„საერთოდ გავდივარ, არ ვიტოვებ წილს“ - ირაკლი რუხაძე „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვაზე
ბიზნესი & ეკონომიკა • 1776397182
იზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. „ბაზისბანკის“ ხელმძღვანელობასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუხაძემ განმარტა, რომ მოლაპარაკებები წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ გარიგებით ის ბანკის აქტივებიდან სრულად გადის.
მისი თქმით, ბანკების გაერთიანება პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და საბანკო სექტორში არსებულ კონკურენციაზე, რადგან ბაზარზე ჩნდება მესამე მსხვილი მოთამაშე.
„წელიწადნახევარი ამ გარიგებაზე ვმუშაობდით და მივიყვანეთ ბოლომდე. მე მგონია კარგია, ჩვენთვისაც, როგორც ამავე პარტნიორისთვის, რომელმაც 8 წლის წინ ეს ბანკი იყიდა, ასევე, კარგია ბაზისბანკისთვის, ასევე საქართველოს ეკონომიკისთვის. იმიტომ, რომ ხდება მესამე ბანკი, რომელიც ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე აქამდე მესამე ბანკი იყო ბაზარზე. მეტი რაღაცების გაკეთება შეეძლება გაერთიანებულ ბანკს, ვიდრე ცალ-ცალკე შეგვეძლო. ეს კარგია კონკურენციის ბაზრისთვის, ძალიან ბევრი სინერგიებია, რომლებსაც მენეჯმენტის გუნდი დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წლის განმავლობაში აითვისებენ. ცოტა დრო დასჭირდება რომ ეს ორი ბანკი ერთ ბანკად გადაიქცეს, ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ საინტერესოა. ბაზის ბანკი ჩვენთვის არ არის უცხო ბანკი, ერთ-ერთი პირველი კლიენტი მე ვიყავი მათი და მჭიდროდ ვთანამშრომლობდით", - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
შეგახსენებთ, დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ „ბაზისბანკმა“ მარეგულირებლისგან ნებართვა მიიღო და „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95.99%-ის მფლობელი გახდა. ირაკლი რუხაძემ ბანკის გაყიდვის სურვილი ჯერ კიდევ 2025 წელს გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის თებერვალში, ბრიტანული სანქციების ფონზე, ბიზნესმენმა ტელეკომპანია „იმედიც“ გაასხვისა.
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778846299
დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840400
ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840160
უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778839500
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...
პოლიტიკა • 1778827689
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.
რუსეთ-უკრაინის ომი • 1778826178








