რა შეცვალა საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკებმა 10 რეგიონის 23 სკოლის 14 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

საქბანკის ბიბლიოთეკები


მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2019 წლიდან საქართველოს ბანკი ბიბლიოთეკების პროექტს ახორციელებს.

 

მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები უკვე საქართველოს 10 რეგიონის 23 სკოლაში ფუნქციონირებს და 14 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის ახალი აღმოჩენების და შემეცნების სივრცეს.

 

საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების გახსნის შემდეგ, გაორმაგდა და, რიგ შემთხვევებში, გასამმაგდა სკოლის მოსწავლეების მიერ წაკითხული წიგნების რაოდენობა.

 

5-ჯერ გაიზარდა ბიბლიოთეკების გამოყენების სიხშირეც - აღნიშნული სივრცე გახდა მოსწავლეების საყვარელი თავშეყრის ადგილი, სადაც მათ ჩამოაყალიბეს წიგნის კლუბი, კინო კლუბი, დებატების კლუბი, გერმანული და ქართული ენების კლუბი... მართავენ სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებს, მათ შორის: რა, სად როდის? ყველაზე წიგნიერის კონკურსს და სხვა.

 

“საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკები ახალგაზრდებს აძლევს წვდომას განათლების მისაღებად საჭირო რესურსებზე - 2000-ზე მეტ წიგნზე, STEM კუთხეზე, კომპიუტერებსა და პროექტორზე.

 

ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენი ბიბლიოთეკები დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ უშუალოდ ბიბლიოთეკის მქონე სკოლის, არამედ მიმდებარე სოფლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებში.

მაგალითისთვის, შიდა ქართლში, ზედა ნიქოზის სკოლის ბიბლიოთეკაში ატარებენ პოეზიის საღამოებს და სხვადასხვა ლიტერატურულ ღონისძიებებს; ოზურგეთის და ჩოხატაურის სკოლის ბიბლიოთეკებში ბიბლიოთეკარები შაბათ-კვირასაც მუშაობენ, რათა ბავშვებს ხელი შეუწყონ შემეცნებაში; ჩოხატაურის სკოლა სივრცეს უთმობს სხვა სკოლებსაც, აქ ჩამოყალიბებული აქვთ რამდენიმე კლუბი, ტარდება მასწავლებლების კონფერენცია რეგიონის მასშტაბით და მოსწავლეთა კონფერენცია საბუნებისმეტყველო საგნებში; ნაბეღლავის ბიბლიოთეკა სივრცეს უთმობს სოფელ ქვაბას მოსწავლეებს და მასწავლებლებს, ასევე ბიბლიოთეკით სარგებლობს სოფლის მოსახლეობაც...“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

 

ეს საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების მიერ შექმნილი შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკის გუნდი მოსწავლეებს კიდევ არაერთ სკოლაში ახალი ბიბლიოთეკების გახსნას ჰპირდება.

 

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ პროექტს სიცოცხლის ხის ფონდი ახორციელებს სს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მიმართულებით მუშაობს, როგორიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვიბლიანი კუბლაშვილი
ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს

ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საადვოკატ...

სამართალი 1784739600

სააკაშვილი გამჭვირვალობა
სრულიად სამარცხვინოდ, „გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა ანგარიშს ეხმაურება, რომლის სიაშიც არასამთავრობო ორგანიზა...

პოლიტიკა 1784737800

ორნელა მუტი
ორნელა მუტი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გეგმავს

იტალიელმა მომღერალმა ნაიკე რიველიმ, მსახიობ ორნელა მუტის ქალიშვილმა, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ის და დედამისი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებენ. რიველის თქმით, ის და მუტი რუსეთის მოქალაქეობაზე...

შოუბიზნესი 1784736682

ლალი მოროშკინა
"ვცდილობ, წმინდა ნინოს მოძღვრებას მივყვე" - მოროშკინამ თელავის ინციდენტში მონაწილე რუსულენოვან ტურისტებს უმასპინძლა

თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ, რუსულენოვან ტურისტებს სიღნაღში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ლალი მოროშკინამ უმასპინძლა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავ...

საზოგადოება 1784730536

უკრაინა სამხედრო ხელმძღვანელობა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი ჩაუდგება სათავეში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი გახდება — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ მას „ძალიან გამოცდილი სამ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1784726017

საქ ბანკი
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. Euromoney Awards for Excellence მს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1784723688