესხის აღებას
ბიზნესი & ეკონომიკა • 1722845893
როდესაც საქმე ეხება ახალი ან მეორადი მანქანის შეძენას, ბევრი ადამიანი იყენებს ავტოსესხს. იმისთვის, რომ სწორად გესმოდეს რა არის ავტოსესხი და რა ვადლებულებებს მოიაზრებს მისი აღება, აჯობებს, საფუძვლიანად გაეცნო ამ ტიპის სესხს.
რა არის ავტო სესხი?
ავტო სესხი არის სესხის სახეობა, რომელიც გამოიყენება ავტომობილის შესაძენად. როგორც წესი, ავტოსესხებს აქვთ ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთები და დადგენილი ვადები. ეს ვადები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ცალკეულ ბანკსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე.
ასევე, თუ რამდენ წლიან ავტო სესხს აიღებ, ეს შენს შემოსავლებსა და პირად გადაწყვეტილებაზეც არის დამოკიდებული.
როგორც წესი, ავტო სესხის აღებას გარკვეული რისკიც ახლავს თან, რადგან თუ რამდენიმე თვის შემდეგ აღმოაჩენ, რომ კრედიტის გადახდას ვეღარ ახერხებ, კომპანიას შეუძლია მანქანა თავის მფლობელობაში დაიტოვოს.
როგორ უნდა აიღო ავტო სესხი
თუ საბანკო ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სესხით უკვე გისარგებლია, შენი საკრედიტო ინფორმაცია დაფიქსირებული იქნება კრედიტ-ინფოში. ეს იმას ნიშნავს, რომ შენს მიერ სესხის მოთხოვნის შემთხვევაში, ფინანსური დაწესებულებები ამ ინფორმაციას გადახედავენ და გაითვალისწინებენ.
თუ საკრედიტო ქულა კარგი გაქვთ, არ გიფიქსირდებოდა წინა სესხის დაფარვისას ვადაგადაცილებები და ხარვეზები, ეს დადებითად აისახება შენს საკრედიტო რეიტინგზე, სესხის საპროცენტო განაკვეთზეც და ალბათობაც, რომ სესხი დაგიმტკიცდება, საკმაოდ მაღალია.
ვიდრე სესხის განაცხადს შეავსებ, საჭიროა მანქანაც მოძიებული გქონდეს და ფინანსებიც კარგად გათვლილი, რომ ზუსტად იცოდე სესხის რა მოცულობაზე იქნება საუბარი და შენი შემოსავლების გათვალისწინებით, რამდენად შეძლებ ყოველთვიური გადასახადის დაფარვას. აქ გასათვალისწინებელია არამხოლოდ მანქანის ღირებულება, არამედ საპროცენტო განაკვეთები, ავტოდაზღვევა და სხვა ტექნიკური სახის მომსახურება.
მოიკვლიე რას გთავაზობენ საქართველოში არსებული სესხის გამცემი ორგანიზაციები. მხოლოდ ახლობლის რჩევას ნუ დაუჯერებ, გაეცანი თითოეული კომპანიის პირობას და აირჩიე შენთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი.
ყურადღებით წაიკითხე სესხის ხელშეკრულება, ყურადღება მიაქციე საპროცენტო განაკვეთს, სესხის ვადას, ყოველთვიურ გადასახადს და ნებისმიერ სხვა დამატებით გადასახადს.
ავტო სესხის უპირატესობები
სტანდარტული ავტო სესხი საშუალებას გაძლევს მართო ავტომობილი სესხის აღებისთანავე.
ავტოსესხების უმეტესობას აქვს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთები, რაც ნიშნავს, რომ შენი ყოველთვიური გადასახადი გრაფიკის შესაბამისი რჩება სესხის ვადის განმავლობაში.
ყოველთვის გახსოვდეს, რომ თუ სესხის პირობებით გათვალისწინებულ ყოველთვიურ თანხას დროულად გადაიხდი, ეს შენს საკრედიტო ქულაზე დადებითად იმოქმედებს.
რომ შევაჯამოთ, შენი საკრედიტო ქულის გააზრებით, ბიუჯეტის გონივრულად შედგენით და კრედიტორების შედარებით, შეგიძლია იპოვო ავტო სესხი, რომელიც ზუსტად შეესაბამება შენს საჭიროებებს და დაგეხმარება უსწრაფესად იყიდო შენი ოცნების მანქანა.
ავტოსესხის აღება მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა, ამიტომ ყურადღებით წაიკითხე ავტო სესხის პირობები და შეარჩიე სანდო რეპუტაციის მქონე კრედიტორი.
ლევან სანიკიძე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას: “რატომ არის საქართველო გაგლეჯილი ტომარა?”მართლა ღვთისმშობელი იფარავს საქ...
სოცმედია • 1772907484
გივი თარგამაძე: ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩა...
სოცმედია • 1772903209
გივი თარგამაძე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - ამის შესახებ ინფორმაცია, "პირველებს" თარგამაძის ოჯახის წევრმა დაუდასტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს...
პოლიტიკა • 1772898323
„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხა...
პოლიტიკა • 1772896558
ოპოზიციის ალიანსი დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - საპროტესტო ჯგუფებს, პოლიტპატიმრების ოჯახებს, სტუდენტებს და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამოქალაქ...
პოლიტიკა • 1772896140
დავით ზურაბიშვილი: ისრაელის საელჩოს განცხადება ვნახე.ერთი ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი ამასაც ახერხებს.
სოცმედია • 1772894141












