საქართველოს ავიაბაზარზე ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet შემოდის
ბიზნესი & ეკონომიკა • 1726745855
ლონდონი, ჟენევა და მილანი. ახალი ევროპული ავიაკომპანია და ერთდროულად 3 ახალი მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. 2025 წლის გაზაფხულიდან საქართველოს ავიაბაზარზე ევროპის წამყვანი ავიაკომპანია, ბრიტანული easyJet შემოდის. თითქმის ორწლიანი მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა. easyJet-ი საქართველოს დედაქალაქს გაერთიანებულ სამეფოს, შვეიცარიას და იტალიას დაუკავშირებს.
,,კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე არის ჩვენი ქვეყნის საავიაციო კონკურენტუნარიანობის აღიარება, რაც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ჩვენს ტურისტულ პოტენციალზე. მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან საქართველოში ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით მარტივი ნამდვილად არ იყო. თუმცა, გვიხარია, რომ მივაღწიეთ საუკეთესო შედეგს და easyJet-ი, რომელიც ბრიტანულ მულტინაციონალურ ,,ლოუქოსთს" წარმოადგენს ფრენებს, საქართველოში ერთდროულად ევროპის სამი ქალაქიდან იწყებს. ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან, ჟენევადან და მილანიდან, სადაც მას ყველაზე მსხვილი ბაზები გააჩნია და ჩვენთვის კი სტრატეგიულ მიმართულებებს წარმოადგენს. რაც მთავარია, ფრენები მოგზაურებისთვის იქნება საკმაოდ ხელმისაწვდომი. იმედი გვაქვს, რომ მგზავრთანაკადი და საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან და იტალიიდან სამომავლოდ მნიშვნელოვნად გაიზრდება-" განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
პირველი ავიარეისი ჟენევიდან თბილისის მიმართულებით 31 მარტს შესრულდება. ამ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით იფრენს. პირველი აპრილიდან კი პირდაპირი ფრენები ლონდონისა მილანის მიმართულებით დაიწყება. ლონდონის ლუტონისა და მილანის მალპენსას აეროპორტებიდანაც პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება.
ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.easyjet.com ხელმისაწვდომ ფასად უკვე შესაძლებელია.
ბრიტანული მულტინაციონალური ავიაკომპანია easyJet 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიის სათავო ოფისი ლონდონის ლუტონის აეროპორტში მდებარეობს.
ივანიშვილი ძალიან მძიმე დაასრულებს, „ოცნება“ კი გაქრება, როგორც გაქრა ყველა სახელისუფლებო პარტია ამ ქვეყანაში,“ოცნებაც“ აღარ იარსებებს, როცა ხელისუფლებაში აღარ იქნებიან - ამის შესახებ თავდავის ექსმინი...
პოლიტიკა • 1768968659
საქართველოს ბანკი ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში პარტნიორი ბიზნესების გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა და განვითარების ახალ ეტაპ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1768968017
“სომხეთი და აზერბაიჯანი. პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა: “ვერ ვიჯერებ, რომ ეს ომი მოაგვარე. 10 წელი ვცდილობდი ამ ომის მოგვარებას”. სომხეთი და აზერბაიჯანი მრავალი, მრავალი წელი იბრძოდნენ. და მოვახერხე ორივ...
მსოფლიო • 1768967629
"თუ [მაკრონი] მტრულად განწყობილი იქნება, მაშინ ჩვენ ფრანგულ ღვინოსა და შამპანურს 200%-იან ტარიფებს დავადებთ და "მშვიდობის საბჭოში" ამის შემდეგ მაინც შემოვა" | ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი,...
მსოფლიო • 1768967470
"ვფიქრობ, ღმერთი ძალიან ამაყობს ჩემ მიერ გაკეთებული საქმეებით" | თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე
მსოფლიო • 1768967082
ნაცმოძრაობის წევრი, პეტრე ცისკარიშვილი თინა ხიდაშელის ,,ტვ პირველთან” ინტერვიუს ეხმაურება, სახაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ადეიშვილსა და მერაბიშვილს ისე ექცეოდა, როგორც არა...
სოცმედია • 1768966842











