რა რისკებს შეიცავს ბიზნესისთვის მარაგების არასწორი აღრიცხვა?

ოპტიმო

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მარაგების სწორად მართვა, შეიძლება ითქვას, რომ წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღებია. თუ ეს საქმე ნებისმიერი ტიპის ბიზნესს, იქნება ეს სურსათის მაღაზია, ხილ-ბოსტანი, კაფეტერია, საცხობი თუ სხვა კარგად აქვს აწყობილი და მუდმივად ფლობს სწორ ინფორმაციას ნაშთში არსებული პროდუქციის შესახებ, მაშინ სწორად გადადგამს შემდეგ ნაბიჯებს და არ დაუშვებს შეცდომებს შესყიდვის დროს, მოწესრიგებული ექნება ფინანსური დოკუმენტები და ხარჯებიც უფრო გამჭვირვალე და თვალნათელი გახდება.

 

პროდუქტების ვადის გასვლა და გაფუჭება

თუ არ გექნებათ ზუსტი ინფორმაცია, იმის შესახებ, რა რაოდენობით შეისყიდეთ ესა თუ ის პროდუქტი, როგორია მისი გაყიდვის დინამიკა და ამ ეტაპზე რამდენია დარჩენილი ნაშთში, შესაძლოა პროდუქციას თქვენსავე საწყობში გაუვიდეს ვადა, გაფუჭდეს და ამით ფინანსური ზარალი მოგადგეთ. დროულად გადადგმული საპრევენციო ნაბიჯებით კი მარტივად შეიძლება მსგავსი პრობლემების მოგვარება, მთავარია, რომ თქვენც დროულად შეიტყოთ მოკლევადიანი პროდუქციის საწყობში არსებობის შესახებ და იცოდეთ რა რაოდენობით გაქვთ ამ ტიპის პროდუქცია მარაგში.

 

არასწორი ფინანსური დოკუმენტები

ფინანსური დოკუმენტების სისწორე და გამჭვირვალობა, ის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომლის მიხედვითაც პირნათელი უნდა იყოთ როგორც სახელმწიფოს, ასევე პარტნიორი კომპანიების წინაშე. თუ არ გაქვთ შესყიდვისა და გაყიდვის მაჩვენებლები სწორად აღრიცხული, Rs.ge-ზე სწორი მონაცემებით ატვირთული ზედნადებები, დოკუმენტებში „არეულობა“ გექნებათ, რისი გამოსწრებაც დიდ შრომასთანაა დაკავშირებული, მეტიც, გარკვეული დროის შემდეგ აღმოჩენილი ხარვეზის გასწორება, შესაძლოა დაგვიანებულიც კი იყოს.

 

კალკულაციების არევა კომპანიის შემოსავლებში

კალკულაციის არევამ, არასწორად მითითებულმა ფასმა და ამ ღირებულებით სარეალიზაციოდ გატანამ, არასწორი გზით შეიძლება წაიყვანოს ბიზნესი, რამაც სერიოზული ფინანსური ზიანი გამოიწვიოს, რაც თავისთავად ნეგატიურ გავლენას ახდენს შემოსავლებსა და მოგებაზე.

 

ოპტიმო - მარაგების აღრიცხვის თანამედროვე ხელსაწყო

ზემოჩამოთვლილი და კიდევ სხვა ბევრი პრობლემის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა არის ბიზნესის მართვის ციფრული პროგრამა ოპტიმო, რომელიც მარაგების სრული სიზუსტით აღრიცხვის გარდა ბევრ საჭირო ინსტრუმენტს გთავაზობთ.  მისი დახმარებით, ყოველთვის გექნებათ ინფორმაცია, როდის და რა რაოდენობით მოხდა შესყიდვები, რამდენი გაიყიდა, დღის რომელ მონაკვეთში იყო გაყიდვები აქტიური, რომელი პროდუქტია ბესტსელერი და რომელს უჭირს რეალიზაცია, რა ხდება საწყობში - რა რაოდენობით დარჩა ესა თუ ის პროდუქტი და რომელია სასწრაფოდ დასამატებელი.

გარდა ამისა ოპტიმო ინტეგრირებულია rs.ge -თან და რაც ნიშნავს იმას რომ, მარტივად ხდება პროგრამაში ზედნადებების ატვირთვა, კორექტირება, დადასტურება და ასახვა. ეს კი გამორიცხავს არასწორი ფინანსური დოკუმენტაციის არსებობას თქვენს ბიზნესში.

ფასების ცვლილება, აქციები, მოლარის სმენის შეცვლა უკვე პრობლემას არ წარმოადგენს და თითოეული თანამშრომლის სათითაოდ საქმის კურსში ჩაყენება ამ თემებზე  აუცილებელი არ არის, რადგან ოპტიმოს დახმარებით ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეშია თავმოყრილი, რაც მომუშავე პერსონალს უადვილებს საქმეს.

სტატისტიკით, რომელსაც გაწვდის ოპტიმო ნებისმიერ დროს შეგიძლია იხილო გაყიდვების და შემოსავლების უახლესი მონაცემები,  საწყობსა და დახლებზე არსებული პროდუქციის მარაგები, ვადები  და დაგეგმო შემდეგი ნაბიჯი გააზრებულად.

ოპტიმო მორგებულია შენი ბიზნესის საჭიროებებზე, გაწვდის შენთვის საინტერესო ინფორმაციას და რჩევებს, რაც ხელს შეგიწყობს საქმიანობის ზრდასა და განვითარებაში

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო

სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტმა მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. საძაგლიშვილის განმარტებით, სააკაშვილმა პროტესტის ამ ფორმას პენიტენციური სამსახ...

პოლიტიკა 1638952958

ივანე ჩხაიძე
რა სიმპტომები ახასიათებს ახალ "ომიკრონ" შტამს - ივანე ჩხაიძის განმარტება

კორონავირუსის ახალ, ომიკრონ შტამზე იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორ ივანე ჩხაიძე საუბრობს...

Covid 19 1638952557

პოლიცია
ყაჩაღობა "ლუკოილის" ავტოგასამართ სადგურზე - პოლიციამ ოზურგეთში ერთი პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, ოზურგეთში, ლუკიოილის ავტოგასამართ სადგურზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებული თავს დაესხა ოპერატორის და იარაღის გამოყენებით თანხა გასტაცა: "შინა...

კრიმინალი 1638952539

ჩხაიძე
„ომიკრონი“ სერიოზულ საფრთხედ უნდა განვიხილოთ - დეკემბერ-იანვარი ორწლიანი პანდემიისას ქვეყანაში ყველაზე მძიმე და სერიოზული გამოცდა იქნება -ჩხაიძე

კორონავირუსის ახალ, ომიკრონ შტამზე იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორ ივანე ჩხაიძე საუბრობს...

Covid 19 1638952457

ფხაკაძე.jpg
ამ ოთახში ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა თქვენ მიერ მიღებული - სოსო ფხაკაძე ღარიბაშვილს

ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა. ფხაკაძემ თქვა, რომ პრემიერმინისტრის მიერ ბევრ...

პოლიტიკა 1638951870

წულუკიანი
თეა წულუკიანმა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელად ისევ რობერტ სტურუა დანიშნა

კულტურის მინისტრმა  რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ისევ რობერტ სტურუა დანიშნა. თეა წულუკიანმა, რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე,...

პოლიტიკა 1638951176