სამომხმარებლო ბაზარზე ყველაზე მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა

ზედაზენი

„ზედაზენი ჯგუფისა“ და „დეილი ჯგუფის“ ერთობლივი ოფიციალური განცხადებით, მათ შორის დადებული გარიგების თანახმად, შეიქმნა უმსხვილესი  ბიზნესგაერთიანება, რომლის აქციონერებიც გახდნენ „დეილი ჯგუფისა“ და „ზედაზენი ჯგუფის“ პარტნიორები.

აღნიშნული გაერთიანებით წარმოქმნილი კომპანია ერთბაშად გადაიქცა ლიდერად საცალო ვაჭრობისა და ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების წარმოების ბაზრებზე, ხოლო წარმოქმნილმა სინერგიამ უდიდესი პოტენციალი გააჩინა ლოგისტიკის მიმართულებით.

„დეილი ჯგუფი“ საცალო ვაჭრობის ბიზნესში უდავოდ ლიდერი კომპანიაა, რომელიც ისეთი ქსელური მარკეტებით ოპერირებს, როგორებიცაა „სპარი“, „იოლი“, „დეილი“, „კალათა“ და  „გვირილა“. მიმდინარე წელს საცალო ვაჭრობის ბაზარზე შექმნილი ყველაზე მსხვილი გაერთიანება, რომელიც „დეილისა“ და „სპარის“ შერწყმით გაფორმდა, სწორედ ამ ჯგუფთან იყო დაკავშირებული.

„ზედაზენი  ჯგუფს“ ეკუთვნის „ქართული ლუდის კომპანიის“ 100%-იანი წილი და „მაგნიტის“  საკონტროლო პაკეტი. „ქართული ლუდის კომპანია“ არის ლიდერი ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზე და აწარმოებს როგორც ადგილობრივ („ზედაზენი“, „რავი“, „ცივ-ცივი“, „სანაპირო“ და ა.შ.), ისე საერთაშორისო ლიცენზირებულ („მილერი“, „ბავარია“, „ჰარპი“, „ჰოლსტენი“) ლუდის ბრენდებს, უმაღლესი ხარისხის ლიმონათს „ზედაზენს“, წვენის ნექტარს „ჩეროს“, „რს კოლას“ ბრენდებს (საერთაშორისო ლიცენზიით), ცივ ჩაის „გურიელს“ და „დილმას“ (საერთაშორისო ლიცენზიით), ენერგეტიკულ სასმელებს და ა.შ. კომპანია ამავდროულად ფლობს საკუთარ სადისტრიბუციო კომპანიას და არის ოფიციალური წარმომადგენელი და იმპორტიორი ისეთი საერთაშორისო ბრენდებისა, როგორებიცაა: „გინესი“, „კრომბახერი“, „ბლუ მუნი“ და ა.შ.

„მაგნიტი“, თავის მხრივ, ლიდერია საცალო სავაჭრო ქსელურ მარკეტებში, რომელიც დინამიკურად იზრდება, მუდმივად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და, ამასთანავე, მომხმარებელს სთავაზობს ფართო ასორტიმენტსა და მიმზიდველ ფასებს.

ზემოხსენებული ორი ჯგუფის შერწყმით წარმოქმნილი ერთობლივი კომპანია ამჯერად უკვე გააერთიანებს:

- საცალო ვაჭრობის ბიზნესში „სპარის“, „იოლის“, „დეილის“, „კალათას“,

„ გვირილასა“ და ახლა უკვე „მაგნიტის“ ქსელებს, რაც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 1,700 სავაჭრო წერტილისა და ორგანიზებული ბაზრის 30%-იან წილს.

- სასმელების  ბიზნესში ის წარმოდგენილი იქნება სს „ქართული ლუდის კომპანიის“ სახით, რომელიც, თავის მხრივ, 35%-ამდე წილს ფლობს ადგილობრივი ლუდის ბაზარზე;

საცალო ვაჭრობისა  და წარმოების ინდუსტრიებში წლების განმავლობაში უხვად დაგროვებული წარმატებული გამოცდილების სინერგია პარტნიორებს მისცემს შესაძლებლობას, ერთობლივი კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით ისეთი სახის უმსხვილეს კომპანიად ჩამოაყალიბონ, რომელიც ორიენტირებული იქნება როგორც ადგილობრივი საცალო ბაზრის, ისე ადგილობრივი წარმოებების განვითარებაზე და  რეგიონში ექსპანსიაზე.

გაერთიანებული კომპანია:

- იზრუნებს საკუთარი თანამშრომლების სტაბილურ განვითარებაზე;

- ორიენტირებული იქნება, საკუთარ მომხმარებელს შესთავაზოს მსოფლიო დონის სტანდარტებთან შესაბამისი სერვისები და პროდუქცია;

- მოტივირებული იქნება, დანერგოს წამყვანი ტექნოლოგიები და უახლესი გადაწყვეტილებები საკუთარ კომპანიაში;

- მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ განვითარებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საზოგადოება
ქართველი ფოტოხელოვანი ბაკურ თვრინელი ნიუ-იორკში ახალ სივრცეს ქმნის - ფოტოგრაფია, გალერეა და კულტურული დიალოგი

ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...

საზოგადოება 1768640523

კარატისტი გოგო
 ბოლნისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა

 ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.

შემთხვევა 1768639057

ირან
ირანში მიმდინარე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...

მსოფლიო 1768635795

 3 მლნ ლარის
ამოღებულია 3 მლნ ლარის ღირებულების 6 კგ. "მეთადონი" - შსს-მ 2 პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...

კრიმინალი 1768633614

ირანი ბირთვული
„ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს“ - The Guardian

აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...

მსოფლიო 1768631783

რეზა ფეჰლევი
„მოგიწოდებთ თქვენ, ყველა მამაც თანამემამულეს მთელ ირანში, შაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 17-დან 19 იანვრამდე, საღამოს 8 საათამდე, აღიმაღლოთ თქვენი რისხვის ხმა და გააგრძელოთ პროტესტი ეროვნული ლოზუნგებით“ - რეზა ფეჰლევი

"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...

მსოფლიო 1768629642