"რაც მადურო წაიყვანეს, ბიზნესი უკეთესობისკენ წავიდა" - ვალერი გელაშვილი ხაშურში ბიზნესების გაყიდვაზე განმარტებას აკეთებს
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791228816
ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის განცხადებით, ხაშურში არსებული ბიზნესების გაყიდვა თბილისში, ვარკეთილის ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში დაწყებული პროექტის დასაფინანსებლად სჭირდება.
როგორც მან BM.GE-ს განუცხადა, ვარკეთილში, მესამე მასივის მეორე მიკრორაიონში, მეტროს მიმდებარედ, ორი 20-სართულიანი შენობა შენდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი დოლარია. საერთო ჯამში, პროექტი 55 000 კვ.მ-ს მოიცავს, საიდანაც დაახლოებით 10 000 კვ.მ თბილისის მერიას გადაეცემა ავარიული სახლებიდან განსახლებული მოქალაქეების დასაკმაყოფილებლად.
ბიზნესმენის თქმით, პროექტზე დაახლოებით ხუთი წელია მუშაობს და მისი განხორციელება საკუთარი ინიციატივით დაიწყო. მშენებლობის პროექტი უკვე დამტკიცებულია და სამუშაოებიც დაწყებულია — შენობები ამ ეტაპზე ორი-სამი სართულითაა ამოყვანილი.
„ობიექტების გაყიდვა მინდა ხაშურში, რომ თბილისში დავაფინანსო ჩემი პროექტი. ჩანაცვლების პროგრამით ვარკეთილში 34 000 კვადრატული მეტრი დასაშენებელი მაქვს და მინდა, თანხა გავაკეთო, რომ ჩემი ფულით დავაფინანსო. ბანკთან პრობლემა მაქვს, კომპანიას გირაო აქვს და ბანკები ფულს არ მაძლევენ. ამიტომ იმ ლიკვიდური აქტივების გაყიდვა მინდა, რომლებიც დიდ შემოსავალს არ იძლევა. რა ვქნა, გამიჭირდა - თუ ვერ გავყიდე, პროექტს ვერ განვახორციელებ და ვალდებულებები მაქვს. ამიტომ მინდა, ხაშურში არსებული ობიექტები გავყიდო და თანხა ჩემს ძირითად პროექტში ჩავდო“, — განაცხადა გელაშვილმა.
მისივე თქმით, ვარკეთილის პროექტი იმ მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ავარიული სახლებიდან არიან განსახლებული და ამჟამად ნაქირავებ საცხოვრებელში ცხოვრობენ.
„ორი დიდი, 20-სართულიანი სახლი შენდება. აქედან 10 000 კვადრატულ მეტრს გადავცემ მერიას და მერია ამ ფართობში შეასახლებს დაზარალებულ ხალხს. დაახლოებით ხუთი წელია ამ პროექტზე ვმუშაობ. ჩემი ინიციატივით დავიწყე, მაშინ არც არავინ მეხმარებოდა. ამიტომ ეს ჩემი დამუშავებული პროექტია და მინდა, ბოლომდე მივიყვანო“, — აღნიშნა ბიზნესმენმა.
გელაშვილი საქართველოში ბიზნესის პარალელურად ვენესუელაშიც საქმიანობს. როგორც თავად ამბობს, საქართველოდან ვენესუელაში დაახლოებით 20 წლის წინ, იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში წავიდა, მას შემდეგ, რაც საქართველოში მის ქონებასთან და ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.
„ვენესუელაში მიშას დროს წავედი. მაშინ, როცა ბიზნესთან დაკავშირებით პრობლემები მქონდა - რეზიდენციაც დამიყადაღეს და ფულიც წამართვეს. იქ მქონდა საქმიანობა და დღესაც მაქვს. წელიწადში დაახლოებით სამჯერ ჩამოვდივარ საქართველოში, დანარჩენ დროს იქაც ვარ. რაც მადურო წაიყვანეს, ბიზნესი უკეთესობისკენ წავიდა. შესაბამისად, იქ ბიზნესი ჩემთვის უფრო მოგებიანია და ამიტომაც ვაგრძელებ საქმიანობას“, — განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










