საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აეროპორტი მემორანდუმი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა ნატალია პატარიძემ მოაწერეს. ეს არის პირველი მემორანდუმი, რომელიც ახალდაარსებულმა მულტიფუნქციურმა ცენტრმა გააფორმა.

 

მემორანდუმის მიზანია, არაფორმალური მომზადება-გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხელშეწყობის კუთხით თანამშრომლობა  და გამოცდილების გაზიარება. პირველ ეტაპზე, აეროპორტების გაერთიანება მულტიფუნქციური ცენტრის სტუდენტებისთვის, შეიმუშავებს „საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზების“ სასწავლო კურსს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტები სტაჟირებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაივლიან.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის დღეს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების პროფესიული და დარგობრივი კურსების შეთავაზებას დაინტერესებული პირებისათვის. ერთის მხრივ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დაეხმარება ცენტრს შექმნას სწორი სილაბუსი და გააცნოს ავიაციის ძირითადი პრინციპები ყველა დაინტერესებულ პირს, ხოლო მეორეს მხრივ, ჩვენ შევთავაზებთ მათ დასაქმებას. აღნიშნული თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან რომ საავიაციო ინდუსტრია მნიშვნელოვნად განიცდის კადრების დეფიციტს, ეს გახლავთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ინდუსტრია და ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ იმაზე, რომ მუდმივად ხდებოდეს ახალი კადრების მომზადება და მათთვის დასაქმებისა და ვაკანსიების შეთავაზება,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. 

 

მემორანდუმის თანახმად, აეროპორტების გაერთიანება და ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი, თანხმდებიან შეუწყონ იმერეთის რეგიონში საავიაციო ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული პროფესიების პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით, არაფორმალური მომზადება-გადამზადების სასწავლო პროგრამის განვითარებას.

“ ქუთაისის მულტიფუნქციურმა ცენტრმა დღეს ოფიციალურად დაიწყო საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს არაფორმალური მომზადება/გადამზადების პროფესიული კურსების დანერგვას ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე. მნიშვნელოვანია ამ დარგის პოპულარიზაცია, რადგანაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქუთაისის და მთლიანად, იმერეთის რეგიონის ტურიზმის ფუნქციის განვითარებაში და ჩვენ ჩვენის მხრივ ამ დარგს პოპულარიზაციას ამ ფორმით შევუწყობთ ხელს,-‘’ განაცხადა ნატალია პატარიძემ, ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა.

ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი ახლახან დაარსდა და მისი მთავარი საგანმანათლებლო დარგები იქნება ტექნოლოგიები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ავიაცია და ტურიზმი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კესარია აბრამიძე
ვიდეო - რას ჰყვება დედა კესარია აბრამიძეზე

კესო ძალიან თბილი და განსხვავებული იყო, ყველას დეტალებში აკვირდებოდა, მიხაროდა ასეთ რომ იყო. 

საზოგადოება 1769021333

პოლიცია
თბილისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

“პირველებს” ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთ შენობაში კაცი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე...

კრიმინალი 1769020534

საქართველოს ბანკის
საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ბანკი  პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შესა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1769020101

საახალწლო განათებები
საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ღამის საათებში შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე 22 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება.   ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგო...

საზოგადოება 1769019571

ალიევი
„ახლა ტრანზიტები საქართველოს გავლითაა, დადგება დღე ეს პირდაპირ სომხეთიდან მოხდება“ - ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმუმზე განაცხადა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის გავლით რუსეთში ტვირთების ტრანზიტი ითხოვა. მისი თქმით, გადაზიდვები ამჟამად საქართველოს გ...

მსოფლიო 1769019481

ტრამპი პუტინი ზელენსი
„რუსეთ-უკრაინას შეუძლია შეთანხმებას მიაღწიოს, თუ ამას არ გააკეთებენ, სულელები იქნებიან“ - ტრამპი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ის ეტაპია, როდესაც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ამაზე მან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. "მე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1769019252