როდის ჯობია დოლარის ყიდვა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1751967950
ალბათ ბევრჯერ გიფიქრია, ღირს თუ არა დღეს დოლარის ყიდვა, დაელოდო თუ არა კურსის შეცვლას, ან როგორ და როდის ჯობია მსგავსი ფინანსური ნაბიჯების გადადგმა. როცა საქმე შენს ფულს და ყოველდღიურ ხარჯებს ეხება, ასეთი კითხვები სრულიად ბუნებრივია.
სწორი ინფორმაცია და ისეთი წყაროების გამოყენება, როგორიცაა მიკრობანკი MBC-ის დოლარის კურსი საშუალებას გაძლევს მიიღო გაცილებით გააზრებული და რაციონალური გადაწყვეტილება.
დოლარის კურსი ყოველ დღე შეიძლება შეიცვალოს - ზოგჯერ მცირედით, ზოგჯერ საგრძნობლად.
ეს ცვლილებები დამოკიდებულია როგორც გლობალურ ეკონომიკურ ფაქტორებზე, ისე ადგილობრივ პოლიტიკურ თუ ფინანსურ გარემოზე. თუმცა, მთავარი შეკითხვა შენთვის ასეთია: როდის არის პირადად შენთვის მომგებიანი დოლარის ყიდვა?
გაანალიზე შენი საჭიროებები
პირველ რიგში, დაფიქრდი, რატომ გინდა დოლარის ყიდვა. იქნებ მოგზაურობას გეგმავ, სწავლას საზღვარგარეთ, ონლაინ შესყიდვებს ან უბრალოდ თანხის შენახვის საშუალებად აღიქვამ უცხოურ ვალუტას? სხვადასხვა მიზანი სხვადასხვაგვარ პასუხს მოითხოვს. მაგალითად, თუ დოლარი მომავალ თვეში დაგეგმილი მოგზაურობისთვის გჭრდება, მაშინ გაცვლით კურსს დღეს უნდა დააკვირდე.
დააკვირდი დოლარის კურსის დინამიკას
კურსის დინამიკა არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი სწორად დაგეგმვისთვის. რეგულარულად გადახედე მიმდინარე კურსს - არა მხოლოდ ბანკებში, არამედ ისეთ ფინანსურ პლატფორმებზე, როგორიცაა მიკრობანკი MBC, რომელიც გთავაზობს განახლებულ და ზუსტ ინფორმაციას.
ასე უკეთ დაინახავ ტენდენციებს და გაგიადვილდება იმ მომენტის დაჭერა, როცა შენთვის ყველაზე მომგებიანი იქნება ვალუტის ყიდვა.
მოერიდე პანიკურ მოქმედებებს
ხშირად კურსის მცირე მატება გვიბიძგებს დაუფიქრებელი გადაწყვეტილებებისკენ - "ახლა ვიყიდო, სანამ კიდევ გაიზრდება!" მაგრამ პანიკისას მიღებული ფინანსური გადაწყვეტილებები იშვიათად არის გამართლებული. სჯობს, მშვიდად შეაფასო მდგომარეობა. ბაზარი არაპროგნოზირებადია, თუმცა, ზოგჯერ, გარკვეული მოლოდინების გათვალისწინება მაინც შესაძლებელია.
გამოიყენე განვადება ან ეტაპობრივი ყიდვა
თუ არ ხარ დარწმუნებული, როდის იქნება საუკეთესო კურსი, ერთ-ერთი ხერხია თანხის ნაწილის ეტაპობრივად გადაცვლა. ასე ე.წ. “საშუალო კურსით” მოახდენ ვალუტის შეძენას და შეამცირებ რისკს.
დოლარის ყიდვა არ არის მხოლოდ კურსის ნახვა და ბლოკნოტში ჩანაწერის გაკეთება. ეს შენი ფინანსური ჩვევა, სტრატეგია და გრძელვადიანი ხედვაა. როცა ყოველდღე (ან კვირაში რამდენჯერმე) თვალს ადევნებ MBC-ის ვალუტის კურსს, უკვე ერთი ნაბიჯით წინ ხარ და ინფორმირებული ხარ გადაწყვეტილების მისაღებად.
დოლარის ყიდვის „სწორი დრო“ არ არის მხოლოდ ციფრების თამაში, ეს არის შენი საჭიროებების, მიზნებისა და ინფორმაციის გაწონასწორებული კომბინაცია.
იყავი ყურადღებით, გამოიყენე ისეთი სანდო წყარო, როგორიცაა MBC-ის ვებ-გვერდი, იმოქმედე მშვიდად და მიიღე გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილება.
რატომ არის ველოსიპედით სეირნობა ბავშვისთვის სასარგებლო ველოსიპედით სეირნობა ბავშვებისთვის არა მხოლოდ გართობის, არამედ განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს კუნთების...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781262175
კომპანია ,,ახალი ხედვა” მომხმარებლებს ორთოპედიული პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო დანიშნულების მქონე პროდუქციაა წარმოდ...
ჯანმრთელობა • 1781261876
ვარიკოზის დროს ერთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისას ქვედა კიდურებში უსიამოვნო შეგრძნება ძლიერდება, ხოლო მოსვენებისას ფეხის აწევის შემთხვევაში მცირდება. მსგავსი სიმპტომები ზაფხულში, ჯდომისა და დგომის დრო...
ჯანმრთელობა • 1781261687
სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პ...
კრიმინალი • 1781246672
"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თ...
პოლიტიკა • 1781246237
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს. „იმედმა“ დადო ეს ქარდი, რასაც ხედავთ, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საწადელს აღწევს, ე...
სოცმედია • 1781237494










