„რამდენიმე თვიანი რთული მოლაპარაკებების შედეგად British Airways საქართველოს ბაზარზე შემოდის“ - ირაკლი ქარქაშაძე

ქარქაშაძე

2025 წლიდან საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები დაიწყება. დოკუმენტს ხელი ლონდონში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და BRITISH AIRWAYS-ის ავიაქსელის სტრატეგიული დაგეგმარების ოფიცერმა, ნილ ჩერნოფმა მოაწერეს. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს ელჩი გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა, ავიაკომპანიის წარმომადგენლები და ბრიტანეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. 2025 წლის 30 მარტიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.ba.com  უკვე შესაძლებელია.

 

,,ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან წარმატებით დავასრულეთ. შედეგად, ერთმანეთს დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს დედაქალაქები დაუკავშირდებიან. ეს იყო ხანგრძლივი და რთული ერთობლივი მუშაობის შედეგი. ფრენები განხორციელდება თბილისის მიმართულებით ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან, რომელიც დღემდე ევროპის ყველაზე დატვირთულ აეროპორტად ითვლება.

სწორედ, დამატებით სირთულეს ესეც ქმნიდა, გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტობრივად, ჰითროუდან ფრენის შესაძლებლობის მოპოვება შეუძლებელია.

მიხარია, რომ ჩვენ შევძელით ბრიტანეთის ფლაგმანის საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნება და ლონდონი-თბილისის ერთმანეთთან პირდაპირი ფრენით დაკავშირება, რაც უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

 

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ‘’American Airlines”-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა ‘’British Airways”-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის  მიმართულებით. 

 

წინ კიდევ ბევრი სასიამოვნო სიახლე გვაქვს და რა თქმა უნდა, მიღწეულ შედეგზე არ ვჩერდებით,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

‘’British Airways”-ი მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ივანიშვილი აქტივები
"სანქცირებული ოლიგარქი ივანიშვილი აქტივებს სახლისკენ ეზიდება" - "აი ფაქტი"

"სანქცირებული ოლიგარქი ივანიშვილი აქტივებს სახლისკენ ეზიდება" - ამ სათაურით აქვეყნებს "აი ფაქტი" ვრცელ სტატიას, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ უცხოეთიდან საქართველოში ქონების გადმოზიდვისა და ქართული ეკ...

პოლიტიკა 1739805198

ზურა ჩხაიძე ვივა მედი
ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელის ახლობლებს მიმართავს

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ახლობლებს მიმართავს. „[მზია ამაღლობელის] ზოგადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ყველ...

პოლიტიკა 1739804012

საქბანკი ბიზნესღონისძიება
საქართველოს ბანკის ინიციატივით,  ბიზნესებისთვის შეხვედრა „როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი“ გაიმართება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ინიციატივით, ბიზნეს შეხვედრები გრძელდება და ამჯერად, 19 თებერვალს  შეხვედრა - „როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი“ ჩატარდება....

ბიზნესი & ეკონომიკა 1739800834

რიმა ბერიძე
„რატომ უნდა ესროლა „ქართულ ოცნებას" კვერცხები, „ოცნება" არავის არაფერს არ უგზავნის“ - რიმა ბერაძე გახარიაზე

„გიორგი გახარიას ნათქვამს ახლა მთლად ნუ დაიჯერებთ, რატომ უნდა ესროლა „ქართულ ოცნებას" [კვერცხები], „ოცნება" არავის არაფერს არ უგზავნის.იმიტომ, რომ ძალიან ბევრ სიცრუეს ლაპარაკობს... აღარ გვჯერა იმიტომ,...

პოლიტიკა 1739800689

მაჭარაშვილი
„ვინ იყო ან ვინ იქნებოდა დღეს გიორგი გახარია, რომ არა „ქართული ოცნება“ - გურამ მაჭარაშვილი 

„ვინ იყო ან ვინ იქნებოდა დღეს გიორგი გახარია, რომ არა „ქართული ოცნება“?! არავინ! ის არავის აინტერესებდა და არც არავის დააინტერესებდა“ - გურამ მაჭარაშვილი 

პოლიტიკა 1739800593

ზელენსკი
„საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინამ არაფერი იცოდა, ასეთი მოლაპარაკებებით მიღწეულ შეთანხმებებს არ ვაღიარებთ“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ვიზიტი საუდის არაბეთში, კავშირში არაა აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებთან, რომელიც სამშაბათს იგეგმება. მისივე თქმით, უკრაინისთვის ამ მოლაპარაკებების შესახებ არაფერი იყო...

რუსეთ-უკრაინის ომი 1739800408