როგორია საქართველოს ბანკის მწვანე ინიციატივები

საქბანკი მწვანეა

აქართველოს ბანკისთვის გარემოს დაცვა ერთ-ერთი ძირეული ღირებულებაა, რომელიც როგორც ბანკის ბიზნეს მოდელში, ასევე ფინანსური ინსტიტუტის ყოველდღიურ საქმიანობაში არის ინტეგრირებული.

 

შესაბამისად, საქართველოს ბანკის მიზანია, პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს არა მხოლოდ შიდა პროცესებზე, არამედ მომხმარებლებისა და მომწოდებლების მდგრადობაზე. ამ მიმართულებით კი ფინანსური ინსტიტუტი არაერთ ინიციატივას ახორციელებს:

გარემოსდაცვითი პოლიტიკები

 

საქართველოს ბანკში 2012 წლიდან დაინერგა გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვის სისტემა, რომლის თანახმადაც, ბანკი იღებს ვალდებულებას, მოახდინოს გარემოსდაცვითი ფაქტორების ინტეგრაცია ბიზნეს სტრატეგიაში, ყოველდღიურ ოპერაციებში, სესხების პრაქტიკასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, რათა უზრუნველყოს გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების იდენტიფიცირება, შეფასება, შემცირება და მონიტორინგი.

 

ამასთან, საქართველოს ბანკის გუნდმა შეიმუშავა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც ბანკი იღებს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს ქვეყნის კლიმატურ მიზნებს და ხელი შეუწყოს ბიზნესებს, გახდნენ უფრო მდგრადი.

 

ორგანიზაციაში ასევე მოქმედებს გარემოსდაცვითი პოლიტიკა და მომწოდებელთა ქცევის კოდექსი, რომლის თანახმადაც, ბანკი არა მხოლოდ იღებს პასუხისმგებლობას გარემოსდაცვით ინიციატივებზე, არამედ იმავეს ელის მომწოდებლებისგანაც.

 

მწვანე დაფინანსების ლიდერები საქართველოში

გრძელვადიანი ღირებულების შექმნის და პოზიტიური ცვლილებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს გარემოსდაცვით და კლიმატურად მდგრადი ეკონომიკის ჩამოყალიბების მიმართულებით  ინიციატივების იმპლემენტაციას.

 

სწორედ ამიტომ, ენერგოეფექტურობის გაზრდის, განახლებადი ენერგიის გამოყენებისა და ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაწყვეტილებების დანერგვის ხელშეწყობისთვის, ბანკი მომხმარებლებს მწვანე დაფინანსებას სთავაზობს.

ამ მიმართულებით, საქართველოს ბანკის გუნდმა პირველი სამიზნე მაჩვენებელი 2023 წელს დაისახა, რომლის მიხედვითაც 2024 წლისთვის მწვანე დაფინანსება მინიმუმ 875 მილიონ ლარამდე უნდა გაეზარდა.

 

მდგრადი განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივების შედეგად, მწვანე პორტფელის მოცულობამ 2024 წლის ბოლოსთვის 1,024 მილიონ ლარს მიაღწია - შედეგებმა სამიზნე მაჩვენებლის 17.1%-ით გადააჭარბა, რაც 36.3%-იან წლიურ ზრდაში აისახა.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მწვანე ტაქსონომიით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მწვანე დაფინანსების მიმართულებით საქართველოს ბანკი  ლიდერის პოზიციას იკავებს.

 

ამჟამად, საქართველოს ბანკის მდგრადობის პორტფელის მოცულობა, რომელიც მწვანე და სოციალურ პროექტებს აერთიანებს, 1,950 მილიონ ლარს შეადგენს. თუმცა, ბანკის გუნდი მიზნად ისახავს, კიდევ უფრო მეტად გაზარდოს მწვანე პორტფელი და უფრო მეტი ინიციატივა განახორციელოს მომავალშიც მდგრადი განვითარების მიმართულებით.

 

პარტნიორობა გარემოზე ზრუნვისთვის

 

საქართველოს ბანკში ნარჩენების სეპარირების პრაქტიკა უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს. ამ ეტაპზე ხდება 5 სახის სხვადასხვა ნარჩენს სეპარირება და დამუშავება.

მხოლოდ 2024 წელს, საქართველოს ბანკის მასშტაბით 83 ტონაზე მეტი ქაღალდი, 3 ტონაზე მეტი პლასტმასა და 6 ტონაზე მეტი ელემენტი გადამუშავდა. გარემოზე ზემოქმედების კვალის შემცირების მიზნით კი, საქართველოს ბანკი თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა „ტენე“ და „wasteless“.

გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების მიმართულებით საქართველოს ბანკი კიდევ არაერთი ინიციატივის განხორციელებას გეგმავს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სააკაშვილი
„სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი წამართვეს“ - მიხეილ სააკაშვილი

სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი წამართვეს - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარ...

პოლიტიკა 1747827635

 იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი
ესპანეთში იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი მოკლეს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი, ანდრეი პორტნოვი, მადრიდთან ახლოს მოკლეს. მედიის ცნობით, პორტნოვს გულმკერდის არეში ოთხი, თავის არეში კი ერთი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მ...

მსოფლიო 1747827507

კალაძეე
თბილისის მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, უკანონო მშენებლობებისგან თავი შეიკავონ

თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ კანონს და სანამ მშენებლობას დაგეგმავენ, ნებართვის მისაღებად მერიის შესაბამის სამსახურებს მიმართონ.   როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის...

საზოგადოება 1747826851

კალა კალაძე
იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, თბილისის მერიამ სუბიექტი 30 000 ლარით დააჯარიმა

იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმები დაირღვა, რაზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა.   როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილი...

საზოგადოება 1747826786

ზვიად ცეცხლაძე
„ზვიად ცეცხლაძე ვინახულე მითხრა რომ წერილი მან დაწერა საკანში მასთან ერთად სხედან ვალერი თეთრაშვილი, გურამ მირცხულავა და საბა ჯიქია, მათ საკანშივე მოაწერეს ხელი“ - ჩელე ყურუა

ჩელე ყურუა სოცქსელში წერს: ზვიად ცეცხლაძე ვინახულემითხრა რომ წერილი მან დაწერასაკანში მასთან ერთად სხედან ვალერი თეთრაშვილი, გურამ მირცხულავა და საბა ჯიქია, მათ საკანშივე მოაწერეს ხელი14 მაისს სასამარ...

პოლიტიკა 1747825728

გახდი საქბანკი სტიპენდია
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია. Fulbright-ი აშშ-ს მთავრობ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1747825582