საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Routes Europe 2024-ში მონაწილეობს

აეროპორტების გაერთიანება

22-24 აპრილს, დანიის ქალაქ ორჰუსში საავიაციო ფორუმი Routes Europe 2024 იმართება. რიგით მე-18 ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 450-ზე მეტი ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი მონაწილეობენ. საქართველოს ფორუმზე აეროპორტების გაერთიანება წარმოადგენს, რომელსაც კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ხელმძღვანელობს.

 

ირაკლი ქარქაშაძის ინფორმაციით, მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ROUTES EUROPE 2024-ზე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით გაიმართება შეხვედრები და პრეზენტაციები. ავიაფორუმი საშუალებას იძლევა, გლობალურ საავიაციო ბაზარზე მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

სამდღიან ფორუმზე პირისპირ შეხვედრები გაიმართება ავიაციის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის, რათა შეჯერდეს ევროპის მასშტაბით სად, რა მიმართულებით და რა სიხშირით იფრინონ ავიაკომპანიებმა.

 

ROUTES EUROPE 2024-ის ფარგლებში ასევე განხილული იქნება საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები. საუბარი შეეხება ავიაციისა და ტურიზმის სფეროების კიდევ უფრო განვითარებასა და ახალი ბაზრების ხელშეწყობას.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჯაფარიძე
"ლელო" აუცილებლად შეუერთდება ამ ქარტიას" - ბადრი ჯაფარიძე პრეზიდენტის "ქართულ ქარტიაზე"

 "ლელო" აუცილებლად შეუერთდება ამ ქარტიას", - ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა და პრეზიდენტის სამოქმედო გეგმასა და "ქართულ ქარტიას" გამოეხმაურა. ძალიან დადებითად...

პოლიტიკა 1716746526

მელია გვარამია
პარტია "ახალი" პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" უერთდება - ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას განცხადება

პარტია "ახალი" პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" უერთდება - ამის შესახებ ორბელიანის მოედანზე პარტიის ლიდერებმა, ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ განაცხადეს. "სწორია პრინციპი და მიმართება საზოგადოების კონსოლიდ...

პოლიტიკა 1716745291

ზურაბიშვილი
„რეალურად, არჩევნები იქნება სახალხო რეფერენდუმი, გვინდა თუ არა ევროპა“ - სალომე ზურაბიშვილი

დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და საარჩევნო გარემო არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩატარდებს ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, რომ თავისი სახე, პროგრამა, თავისი მეობა წარმოაჩინოს....

პოლიტიკა 1716745160

სალომე ზურაბიშვილი2
"გადავწყვიტე წარმომედგინა სამოქმედო გეგმა, "ქართული ქარტია", პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ, მის ირგვლივ შეჯერდნენ" - სალომე ზურაბიშვილი

 "გადავწყვიტე წარმომედგინა სამოქმედო გეგმა, "ქართული ქარტია", პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ, მის ირგვლივ შეჯერდნენ", - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართულ ოპოზიციურ პარტიებს "ქართულ ქარტიას...

პოლიტიკა 1716744893

მერია
თბილისის მერიის განცხადება

დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები გამოიწვია. კერძოდ,  ადგილი ჰქონდა მიწის ჩამოშლის და ხის წაქცევის ფაქტებს. ასევე, რამდენიმე მისამართზე ჩამოინგრა დამცავი კედელი....

საზოგადოება 1716744025

ქარქაშაძე
„ავიაცია არის ის, რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“ - ირაკლი ქარქაშაძე

ზუსტად 17 საათსა და 10 წუთზე, როცა 106 წლის წინ, ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოეწერა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, თელავის მოქმედი აეროდრომიდან, სა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1716743954