როგორ შეგიძლიათ შეასრულოთ გადარიცხვები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკით
ბიზნესი & ეკონომიკა • 1754574348
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი მეწარმეებს ყოველდღიური ფინანსური საქმიანობის გამარტივებასა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ნებისმიერ დროსა და ადგილას ერთ აპლიკაციაში შესაძლებელია:
კომპანიის ყველა ანგარიშის კონტროლი;
დეტალური ამონაწერის ნახვა;
საჭირო ტრანზაქციების შესრულება;
ხელფასების ჩარიცხვა;
დამატებითი ფინანსური რესურსების მოთხოვნა ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული პირობებით და სხვა.
აპლიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციონალი გადარიცხვებია. მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი არჩევანის გასაზიარებლად და უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად, ბიზნეს მობილბანკიდან თანხის გადასარიცხად სამი მარტივი გზაა:
კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდით, რომელიც საგადასახადო საქმიანობისთვის ბიზნესისთვის მიკუთვნებული ნომერია. მისი გამოყენებით გადარიცხვისას შეცდომის რისკი დაბალია და კომპანიის სრული საბანკო დეტალების მოძიება საჭირო აღარაა.
პირადი ნომრით- თუ მიმღები ფიზიკური პირია – მომხმარებელი, სერვისის მიმწოდებელი, ინდ მეწარმე ან პარტნიორი - გადარიცხვისას მისი პირადი ნომერი შეგიძლიათ მიუთითოთ. სისტემა შესაბამის ანგარიშს ავტომატურად მოძებნის და გადარიცხვას რამდენიმე წამში დაასრულებთ.
ანგარიშის ნომრით გადარიცხვა კი ტრადიციული, სტანდარტული გზაა. მისი დახმარებით შესაძლებელია გადარიცხვების შესრულება როგორც საკუთარ ანგარიშებს შორის, ისე სხვა პირებთან, სხვა ბანკებსა თუ ხაზინაში.
„გადარიცხვების პროცესის გამარტივებით, საქართველოს ბანკი ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიურ პროცესებში ნაკლები დრო დახარჯონ და ბიზნესის ზრდასა და სტრატეგიულ საკითხებს მეტი დრო დაუთმონ. რაც მთავარია, ბიზნეს მობილბანკი მუდმივად ვითარდება და რეგულარულად ემატება ფუნქციები, რომლებიც ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულია“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
გამოცადეთ ბიზნეს მობილბანკის შესაძლებლობები აქ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, 2 წუთში.
"მეუფე შიო როცა დაასახელა, დაიბარა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პატრიარქმა. არაფორმალური მმართველი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში. ჩამოწერილი 5 თემა იყოო. როცა მოდიოდა ყოფილი...
საზოგადოება • 1776401796
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეეში...
პოლიტიკა • 1776399699
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სა...
პოლიტიკა • 1776398675
„ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, რა თქმა უნდა, ამას წყვეტს მოსახლეობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით...
პოლიტიკა • 1776398624
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზადაა. ამის შესახებ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გა...
პოლიტიკა • 1776398354
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სიახლე არ არის ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” ერთ-ერთი ლიდერ...
პოლიტიკა • 1776398301












