როგორ გავამარტივოთ ონლაინ მაღაზიის მართვის პროცესი iCash-ის დახმარებით?
ბიზნესი & ეკონომიკა • 1752636090
ონლაინ კომერცია დღეს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სფეროა საქართველოში და მთელ მსოფლიოში. თუმცა, წარმატებული ონლაინ მაღაზიის შექმნა მხოლოდ ვებგვერდის აწყობას არ ნიშნავს. პროცესის თითოეულ ეტაპზე საჭიროა კარგად გააზრებული მიდგომა, სისტემატურობა და სწორი ტექნოლოგიური არჩევანი.
რა არის საჭირო ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად?
ონლაინ მაღაზიის წარმატებული სტარტისთვის აუცილებელია რამდენიმე ძირითადი კომპონენტის უზრუნველყოფა:
პროდუქტების კატალოგი და აღწერილობა – კარგად გაწერილი ინფორმაცია პროდუქციის შესახებ ზრდის მომხმარებლის ნდობას და ამცირებს გადაუწყვეტელ შესყიდვებს.
საიმედო და ფუნქციური ვებსაიტი ან პლატფორმა – ონლაინ მაღაზიის ტექნიკური მხარე უნდა იყოს მარტივად გამოსაყენებელი, სწრაფი და უსაფრთხო.
მარაგებისა და შეკვეთების მართვა – მომხმარებლისთვის პროდუქტის ხელმისაწვდომობა და სწრაფი მიწოდება გადამწყვეტია.
გადახდის სისტემები და ანგარიშგება – სანდო და მრავალფეროვანი გადახდის საშუალებები ზრდის გაყიდვებს და ამარტივებს ბუღალტერიას.
მომხმარებელთან კომუნიკაცია და მხარდაჭერა – შეკვეთების მონიტორინგი, შეტყობინებები, და დახმარების მარტივი მექანიზმი აუცილებელია ხარისხიანი მომსახურებისთვის.
ის რაც განსაზღვრავს თქვენი ონლაინ მაღაზიის სწრაფად და ხარისხიანად მუშაობას..
ბევრ ახალბედა მეწარმეს ავიწყდება, რომ ონლაინ მაღაზიის მართვა იგივეა, რაც ფიზიკური მაღაზიის – თუმცა მეტი სისწრაფითა და დატვირთვით. ამიტომ მნიშვნელოვანია პროცესების მართვა მოხდეს სწორად, სწრაფად და მარტივად, რაც აუცილებლად მოიტანს უკეთეს შედეგს. ქვემოთ ჩამოთვლილია ის საკითხები, რისი გათვალისწინებაც არ უნდა გამოგრჩეთ:
ავტომატიზებული პროცესები – რაც ნაკლებია ხელით ინფორმაციის შეყვანა, მით უფრო მცირეა შეცდომების რისკი.
სტრუქტურირებული გაყიდვების ანალიზი – მარტივი წვდომა ანგარიშებზე და სტატისტიკაზე მფლობელს საშუალებას აძლევს, სწრაფად მიიღოს მართვის გადაწყვეტილებები.
ინტეგრაცია ლოჯისტიკასა და საბუღალტრო სისტემებთან – პროდუქტების მოძრაობის, დაბრუნების და ანგარიშგების გამარტივება.
რა არის iCash და როგორ ეხმარება ონლაინ მაღაზიებს?
თუ თქვენ იწყებთ ან აპირებთ არსებული ონლაინ მაღაზიის ავტომატიზაციას, iCash არის ის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც წყვეტს ყოველდღიურ პრობლემებს და ახდენს თქვენი ელექტრონული კომერციის სტრუქტურირებას.
ონლაინ მაღაზიის შექმნა ტექნოლოგიურ დეტალებთან ერთად მოითხოვს სწორად დაგეგმილ მენეჯმენტს. iCash გაძლევთ საშუალებას არა მხოლოდ შექმნათ მაღაზია, არამედ მართოთ იგი ეფექტურად და მომგებიანად.
iCash უზრუნველყოფს:
მარაგების მართვას – iCash საშუალებას გაძლევთ მარტივად მართოთ სხვადასხვა საწყობში და პლატფორმაზე არსებული ნაშთები ერთდროულად
შეკვეთების ცენტრალიზებულ მართვას – პროგრამა აერთიანებს შეკვეთებს ვებსაიტიდან, მარკეტფლეისებიდან და სხვა არხებიდან ერთ ეკრანზე.
ფასების დინამიკურ კონტროლს და რედაქტირებას – შეგიძლიათ აკონტროლოთ ფასები, აქციები და ფასდაკლებები რეალურ დროში.
ანგარიშგებას და ანალიტიკას – პროგრამაში არსებული რეპორტების სისტემა გეხმარებათ დაინახოთ გაყიდვების ტენდენციები, მომგებიანობა და პროდუქტების პოპულარობა.
ინტეგრაციას სხვადასხვა გადახდის მეთოდთან – iCash თავსებადია გადახდის სისტემებთან, რაც მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის შეძენის პროცესს.
ლალი მოროშკინა: ატყობთ,რომ ჩუმად ვარ?მწერთ რას ვფიქრობ ცალკე მაკა ბოჭორიშვილზე და ცალკე ზახაროვას პასუხზე?ვფიქრობ, ის მომენტია,როდესაც ყველამ ტაიმ აუტი უნდა ავიღოთ.მესმის,რომ მინისტრის განცხადებები იმ...
სოცმედია • 1776405969
"მეუფე შიო როცა დაასახელა, დაიბარა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პატრიარქმა. არაფორმალური მმართველი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში. ჩამოწერილი 5 თემა იყოო. როცა მოდიოდა ყოფილი...
საზოგადოება • 1776401796
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეეში...
პოლიტიკა • 1776399699
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სა...
პოლიტიკა • 1776398675
„ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, რა თქმა უნდა, ამას წყვეტს მოსახლეობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით...
პოლიტიკა • 1776398624
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზადაა. ამის შესახებ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გა...
პოლიტიკა • 1776398354












