რა უნდა იცოდე საკრედიტო ბარათების შესახებ

რა-უნდა-იცოდე-საკრედიტო-ბარათების-შესახებ

საკრედიტო ბარათი ერთგვარი სამომხმარებლო სესხია და არ აქვს მნიშვნელობა რა მიზნობრიობით აპირებ მასზე განთავსებული თანხის გამოყენებას.

ის განახლებადი კრედიტის სახეობაა, რადგან სესხის გამცემი ორგანიზაცია წინასწარ არ განსაზღვრავს, ბარათის გაცემის შემდეგ, რა პერიოდულობით აითვისებ კრედიტის თანხას.

საკრედიტო ბარათს, როგორც წესი, არც თანხის დაფარვის კონკრეტული გრაფიკი აქვს, თუმცა, ხელშეკრულებაში წინასწარ გექნება გაწერილი პრინციპი, რის მიხედვითაც დაანგარიშდება პერიოდული თუ ყოველთვიური მინიმალური გადასახადის მოცულობა. ეს ინფორმაცია საკრედიტო ბარათის აღებისას, შენთვის სასურველი ფორმით მოგეწოდება.

საკრედიტო ბარათს ადამიანები, უმეტესად, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის და მოულოდნელი ხარჯებისთვის იღებენ.

საკრედიტო ბარათების აღება შეგიძლია ნებისმიერ ბანკსა თუ ფინანსურ ორგანიზაციაში, რომელსაც ეს სერვისი აქვს. ერთ-ერთი ასეთია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC.

მიიღე თანხა იმავე დღეს MBC-ში

თუ ემბისის საკრედიტო ბარათს დაიმტკიცებ, შეძლებ მიიღო 500-დან 2000 ლარამდე თანხა, 48 თვემდე ვადით  და გამოიყენო სურვილისამებრ. ბარათით ანგარიშსწორებას შეძლებ ნებისმიერ სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში.

რა უპირატესობა აქვს MBC-ის საკრედიტო ბარათს?

ემბისის საკრედიტო ბარათით შეძლებ თანხის ნებისმიერ დროს გამოყენებას, ასევე, ნებისმიერი მიზნობრიობით:

● ისარგებლებ 55 დღემდე საშეღავათო პერიოდით

● დაფინანსების განხილვა მოხდება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში

● დაბალი განაღდების საკომისიო ექნება სერვის ცენტრებში

● უნაღდო ანგარიშსწორება გექნება ყველა სავაჭრო და მომსახურების ობიექტში

● საშეღავათო პერიოდი იმოქმედებს ნულოვანი პროცენტის პირობით (ეფექტური 45.4%-დან)

რატომ უნდა ისარგებლო MBC-ის საკრედიტო ბარათით?

● საკრედიტო ბარათზე პროცენტი დაგერიცხება მხოლოდ მაშინ, როცა თანხას დახარჯავ

● პროცენტი დაგერიცხება მხოლოდ დახარჯულ თანხაზე

MBC-ში საკრედიტო ბარათის აღება შეგიძლია ნულოვანი პროცენტის პირობით (ეფექტური 45.4%-დან), ხოლო თანხის განაღდებას შეძლებ ემბისის სალაროებში, თიბისი ბანკისა და ბაზისბანკის ბანკომატებში.

რა გჭირდება საკრედიტო ბარათის ასაღებად

იმისთვის, რომ ემბისის საკრედიტო ბარათი აიღო მინიმალური დოკუმენტაცია დაგჭირდება: აუცილებელია იყო მინიმუმ 20 წლის და  გქონდეს ID ბარათი ან პასპორტი.

იმისთვის, რომ საკრედიტო ბარათით მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით ისარგებლო, მოერიდე  ლიმიტის სხვა სესხის შენატანების გადასახდელად გამოყენებას. საკრედიტო ბარათი ძირითადად სავაჭრო ობიექტებში გადახდებისათვის გამოიყენე და მოერიდე ბარათიდან თანხის განაღდებას.

შეეცადე, ათვისებული საკრედიტო ლიმიტი საშეღავათო პერიოდში სრულად დაფარო და საპროცენტო ხარჯი თავიდან აიცილო.

საკრედიტო ბარათის ასაღებად, შეავსე ონლაინ განაცხადი ან ეწვიე ემბისის უახლოეს ფილიალს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რუბიო
„ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა ირანისთვის ეკონომიკური თვითმკვლელობა იქნება“ - რუბიო

მე ვურჩევდი ჩინეთის მთავრობას პეკინში, დაუკავშირდნენ მათ [ირანს] ამ საკითხზე [ჰორმუზის სრუტის შესაძლო გადაკეტვაზე], რადგან ისინი ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის კუთხით ძლიერ არიან დამოკიდებული. თუ ისინი ამა...

მსოფლიო 1750604837

ჩინეთი
„მკაცრად ვგმობთ ირანზე აშშ-ის თავდასხმებს და ბირთვული ობიექტების დაბომბვას“ - ჩინეთის საგარეო უწყება

ჩინეთი აშშ-ის მიერ ირანის ვირთვული ობიექტების დაბომბვას გმობს  შესაბამის განცხადებას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელრბს:  ,,ჩინეთი მკაცრად გმობს ირანზე აშშ-ის თავდასხმებს და ბირთვული ობიექტე...

მსოფლიო 1750599199

გიორგი გახარია
„ჩემი ინფორმაციით გახარია თავშესაფარს ითხოვს გერმანიაში!“ – ლადო სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი:„ჩემი ინფორმაციით გახარია თავშესაფარს ითხოვს გერმანიაში! გაურბის პასუხისმგებლობას! მხდალი და ფარჩაკი – სააკაშვილის გზას დაადგა! დევნილი პრემიერი– საქართველოს...

სოცმედია 1750597897

დუგინი ტრამპი
"ტრამპმა თავისი ამომრჩევლების ბაზა დაკარგა... ტრამპი გარკვეულმა ჩრდილოვანმა ძალებმა გამოიყენეს, მან უღალატა თავის მიმდევრებს“ - დუგინი

"ტრამპმა თავისი ამომრჩევლების ბაზა დაკარგა. მაგრამ შესაძლოა, მას ის აღარც სჭირდება.ტრამპი გარკვეულმა ჩრდილოვანმა ძალებმა გამოიყენეს, მან უღალატა თავის მიმდევრებს, MAGA-ს, და ახლა შეუძლია წავიდეს.მესამ...

მსოფლიო 1750595813

არაღჩი
"დღეს მივემგზავრები მოსკოვშi და ხვალ დილით პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა მაქვს... ერთობლივ მუშაობას გავაგრძელებთ~ - არაღჩი

"დღეს მივემგზავრები მოსკოვში, და ხვალ დილით პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა მაქვს. რუსეთი ირანის მეგობარია და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს. ჩვენ ყოველთვის ვაწარმოებთ კონსულტაციებს ერთმანეთთან და პო...

მსოფლიო 1750595159

მედვედევი ტრამპი
„ასეთი წარმატებებით, ტრამპს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში არ ეღირსება“ - მედვედევი

ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ს იერიშს გამოეხმაურა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი. მედვედევის მტკიცებით, აშშ-მ ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშით ბევრი ვ...

მსოფლიო 1750593766