რატომ უნდა ისარგებლო MBC-ის ფულადი გზავნილებით

მბს გზავნილები

ფულადი გზავნილებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი ადამიანი სარგებლობს. საქართველოში ფულადი გზავნილების მიღება შეგიძლია როგორც ბანკებში, ისე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა თუ ფულადი გადარიცხვების განმახორციელებელ სხვა დაწესებულებებში. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების რეგისტრაციას და მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

მნიშვნელოვანია, რომ ფულადი გზავნილებით სარგებლობისას დაიცვა უსაფრთხოების წესები:

● დარწმუნდე, რომ ვებგვერდი, რომლითაც ტრანზაქციას ახორციელებ დაცულია

● გადასცე გზავნილის კოდი უშუალოდ მიმღებს

● სწორად აირჩიო ფულადი გზავნილის სისტემა და ზუსტად იცოდე, რომ გზავნილის ეს სისტემა ნამდვილად ფუნქციონირებს იმ კონკრეტულ ქვეყანასა თუ ქალაქში, სადაც თანხის გადაგზავნას აპირებ

● მნიშვნელოვანია, დააზუსტო გზავნილის შესრულების დროც, თუ რამდენად სწრაფად მიიღებს ადრესატი შენ მიერ გაგზავნილ თანხას

ანგარიშზე საერთაშორისო სავალუტო გადარიცხვებისგან განსხვავებით, თანხების სწრაფად მიღება საერთაშორისო სწრაფი ფულადი გზავნილით არის შესაძლებელი.

 

გზავნილებს, როგორც წესი, აქვს თანხის გაგზავნის საკომისიო, რომლის გადახდაც გამგზავნის მიერ თანხის გაგზავნის დროს ხორციელდება.

 

სად შეგიძლია ფულადი გზავნილების მიღება საქართველოში

ფულადი გზავნილების მიღება საქართველოში სამ საფინანსო ორგანიზაციაშია შესაძლებელი:

● ბანკებში

● მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში

● ფულადი გადარიცხვების განმახორციელებელ სხვა დაწესებულებებში

ერთ-ერთ საუკეთესო, სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC გთავაზობს.

MBC-ში ფულადი გზავნილების სისტემების მომსახურებისთვის დაგჭირდება საიდენტიფიკაციო დოკუმენტი და გზავნილის კოდი, გადარიცხვების განხორციელებას კი შეძლებ შენთვის სასურველ ნებისმიერ ვალუტაში, რა თქმა უნდა, გზავნილის მიმღებ ქვეყანაში ფულადი გზავნილის სისტემის მიერ დაშვებული ვალუტების ფარგლებში.

MBC-ის დახმარებით, ფულადი გზავნილების მიღება და გაგზავნა საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლია.

რატომ MBC?

● მომსახურების მისაღებად ანგარიშის გახსნა არ გჭირდება

● არ გიწევს დამღლელ რიგებში დგომა და დიდხანს დაყოვნება

● თუ თანხის გაგზავნას აპირებ, გზავნილებისთვის მხოლოდ გაგზავნის საკომისიოს გადახდა მოგიწევს, რასაც გადაიხდი თანხის გადარიცხვისას, ხოლო განაღდება - სრულიად უფასოა

● ტარიფი განისაზღვრება გზავნილის სისტემის, მიმართულების, გასაგზავნი

თანხის რაოდენობის და ვალუტის მიხედვით

● ემბისიში უცხოური ვალუტით მისაღები გზავნილის თანხას ან გასაგზავნად საჭირო ვალუტას, საუკეთესო კურსით დააკონვერტირებ

იმისთვის, რომ ფულადი გზავნილი ნებისმიერი ქვეყნიდან მომენტალურად მიიღო, უნდა მოძებნო შენს საცხოვრებელ მისამართთან ყველაზე ახლოს მდებარე MBC-ის ფილიალი.

თუ ფულადი გზავნილები შენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მაშინ შეგიძლია დრო არ დაკარგო უკეთესი პირობების ძიებაში, კომფორტული მომსახურებისთვის აირჩიე MBC.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 პოლონეთში 27 წლის ქართველი
რატომ დააკავეს პოლონეთში 27 წლის ქართველი

პოლონეთი 27 წლის ქართველი ახალგაზრდა დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დაკავებული ტექნიკის მაღაზიის ქურდობაშია ეჭვმიტანილი.    ქართველი პოლონეთში არალეგალურად იმყოფებოდა, მას ქვეყნიდან დეპორტაც...

კრიმინალი 1742047630

გმირთა მოედანი
მიმდინარე სამუშაოების გამო, გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრუ...

საზოგადოება 1742047324

კონფერენცია კიბო
მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ორგანიზებით, მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „კოლორექტული კიბო - შესაძლებელია პრევ...

ჯანმრთელობა 1742047239

მკვლელობა ჭავჭავაძეზეე
„ეს ამბავი პოლიტიკას არ უკავშირდება, მაგრამ რადგან ხელისუფლების მეგობარი ქურდები არიან მკვლელობაში ეჭვმიტანილები, ამბავი თაროზე შემოიდება და ისევ ქურდები თუ იტყვიან, რატომ მუკლეს ძმა ქართველ კანონიერ ქურდს“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: ჩემი, ძალიან სანდო წყაროს ინფორმაციით.ქურდი ჯანგველაძე , რომელიც ტარიელ ონიანის მეგობარია და ქურდების ამ ნაწილს ეძახიან “ქართველ ქურდებს” დაპირისპირებული იყო “ქურთი ქ...

სოცმედია 1742046210

ტრამპი 1
ტრამპის ადმინისტრაცია 43 ქვეყნისთვის მკაცრი სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

ტრამპის ადმინისტრაცია 43 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მკაცრი სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას და ქვეყნების შესაძლო ჩამონათვალს The New York Times ავრცელებს.   წინასწარ ჩამონათვალში, რ...

მსოფლიო 1742045769

ზელენსკი  1
"კურსკის ოლქში ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან" - ზელენსკი

"კურსკის ოლქში ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს. ზელენსკის თქმით, დონეცკის ოლქისა და ფრონტის ხაზის სხვა ზონებში უკრაინის პოზიცი...

რუსეთ-უკრაინის ომი 1742044073