საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ლონდონში ასპარეზობისთვის ემზადება - პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
ბიზნესი & ეკონომიკა • 1745490122

ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი საჯარო მეტყველების კონკურსის გენერალური სპონსორია.
წელს, საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 120 ახალგაზრდა დარეგისტრირდა.
ყოველწლიურად კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს. წელს:
·
პირველ ტურში გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე 23 მონაწილე;
·
მეორე ტურში ჟიურიმ დაასახელა 11 ფინალისტი;
·
ფინალურ ტურში კი გამოვლინდა ერთი გამარჯვებული.
2025 წლის საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ნინი გაფრინდაშვილი გახდა, თემის სათაურით „Family Dinners”.
ნინი გაფრინდაშვილი საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის დასკვნით, ფინალურ ეტაპში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 12-17 მაისს, ლონდონში გაიმართება.
თქვენც გაქვთ შესაძლებლობა, მიიღოთ მონაწილეობა საჯარო მეტყველების კონკურსში და გაემგზავრეთ ლონდონში, საერთაშორისო ტურში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული პროექტი საქართველოში ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის მიერ ხორციელდება და მასში მონაწილეობას 16-20 წლამდე ასაკის ახალგაზრდები იღებენ. ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა, მისი მთავარი მიზანია ინგლისური ენის საშუალებით ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცება. საერთაშორისო კონკურსი საჯარო მეტყველებაში ESU-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა. საქართველოში ეს პროექტი 1998 წლიდან ხორციელდება. დღესდღეობით კონკურსში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 60-ს ითვლის, ხოლო მონაწილეთა რიცხვი კი 1 000 000-ს აღწევს. პროექტის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს ბანკმა 2012 წლიდან დაიწყო.
ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები - საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი - STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

აქტივისტი, „დროას“ წევრი, მარიამ სიჭინავა ამბობს, რომ „ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ უჩივლა. კიდევ ერთი ზუგდიდელი აქტივისტის, კერენ ესებუას ცნობით, პოლიციიდან მასაც დაურეკეს და უთხრეს, რომ საქმეა აღ...
პოლიტიკა • 1747825185

დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, მოსკოვის აეროპორტები დაიხურა. "როსავიაციას" ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, დროებით მუშაობა შეაჩერეს შერემეტიევოს, ჟუკოვსკისა და დომოდედოვოს აეროპორტებმა. მოსკოვის მერი...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1747825005

თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება, რომელიც აქამდე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და გი...
პოლიტიკა • 1747824514

ბადრი [პატარკაციშვილი] სულ „იმედთან“ იჯდა. რომ ველაპარაკებოდი „ბორჯომზე“, რაღაც სხვა საქმეებზე, ორი ტელევიზორი ჰქონდა – ერთში „რუსთავი 2“ იყო ჩართული, მეორეში „იმედი“. უცებ გაგაჩერებდა, წავიდოდა, ახლო...
პოლიტიკა • 1747824233

"საჯარო სამსახურის „რეფორმის“ დამანგრეველი ეფექტი“ - როგორ იქცა ე.წ. რეფორმა პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად - ანგარიშს ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "საია" აქვეყნებს და პოლიტიკური ნიშნით, განსხვ...
პოლიტიკა • 1747823981

ბადრი პატარკაციშვილს, რამდენადაც ვიცი, არ ჰქონია კონტაქტი არავისთან, – განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ, ალუდა ღუდუშაურის კითხვაზე, „იმედის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იმ...
პოლიტიკა • 1747823405