საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში იასპარეზებს- ნაკრების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია

16 წლამდე გოგონები

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო  ნაკრები კოსოვოში გასამართ ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში იასპარეზებს.  საქართველოს  ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია.

 

გოგონათა საკალათბურთო ეროვნული ნაკრები მზად არის  FIBA U16 Women’s EuroBasket-ის C დივიზიონში იასპარეზოს, რომელიც 2025 წლის 8-13 ივლისს, კოსოვოში გაიმართება.

 

შემადგენლობა კი ასეთი გახლავთ:

ნომერი 1- ელენე კალანდარიშვილი;

ნომერი 2- თამარ ზავრადაშვილი;

ნომერი 4- ლიზი ჯაბუა;

 

ნომერი 7- მარიამი კეკელია;

 

ნომერი 9- ნინი ივანიძე;

 

ნომერი11- ელენე ბოხუა;

 

ნომერი 14 - ბაია ზურაბიშვილი;

 

ნომერი 16- მარიამ ყაველაშვილი;

 

ნომერი 20- ანა მესტუმრიშვილი;

ნომერი 24- ლინა უგრეხელიძე;

 

ნომერი 30- ეკატერინე ქართველიშვილი;

ნომერი 77- ანასტასია აბულაძე.

 

ტურნირში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან  განაწილებული. შეჯიბრის დასრულების შემდეგ, 3 საუკეთესო გუნდი B დივიზიონში გადავა და 2026 წელს უფრო მაღალი დონის ტურნირზე იასპარეზებს.

 

საქართველოს ნაკრები ჩემპიონატისთვის დიდი შემართებითა და მონდომებით ემზადებოდა. ახალგაზრდა კალათბურთელები ქვეყნის მომავლის იმედს წარმოადგენენ. ისინი  მთავარი მწვრთნელის, გიორგი გოლიაძის ხელმძღვანელობით  გამარჯვებისთვის  იბრძოლებენ  და საერთაშორისო გამოცდილებასაც მიიღებენ.

 

ნაკრების მთავარ მწვრთნელს U16-ზე ასისტენტობას მაია ჩარგეიშვილი გაუწევს. გოგონების ფიზიკურ წრთვნაზე  ეკატერინე წივწივაძე ზრუნავს, ჯანმრთელობაზე კი ნაკრების ექიმი- გვანცა კოპალეიშვილი. ნაკრების დელეგაციას კახა შენგელია უხელმძღვანელეს, მას კი მხარდაჭერას მენეჯერი, ლელა ცანავა  გაუწევს.

 

საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ძლიერი გამოსვლით პლეი-ოფის საგზურის მოპოვებასა  და საუკეთესო სამეულში მოხვედრას  შეეცდება, რაც ნაკრებს  B დივიზიონში გადასვლის შესაძლებლობას მისცემს.

 

გუნდის თამაშები პირდაპირ ეთერში გადაიცემა და შედეგები FIBA-ს ოფიციალურ პლატფორმებზე  იქნება ხელმისაწვდომი.

 

ერთად ვუგულშემატკივროთ 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო ნაკრებს

 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კესარია აბრამიძე
ვიდეო - რას ჰყვება დედა კესარია აბრამიძეზე

კესო ძალიან თბილი და განსხვავებული იყო, ყველას დეტალებში აკვირდებოდა, მიხაროდა ასეთ რომ იყო. 

საზოგადოება 1769021333

პოლიცია
თბილისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

“პირველებს” ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთ შენობაში კაცი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე...

კრიმინალი 1769020534

საქართველოს ბანკის
საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ბანკი  პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შესა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1769020101

საახალწლო განათებები
საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ღამის საათებში შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე 22 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება.   ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგო...

საზოგადოება 1769019571

ალიევი
„ახლა ტრანზიტები საქართველოს გავლითაა, დადგება დღე ეს პირდაპირ სომხეთიდან მოხდება“ - ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმუმზე განაცხადა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის გავლით რუსეთში ტვირთების ტრანზიტი ითხოვა. მისი თქმით, გადაზიდვები ამჟამად საქართველოს გ...

მსოფლიო 1769019481

ტრამპი პუტინი ზელენსი
„რუსეთ-უკრაინას შეუძლია შეთანხმებას მიაღწიოს, თუ ამას არ გააკეთებენ, სულელები იქნებიან“ - ტრამპი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ის ეტაპია, როდესაც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ამაზე მან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. "მე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1769019252