საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

საჯარო მტყველბის კონკურსი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით საქართველოში საჯარო მეტყველების კონკურსი გაიმართა.

 

კონკურსის ფარგლებში სამი გამარჯვებული გამოვლინდა: პირველი ადგილის მფლობელი ბაჩანა უგრეხელიძე გახდა, მეორე ადგილი ნინი გაფრინდაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი კი - საბა ყარაზანაშვილმა დაიკავა.

 

წელს კონკურსის ფინალურ ტურში მონაწილეობას 12 ახალგაზრდა იღებდა, რომლის ფარგლებშიც, კონკურსანტებმა გამოსასვლელი სიტყვა მოამზადეს თემაზე: A great leader can change the world in an instant (კარგ ლიდერს სამყაროს შეცვლა მყისიერად შეუძლია).

აღსანიშნავია, რომ პირველი ადგილის მფლობელი, ბაჩანა უგრეხელიძე საქართველოს ლონდონში, საერთაშორისო კონკურსის ფინალზე წარადგენს.

 

„საქართველოს ბანკში გვჯერა განათლების და იმის, რომ მხოლოდ განათლებული ახალგაზრდები ქმნიან უკეთეს მომავალს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორის განსაკუთრებულ ადგილს საჯარო მეტყველების კონკურსი იკავებს. ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა, განივითარონ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარები, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები და  საქართველო ლონდონში გამართულ საერთაშორისო ტურზეც კი წარადგინონ. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ როგორც გამარჯვებულებს, ასევე თითოეულ კონკურსის მონაწილეს“, - აღნიშნა ანა ლომთაძემ, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელმა.

 

ინფორმაციისთვის, English-Speaking Union-ი 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა, მისი მთავარი მიზანია, ინგლისური ენის მეშვეობით, ხელი შეუწყოს ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას. ESU-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა საერთაშორისო კონკურსი საჯარო მეტყველებაში. საქართველოში ეს პროექტი 1998 წლიდან ხორციელდება. 2012 წლიდან კი პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან საქართველოს ბანკი და ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი. მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 60-ს ითვლის, ხოლო კონკურსში მონაწილეთა რიცხვი დღესდღეობით 1 000 000-მდეა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირანი
ირანმა, შესაძლოა, უახლოეს 24 საათში ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელოს - CBS

ირანმა, შესაძლოა, უახლოეს 24 საათში ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელოს, იუწყება CBS აშშ-ის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით. მათი თქმით, თავდასხმა ისრაელის სამხედრო ობიექტებზე იქნება მიმართუ...

მსოფლიო 1712962500

თეთრი სახლი
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმის საფრთხე რეალურია

ისრაელზე ირანის თავდასხმის საფრთხე რეალურია, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, შეერთებ...

მსოფლიო 1712960940

ჯანგირაშვილი
"ჩემი აზრით ოცნებამ ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა რუსული კანონის ინიცირებით" - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

"ჩემი აზრით ოცნებამ ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა რუსული კანონის ინიცირებით. ახალგაზრდები ბოლოს და ბოლოს ზუსტად მიხვდებიან, რატომ უნდა მიბრძანდნენ აუცილებლად არჩევნებზე და რატომ უნდა გამოდღლიზონ თავი...

სოცმედია 1712954100

გოგოტიშვილი
"აუცილებლად დაიწყებს სულ მალე. ვიყოთ რეალისტები..." - თენგო გოგოტიშვილი

"საქართველოში ათობით ათასი ლაზარეა - ვის დასაჭერადაც ბორიას ხელები ექავება. და აუცილებლად დაიწყებს სულ მალე. ვიყოთ რეალისტები" წერს თენგო გოგოტიშვილი.

სოცმედია 1712953680

ხარანაული.jpg
"რა ივლიდა ცხრა ზამთარი და ცხრა გაზაფხული, ახალგაზრდა კაცის ცოდვით გაღუნული" - ბესიკ ხარანაული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე

"ღმერთმა გიშველოთ! რა ივლიდა ცხრა ზამთარი და ცხრა გაზაფხული, ახალგაზრდა კაცის ცოდვით გაღუნული." წერს ბესიკ ხარანაული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე.

სოცმედია 1712953380

სანაია
"ვიღაც ქალები ჰყავს სტუმრად - ამ შეწყალების გამო ნოე ჟორდანიას წყევლიან" - რას წერს ვახო სანაია

"თამუნამ პოსტივი ჩამირთო, ეს უნდა ნახო, გინდა თუ არაო. შალვა რამიშვილს რომ დედა აქვს მოტ@ნული, ეგ არაფერი. ვიღაც ქალები ჰყავს სტუმრად - ამ შეწყალების გამო ნოე ჟორდანიას წყევლიან." წერს ვახო სანაია.

სოცმედია 1712953140