სად არის უძრავი ქონება ყველაზე ძვირი და რა მდგომარეობაა საქართველოში - 2026 წლის კვლევის შედეგები

სახლის გასაღები

ევროპაში საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. განსაკუთრებით მაღალი ფასებით დედაქალაქები, მსხვილი ურბანული ცენტრები და ტურისტული ზონები გამოირჩევა. Deutsche Bank Research Institute-ის ანგარიშის („Mapping the World’s Prices 2026“) მიხედვით, ევროპულ ქალაქებს შორის ცენტრში ბინის შეძენის ღირებულება მკვეთრად განსხვავდება.

კვლევა, რომელსაც euronews აქვეყნებს, Numbeo-სა და ევროპის ცენტრალური ბანკის 2026 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს ეყრდნობა და მსოფლიოს 69 ქალაქს მოიცავს, საიდანაც 28 ევროპაში მდებარეობს.

ტოპ 5 ყველაზე ძვირი ქალაქი ევროპაში

ევროპის მასშტაბით უძრავი ქონების ფასებით შვეიცარია ლიდერობს, სადაც ქალაქის ცენტრში კვადრატული მეტრის ფასი ყველაზე მაღალია:

  • ციურიხი (შვეიცარია) - €22,910 / კვ.მ (80 კვ.მ ბინის საშუალო ფასი: €1,833,000)

  • ჟენევა (შვეიცარია) - €19,439 / კვ.მ (80 კვ.მ ბინის საშუალო ფასი: €1,555,000)

  • ლონდონი (დიდი ბრიტანეთი) - €17,241 / კვ.მ (80 კვ.მ ბინის საშუალო ფასი: €1,379,000)

  • პარიზი (საფრანგეთი) - €12,771 / კვ.მ

  • ვენა (ავსტრია) - €12,483 / კვ.მ

საინტერესოა, რომ ევროპის ხუთი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნიდან პირველ ხუთეულში მხოლოდ ორი დედაქალაქი — ლონდონი და პარიზი მოხვდა. ამასთან, ლონდონში ცენტრალური ბინები პარიზთან შედარებით დაახლოებით 35%-ით ძვირია.

ევროპის სხვა მსხვილი ქალაქები

გერმანიის ყველაზე ძვირი ქალაქი მიუნხენია (€11,435/კვ.მ). ათეულში ასევე შედიან ლუქსემბურგი (€11,011), კოპენჰაგენი (€10,191), სტოკჰოლმი (€10,037) და ოსლო (€9,785). ჩრდილოეთ ევროპის სხვა დედაქალაქებიდან ჰელსინკი 13-ე ადგილზეა (€8,431), რომელსაც ოდნავ უსწრებს მილანი (€9,378) და ამსტერდამი (€9,273).

ყურადღებას იპყრობს პრაღა (€8,352/კვ.მ), სადაც უძრავი ქონება უფრო ძვირია, ვიდრე მადრიდში (€7,831), ბერლინში (€7,613) და რომში (€7,328).

ყველაზე იაფი ქალაქები ევროპაში

კვლევის მიხედვით, ევროპის 28 ქალაქს შორის ყველაზე დაბალი ფასებით შემდეგი ქალაქები გამოირჩევა:

  • სტამბოლი (თურქეთი) - €2,646 / კვ.მ

  • ათენი (საბერძნეთი) - €3,442 / კვ.მ

  • ბრიუსელი (ბელგია) - €4,380 / კვ.მ

5,000 ევროზე ნაკლები ღირს კვადრატული მეტრი ბირმინგემშიც (€4,671), ხოლო ბუდაპეშტში (€5,243), ვარშავასა (€5,443) და ედინბურგში (€5,708) ფასი 5,000 ევროს აჭარბებს.

ევროპის 28 ქალაქის საშუალო მაჩვენებელი კვადრატულ მეტრზე €9,090-ს შეადგენს, ხოლო 80 კვადრატული მეტრის ფართობის ბინის საშუალო ღირებულება დაახლოებით €727,000-ია.

მსოფლიო მასშტაბით, 69 შესწავლილ ქალაქს შორის ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგია (€23,790/კვ.მ), რომელსაც ციურიხი და სეული (€21,897) მოსდევს. ყველაზე იაფი უძრავი ქონება კი კაიროში (€784) და იოჰანესბურგშია (€913), სადაც კვადრატული მეტრის ფასი 1,000 ევროზე ნაკლებია.

Numbeo-ს მონაცემებით, თბილისის ცენტრში საცხოვრებელი ბინის შეძენისას კვადრატული მეტრის საშუალო ფასი დაახლოებით 6,500 ლარს (დაახლოებით €2,200 - $2,400) შეადგენს.

ბაქო: ქალაქის ცენტრში ბინის შეძენისას კვადრატული მეტრის ფასი შეადგენს 3,869.27 მანათს - დაახლოებით €2,060.

ერევანი: ქალაქის ცენტრში ბინის შეძენისას კვადრატული მეტრის ფასი შეადგენს 1,165,263.78 დრამს - დაახლოებით €2,700 - €2,750.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
11 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...

ეს საინტერესოა 1789072649

გვარამია და იაგო
„გირჩი“ არის „ქოცების“ პარტია, ხვიჩია - მათი აგენტი“ - ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...

პოლიტიკა 1789071801

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამიამ ენმ-ს ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...

პოლიტიკა 1789070226

ამაღლობელი
„უსინდისობის დემონსტრირება იყო“ - მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ციხიდან პასუხობს

სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...

საზოგადოება 1789067079

თორნიკე რაზმაძე სიმონიანი
შსს ბლოგერს რუსი პროპაგანდისტის, სიმონიანის გინებას ედავება - მოგვიანებით საქმეში კობახიძის შეურაცხყოფაც გამოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...

პოლიტიკა 1789060240

დავით ნარიმანიძე
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, გამთენიისას მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა

არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...

საზოგადოება 1789052172