რატომ არის  საქართველოს ბანკის sCool Card და sCoolApp კარგი  არჩევანი თქვენი შვილისთვის?

სქულ ბარათი

თქვენი შვილი იზრდება და ნელ-ნელა დამოუკიდებლობას ეჩვევა. მას სურს, თავად მართოს საკუთარი ფული. თქვენ კი გსურთ, რომ პასუხისმგებლობას მშვიდ და უსაფრთხო გარემოში შეაჩვიოთ.

საქართველოს ბანკის sCool Card და sCoolApp სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. ეს არის საბანკო პროდუქტები, რომლებიც ბავშვებს ფინანსური უნარების გამომუშავებაში ეხმარება და დამოუკიდებლობას ასწავლის.

ნახეთ 5 მიზეზი, თუ რატომ არის sCool Card და sCoolApp საუკეთესო არჩევანი თქვენთვის და თქვენი შვილისთვის:

წვდომა ბავშვის ფინანსებზე
sCoolApp-ი და sCool Card-ი უპირველესად უსაფრთხოებაზე ზრუნავს. თქვენ, როგორც მშობელს, მობილბანკში სრული წვდომა გაქვთ შვილის ანგარიშზე, შეგიძლიათ ნახოთ მისი ხარჯები და დააწესოთ ყოველდღიური ლიმიტები.

 

ეს გაძლევთ საშუალებას, ნახოთ, რაზე და როგორ ხარჯავს ბავშვი ფულს და, ამავდროულად,  მიაჩვიოთ პასუხისმგებლობას. sCool Card-ის დაკარგვის შემთხვევაში კი თქვენივე მობილბანკიდან დაბლოკავთ მის ბარათს.

სამედიცინო პროგრამა მოსწავლეებისთვის
sCool Card-ის მფლობელებისთვის ევექსის და ნიუ დენტის ყველა კლინიკაში მოქმედებს სპეციალური შეთავაზება. მათ შორის რეგიონებშიც. ასევე, იმისათვის რომ მოსწავლემ ამ შეთავაზებით ისარგებლოს, მას უნდა  ჰქონდეს sCool Card.  პროგრამაში კი ის მშობელმა უნდა დაარეგსიტრიროს.

 

დაარეგისტრირეთ შვილი პროგრამაში და მიიღეთ:

·

 

100%-იანი დაფარვა სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაციასა და სამედიცინო გამოკვლევებზე;

·

 

ფასდაკლებები სტომატოლოგიურ მომსახურებებზე.

გაეცანით მოსწავლეების ჯანდაცვის პროგრამას სრულად

საზოგადოებრივ ტრანსპორტში სპეციალური ტარიფი 
ბავშვები სკოლიდან სახლში, სპორტის გაკვეთილებზე თუ მასწავლებელთან ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებიან. sCool Card-ით თქვენს შვილს სპეციალური სამგზავრო ტარიფი აქვს:

·

 

თბილისში და ბათუმში: უფასო;

·

 

რუსთავში: 10 თეთრი;

·

 

ზუგდიდში: 50% ფასდაკლება.

 

ფინანსური განათლება 
sCoolApp-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსწავლეებისთვის ფინანსური უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, საბაზისო საბანკო სერვისებზე წვდომა კი ამ მისიის ნაწილია. აპლიკაციაში მოზარდები:

·

 

მარტივად ამოწმებენ ანგარიშს და ტრანზაქციებს;

·

 

ასრულებენ გადარიცხვებს;

·

 

აგზავნიან თანხის მოთხოვნას;

·

 

იყენებენ ხარჯის გაყოფის ფუნქციას;

·

 

ააქტიურებენ „გოჭ ყულაბას“ და სწავლობენ თანხის დაგროვებას.

მეტი სარგებელი: სქულები და შეთავაზებები
მოსწავლეები sCool Card-ით გადახდისას სქულებს აგროვებენ. ყოველ 1 ლარზე 5 სქულას.

ამასთან, მათ საყვარელ მაღაზიებსა და კვების ობიექტებში სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები ელოდებათ.

როგორ ავიღო sCool Card ჩემი შვილისთვის?
sCool Card-ის აღება უფასოა და შეგიძლიათ დისტანციურად, მობილბანკში სულ რამდენიმე წუთში შეუკვეთოთ.

ამასთანავე, არ გამოგრჩეთ, 10-დან 15 სექტემბრამდე sCool Card-ის მფლობელებს საინტერესო Back To School შეთავაზებები ელოდებათ.

შეუკვეთეთ sCool Card

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე კახა 1
ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებით - კალაძე "ინტერრაოს" დასანქცირებაზე

„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...

პოლიტიკა 1786096179

საქბანკი
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება

მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786095246

დაკავება კომპიუტერულ მონაცემებზე
უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000$ მიითვისეს - კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, მეორეს მიმართ დევნა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით,  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის  ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...

კრიმინალი 1786094675

გურამ დადიანიძე
"კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები" - ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის ხმა ისმის

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...

საზოგადოება 1786090620

თურქები დაკავება
თურქეთის მიერ ძებნილი 2 პირი აჭარაში დააკავეს - ბრალად იარაღის უკანონო ტარება და საზღვრის კვეთა ედებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...

კრიმინალი 1786086000

საქბანკი
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786028400