როგორ ამარტივებს iCash მარაგების მართვას და ზრდის თქვენი მაღაზიის ეფექტურობას
ბიზნესი & ეკონომიკა • 1757051438
მაღაზიებისა და მარკეტების მფლობელებისთვის მარაგების მართვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. არაზუსტი მონაცემები, ზედმეტი მარაგი ან დეფიციტი ხშირად იწვევს ფინანსურ ზარალს და მომხმარებლის უკმაყოფილებას. კიდევ უფრო რთული ხდება სიტუაცია, როცა მონაცემები ხელით იწერება ან სხვადასხვა სისტემაშია დაყოფილი, რაც ზრდის შეცდომების რისკს.
ამ სირთულეების გამო, მაღაზიებს უჭირთ ოპერაციების ეფექტურად მართვა, რაც პირდაპირ აისახება მომგებიანობაზე და ბიზნესის განვითარებაზე. დროული და ზუსტი ინფორმაციის ნაკლებობა ხშირად ართულებს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.
iCash არის ინოვაციური სავაჭრო პროგრამა, რომელიც მარაგების მართვის ავტომატიზირებას ახდენს. სისტემა რეალურ დროში გაწვდით მონაცემებს, ამარტივებს შეკვეთების დაგეგმვასა და ინვენტარიზაციას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანური შეცდომის შესაძლებლობას.
მარტივი და მოსახერხებელი ინტერფეისი იძლევა საშუალებას, სწრაფად გამოავლინოთ მარაგების დეფიციტი ან ზედმეტი პროდუქტი და დროულად მოახდინოთ რეაგირება. iCash–ის გამოყენებით შესაძლებელია არა მხოლოდ დანახარჯების შემცირება, არამედ მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდაც — მარაგების მართვის სისტემა ხელს უწყობს მოთხოვნის დროულ დაკმაყოფილებას.
iCash-ის სხვა ბენეფიტები - როგორ დაეხმარება თქვენს ბიზნესს?
iCash–ის მთავარი უპირატესობა მარაგების მართვის ავტომატიზაცია არ არის მხოლოდ — ეს კომპლექსური გადაწყვეტაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ გააუმჯობესოთ ყველა ოპერაციული პროცესის კონტროლი. პროგრამა ეხმარება ბიზნესებს:
გაყიდვების მონიტორინგში — რეალურ დროში ხედავთ, რა პროდუქტები იყიდება სწრაფად და რა საჭიროებს ხელახალ შევსებას;
ფინანსური ანგარიშგების გამარტივებაში — წვდომა ანგარიშებსა და სტატისტიკაზე ამცირებს საბუღალტრო მუშაობის დატვირთვას;
პერსონალის მართვაში — შესაძლებელია თანამშრომლების გრაფიკისა და ამოცანების ეფექტური კონტროლი;
მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში — მარაგების დროული შევსებით ზრდით მომხმარებლის კმაყოფილებას და ნდობას.
რა არის საჭირო iCash-ის დანერგვისთვის?
პროგრამის გასააქტიურებლად ესტუმრეთ icash-ის ფილიალებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ან დარეკეთ ცხელ ხაზზე (032) 2 500 225.
აქეშის თანამშრომლები, დეტალურად აგიხსნიან პროგრამის ფუნქციურ შესაძლებლობებს და ამომწურავად გიპასუხებენ თითოეულ შეკითხვაზე. შეირჩევა თქვენი ბიზნესის შესაფერისი პაკეტი, გაფორმდება ხელშეკრულება და გაგიაქტიურდებათ პროგრამა, შემდეგ, დაგიკავშირდებათ აიქეშის მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი, ჩაგიტარებთ უფასო ტრენინგს და ჩაგიწერთ პროგრამას.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ არსებობს icash -ის 1 თვიანი და 3 თვიანი საცდელი ვერსიები. 1 თვიანი უფასო პერიოდით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ახალ დარეგისტრირებულ მომხმარებელს, ხოლო 3 თვიან უფასო პერიოდს გამოიყენებენ ახალი მომხმარებლები, რომლებსაც აქვთ სალარო აპარატი შეძენილი კომპანია GSN-ში, უფასო პერიოდის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ თანხის გადახდის გარეშე შეწყვიტოთ თანამშრომლობა, ან გადაიხადოთ გადასახადი და განაგრძოთ მუშაობა პროგრამაში.
თბილისში, ანჯაფარიძს ქუჩაძე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობაში ბრალდებულებისა და დამკვეთების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, პირველი კომენტარი იზა ომაძემ "პირველებთან"...
საზოგადოება • 1771315236
ხატია დეკანოიძე: პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ნიშნავს, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ყველაფერი იცოდნენ. უბრალოდ, სახელმწიფოს თანამდებობის პირები მფარველობდნენ მკვლელებს...
სოცმედია • 1771314890
ივანიშვილის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ რუსთავი 2-ის ეთერში დებატებისას, უპასუხა კითხვას თუ როგორ დარდობს შვედეთში ცხოვრების დონეზე, მაშინ როცა საქართველოს უამრავი პრობლემა აქვ...
პოლიტიკა • 1771314236
მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!! | წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე
სოცმედია • 1771312977
პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნა - მკვლელობის დამკვეთად ბუსა ჟვანია და ძმები დავით და გურამ კაკულიები დასახელდნენ. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა გიორგი მიქაიამ განა...
კრიმინალი • 1771312899
ნიკო კვრაცახელიას მკვლელობა მამაზე ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხცელიაზე შურისძიებას უკავშირდება | პროკურატურის განცხადებით, საქმე გახსნილია: "ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობი...
კრიმინალი • 1771312340











