სადაზღვევო კომპანია ალდაგი 32 წლისაა

ალდაგი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი 32 წლისაა.

ალდაგი ერთ-ერთი პირველი კერძო კომპანიაა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში სფეროს ლიდერად რჩება. 32 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ ადამიანებისა და კომპანიებისთვის ანაზღაურებული თანხა 482 მლნ ლარს შეადგენს.

დაფუძნებიდან დღემდე, ალდაგი სტაბილურად თანამშრომლობს საერთაშორისო მაღალრეიტინგულ გადამზღვევლებთან. ალდაგი იყო პირველი, ვინც საქართველოში შემოიყვანა კომპანია Swiss Re და მასთან ერთად მთელი რიგი წამყვანი კომპანიები. დღეს ალდაგის საერთაშორისო პარტნიორებს შორის არიან: HANNOVER RE, TRANS RE, AXA XL (XL Catlin), POLISH RE, AIG and LLOYD’S OF LONDON. ბოლო 16 წლის განმავლობაში საერთაშორისო პარტნიორებისგან ალდაგმა ქვეყანაში 160 მილიონ ლარამდე შემოიტანა.

ალდაგი იყო პირველი, რომელმაც დაიწყო აგრომეურნეების დაზღვევა საქართველოში და მხლოდ ამ მიმართულებით 2014 წლიდან 21 მილიონი ლარი აქვს ანაზღაურებული. ალდაგმა შექმნა არაერთი საცალო და კორპორატიული სადაზღვევო პროდუქტი და დღესაც ერთ-ერთ ინოვატორად რჩება ახალი პროდუქტებისა თუ სერვისების დანერგვის კუთხით.

32 წლის განმავლობაში ალდაგმა არაერთი შერწმა და ტრანსფორმაცია განახორციელა ზრდისა და განვითარების მიზნით. დღეს ის აღიარებულია საუკეთესო სადაზღვევო კომპანიად საქარველოსა და კავკასიის რეგიონში (EUROMONEY, world finance, global brand magazine).

წელს ალდაგი ფლობს ბაზრის 37% წილს ტვირთების დაზღვევაში, 35% წილს აგროდაზღვევაში, 32% ქონების დაზღვევაში და 26% წილს ავტოდაზღვევაში. ალდაგი 400-მდე ადამიანს ასაქმებს და ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია, როგორც შიდა პოლიტიკის, ისე თანამშრომლებში ინვესტიციისა და მოტივაციის კუთხით.

დიჯიტალიზაცია, არსებული სერვისების გაციფრულება და ახალი ციფრული შეხების წერილების შექმნა ალდაგის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მომსახურება უმოკლეს დროში, სრულიად დისტანციურ სივრცეში მიიღონ. ამ მიმართულებით, ალდაგის ერთ-ერთი ინოვაციური პროდუქტია BackApp, პირველი მობაილ დაზღვევა საქართველოსა და რეგიონში.

„32 წლის გამოცდილება, ექსპერტიზა რისკების მართვასა და მომხმარებელთან ურთიერთობაში, ალდაგს აძლევს საშუალებას, იყოს საიმედო პარტნიორი, როგორც საქართველოში - ადამიანებისა და კომპანიებისთვის, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში. მოხარული ვართ, რომ წლების განმავლობაში შევძელით, შეგვექმნა დაზღვევის სტანდარტი, ვყოფილიყავით სანდო და სტაბილური პარტნიორი და ხელი შეგვეწყო ადამიანებისა და ბიზნესებისთვის განვითარებულიყვნენ მშვიდ და სტაბილურ გარემოში, “- განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბავშვები
პუტინისტებს ხელი 346 უკრაინელი ბავშვის სისხლში აქვთ გასვრილი

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 346 ბავშვია დაღუპული, 645-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1657087245

რიკი მარტინი
რიკი მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება სასამართლოს ძალით აეკრძალა

პუერტო-რიკოს სასამართლომ მომღერალ და მსახიობს რიკ მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება და მის პირად ცხოვრებაში ჩარევა აუკრძალა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, კაცმა, რომელ...

მსოფლიო 1657087097

მკვლელობა
საზარაელი დანაშაული - 33 წლის მამაკაცი, რომელმც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

61 წლის კაცმა საკუთარ შვილი დედის თვალწინ მოკლა. მოტივი კი შვილის საქციელი იყო, რომელმაც პატარა გოგო გააუპატიურა. საქმის მასალების და დეტალების შესახებ ჟურნალი „თბილისელები“ წერს. 33 წლის ალექსანდრე მ...

კრიმინალი 1657086967

ასტამური
„უკანასკნელ გზაზე გააცილეს ჩემი მეგობრის შვილი, 2 წლის იყო, როცა დედასთან ერთად გაექცა სოხუმიდან ომს, დაეცა გმირულად ხარკოვთან რუსებთან ბრძოლის დროს“

ჟურნალისტი ვიკა ქავჟარაძე სოცქსელში წერს: „კიევში უკანასკნელ გზაზე გააცილეს, ჩემი მეგობრის შვილი.... ასტამურ გუმბა იყო დაბადებული სოხუმში...2 წლის იყო, როცა დედასთან ერთად გაექცა სოხუმიდან ომს.ასტამურ...

სოცმედია 1657086862

ეპიდსიტუაცია
„პიკი შემოდგმაზე იქნება“ - თენგიზ ცერცვაძე კორონას ახალ ტალღაზე

ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება. განსაკუთრებით ხშირია ახალი შემთხვევები იმ პირებში, რომლებმაც იმოგზაურეს უცხოეთში, - ა...

Covid 19 1657086619