ბიზნესი & ეკონომიკა • 1732719579
წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე მოვლენას თუ ველოდებით ისე, როგორც Black Friday-ს. მასშტაბური ფასდაკლებების პერიოდში კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ, მიმზიდველი აქციები შესთავაზონ მომხმარებელს. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც საქართველოს ბანკია. sCool Card-ის მომხმარებლებს, ტრადიციულად, წელსაც შეუძლიათ სხვადასხვა ფასდაკლებებითა და ქეშბექებით სარგებლობა და თანაც მთელი კვირის განმავლობაში!
სუპერ კვირეულის შეთავაზებები
აღარ არის საჭირო, მხოლოდ ერთ დღეს, შავ პარასკევს დაელოდო, რადგან საქართველოს ბანკი მთელი კვირის განმავლობაში განებივრებს სუპერ შეთავაზებებით:
·
27 ნოემბერი – Extra.ge – 40% ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი)
·
28 ნოემბერი – Veli.store – 40% ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი)
·
29 ნოემბერი – LC Waikiki – 40% ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი), მინისო – 40% ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი)
ამ პირობებით სარგებლობისთვის sCoolApp-ში წინასწარ უნდა გააქტიურდეს შეთავაზება. მოსწავლეები აპლიკაციაშივე ადვილად შეძლებენ გაეცნონ სიახლეებს და სასურველ მაღაზიებში ქეშბექები მიიღონ.
რატომ არის sCool Card სუპერ ბარათი როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მშობლებისთვის
sCool Card-ისა და sCoolApp-ის შექმნის მთავარი მიზანი მოსწავლეებისა და მშობლებისათვის ფინანსური აქტივობების გამარტივებაა. თანამედროვე სამყაროში ბავშვებს ყოველდღიურად უწევთ ფინანსებთან შეხება. ასეთ დროს, მშობლებისთვის ყველაზე რთული ოქროს შუალედის პოვნაა – არც ზედმეტად გააკონტროლონ შვილების ყოველდღიურობა და არც რაიმე მნიშვნელოვანი გამორჩეთ თვალთახედვიდან. ასეთ დროს, sCool-ის პროდუქტებით სარგებლობა, ორივე მხარისთვის თანაბრად ხელსაყრელია – ბავშვები სწავლობენ ფინანსების დამოუკიდებლად მართვას, ხოლო მშობლებს საკუთარი ინტერნეტბანკიდან შეუძლიათ თვალი ადევნონ შვილების ტრანზაქციებს.
რა უპირატესობა აქვს sCool Card-ს
sCool Card-ის-ის მთავარი უპირატესობაა ისიც, რომ მშობლებს, სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეცვალონ შვილის ბარათზე თანხის ლიმიტი. ეს ფუნქცია განსაკუთრებით ხელსაყრელია შავი პარასკევის კვირეულში, როდესაც სხვადასხვა მაღაზიებს ბევრი საინტერესო შეთავაზება აქვთ მოსწავლეებისთვის. მშობლებს შეუძლიათ ფასდაკლებების პერიოდში გაზარდონ sCool Card-ის ბიუჯეტი, შემდეგ კი ისევ ჩვეულ რაოდენობაზე დააბრუნონ.
შავი პარასკევის ხელსაყრელი პირობები
გარდა ფინანსების დაზოგვისა, Black Friday-ის პერიოდი მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ბავშვებისთვის, რომ პრაქტიკული უნარ-ჩვევები გამოიმუშაონ. წინა თაობებში დამოკიდებულება სხვაგვარი იყო – როგორც წესი, მშობლები წყვეტდნენ, რა ტანსაცმელი, წიგნი თუ პირადი ნივთი უნდა ჰქონოდა მათ შვილს. რა თქმა უნდა, გამოცდილ მშობელს მეტად აქვს იმის უნარი, სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები მიიღოს, თუმცა დროდადრო შვილის წახალისება და დამოუკიდებლობის მიცემაც მნიშვნელოვანია, თუნდაც პატარ-პატარა შეცდომების ხარჯზე, რომელთა დახმარებითაც, ბავშვები თავადაც ისწავლიან გააზრებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, მეტად დააფასებენ თავისუფლებას და განვითარდებიან.
თუ თქვენს შვილს sCool Card ჯერ კიდევ არ აქვს, ნამდვილად არ არის გვიანი, რადგან მის შეკვეთას მობილ ბანკიდან ძალიან ადვილად შეძლებთ. მობილ ბანკიდანვეა შესაძლებელი შვილისთვის sCoolApp-ის გააქტიურებაც, სადაც უფრო დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ ქეშბექის პირობები და სხვა შეთავაზებები.
პარტია გახარია-საქართველოსთვის განცხადებით, 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმური არ არის. პარტია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში არ მონაწილეობს და არალეგიტიმური...
პოლიტიკა • 1733999161
სასამართლო სტუდენტების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს იხილავს. ამ წუთებში გიორგი ბრეგვაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, აქტივისტის, რომელიც ბეატრის გაზდელიანთან ერთად იმყოფებოდა აქციაზ...
პოლიტიკა • 1733999030
არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართეს, რომელზეც დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ გატარებული ღონისძიებები მიმოიხილეს და სანქცირების...
პოლიტიკა • 1733998845
ომღერალი ქეთი მელუა "ინსტაგრამზე" საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ძალიან ღელავს პროცესების გამო და ზუსტად ესმის, “რატომ უნდა ქართველ ხალხს ევროპაში.“ მისი თქმით...
სოცმედია • 1733997248
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მოქალაქეს ბრალი წარედგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გ...
კრიმინალი • 1733996810
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი არხის გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას განცხადების საპასუხოდ, აცხადებს: „გიორგი გაბუნიას განცხადების პასუხად ვაცხადებ, რომ მთავარი არხის დახურვის გ...
პოლიტიკა • 1733996741
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი