რატომ დუმს ძმები ფხაკაძეების ბიზნესი - „აი, ფაქტი“ ჟურნალისტური გამოძიება
ბიზნესი & ეკონომიკა • 1738752974

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება (აი, ფაქტი) ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს, რომელშიც იმ მიზეზებზე საუბრობს, რითად შესაძლოა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვისოლ ჯგუფის პოზიცია აიხსნას.
ერთი კვირის წინ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები შეხვდნენ და იმსჯელეს იმაზე, უნდა გამოხატონ თუ არა ერთიანი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. ამ შეხვედრას ვისოლ ჯგუფიც ესწრებოდა.
გადაწყდა, რომ ასოციაციამ ერთიანი პოზიცია არ უნდა დააფიქსიროს. ვისოლ ჯგუფს პროტესტის მიმართ პოზიცია არც მანამდე დაუფიქსირებია. ვისოლი არ შეუერთდა თავისუფალი ბიზნესის პლატფორმაზე განთავსებულ განცხადებას, რომლითაც კომპანიები პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს ითხოვენ. ამ განცხადებას დღეისთვის 2 426 ბიზნესი და კომპანია შეუერთდა.
უფრო ადრე კი, 2024 წლის გაზაფხულზე, ფხაკაძეებმა მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს, რომლის მიღება მაშინდელ პარლამენტს უწყვეტი, მრავალათასიანი პროტესტის ფონზე მოუწია და რომელსაც უარყოფითი შეფასებები მოჰყვა ევროკავშირისა და დასავლური დემოკრატიების მხრიდან. აი, ფაქტი წერს, რით აიხსნება ვისოლ ჯგუფისა და ძმები ფხაკაძეების დუმილი. ჟურნალისტური გამოძიება ჰყვება იმ სამ ფაქტზე, რომელიც, შესაძლოა, ბიზნესმენთა დუმილის მიზეზი იყოს.
ვისოლი სახელმწიფო შესყიდვებში
სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ” სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, 2010 წლიდან დაიწყო. “ვისოლ ჯგუფის” “შვილობილმა” კომპანია – “ვისოლ ავტო ექსპრესმა” კი – 2013 წლიდან.
მხოლოდ 2024 წელს სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებული 857 ტენდერი აქვს მოგებული. აქედან 852 გამარტივებული სახით, პირდაპირი შესყიდვით გაუფორმდა. ჯამში, ამ კონტრაქტების ღირებულება 8.7 მილიონი ლარია.
“ვისოლი” სახელმწიფო შესყიდვებში
სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, 2010 წლიდან დაიწყო. “ვისოლ ჯგუფის” “შვილობილმა” კომპანია – “ვისოლ ავტო ექსპრესმა” კი – 2013 წლიდან.
მხოლოდ 2024 წელს სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებული 857 ტენდერი აქვს მოგებული. აქედან 852 გამარტივებული სახით, პირდაპირი შესყიდვით გაუფორმდა. ჯამში, ამ კონტრაქტების ღირებულება 8.7 მილიონი ლარია.
ძმები ფხაკაძეები სამშენებლო ბიზნესში
2022 წლის შემოდგომაზე შპს “კოსტავა თაუერსმა” სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა ყოფილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა თბილისში, კოსტავას 68-ში. ქონებაში კომპანიამ 76.8 მილიონი ლარი გადაიხადა.
შპს “კოსტავა თაუერსის” მფლობელია შპს “ალმა”. “ალმას” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან ვასილ, ლევან და სამსონ ფხაკაძეები. შპს “ალმას” 100-პროცენტიანი წილი კი მალტაში რეგისტრირებული კომპანიას, “გლობალ ინვესტორს ლიმიტედს” ეკუთვნის.
იპოდრომის ახალი ბინადრები
ძმები ფხაკაძეები დეველოპერული ბიზნესის განვითარებაზე არანაკლებ ზრუნავენ. 2023 წელს მათმა კომპანიამ, შპს “ცენტრალ პარკ ავენიუმ” „ქართუ ფონდისგან“ შეიძინა 80 000 კვ.მ. ნაკვეთი იპოდრომის მიმდებარედ. აქაც, საზ.მაუწყებლის ტერიტორიისა არ იყოს, დაგეგმილია მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა.
როგორც კომპანიის მიერ გასაჯაროებული პროექტიდან ირკვევა, ტერიტორია ორ ნაწილად გაიყოფა. პირველ ნაწილზე განთავსდება სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი შენობები, რომელთა მაქსიმალური სიმაღლე 25 სართული იქნება. მეორე ნაწილი უმეტესად განვითარდება სავაჭრო, დასასვენებელი, გასართობი, სპორტული და საცხოვრებელი ფუნქციებით, სადაც შენობების მაქსიმალური სიმაღლე 79 სართული იქნება.

თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მომენტში, საგარეჯოში, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში, შესაძლოა აჭარის ყოფილი მეთაურის მამა, დავით რიჟვაძეც ყოფილიყო - ამის შესახებ იზოლატორში შესვლის წინ საზღვ...
კრიმინალი • 1751974909

წელს, ისტორიაში პირველად, საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. ხორვატიასა და გერმანიაში, ორ ეტაპად გამართულ ტურნირზე, ჩვენმა გუნდმა ერთი, სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა იტა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1751974746

საქართველოს ბანკი ციფრული სერვისების განვითარებას და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსურ ინსტიტუტსა და სამ ბანკს - კრედო ბანკს, ბაზისბანკსა და პროკრედიტ ბანკს შ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1751973057

რიჟვაძის წერილი ადასტურებს, რომ ხელისუფლება მასთან აწარმოებდა კრიმინალურ გარჩევას, ანუ კანონს მიღმა გარჩევას, რასაც ასეთი ტრაგიკული შედეგი მოჰყვა, – ამის შესახებ პოლი...
პოლიტიკა • 1751972944

ვენეციის კომისიამ გადაწყვიტა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მესამე მხარის სახით ჩარევის ნებართვა მოეთხოვა საქმეზე „საია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. საქმე ეხება რუსულ კანონად წოდებულ „...
პოლიტიკა • 1751970853

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ ვიდეოს გადაღების გამო Albi Kordzaia 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს!! ვიზრუნებ რომ ამ 5 დღის მანძილზე ეს ვიდეო ათასჯერ მეტმა ადამიანმა ნახოს!!ალბი
სოცმედია • 1751970241