საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება AUSTRIAN AIRLINES-მა დაიწყო

ავსტიული ავიახაზები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვენიდან პირველი პირდაპირი ფრენა ავსტრიის ლიდერმა ავიაკომპანია Austrian Airlines-მა შეასრულა. ახალი ევროპული ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ვენა-თბილისი-ვენას მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით  განახორციელებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან 2 წლიანი მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დაასრულა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავსტრიის ავიახაზები სიახლეა ქართული ავიაბაზრისთვის და ვენა არის ერთ-ერთი  მოთხოვნადი მიმართულება, როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.

 

,,თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს მივიღეთ Austrian Airlines-ის პირველი რეისი. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ორწლიანი მოლაპარაკება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვენის მიმართულებით კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს კვირაში 3 სიხშირით. მოხარულები ვართ, რომ პირველ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო და სრული დატვირთვით ჩამოფრინდა ბორტი, რაც იმის დასტურია, რომ ვენა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აგრძელებს თბილისის აეროპორტის დაკავშირებას ევროპის ცენტრალურ დედაქალაქებთან და არამხოლოდ, იმისთვის, რომ ჩვენს მგზავრებს ჰქონდეთ მეტი მობილობა და მეტი პირდაპირი ფრენა,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას, პირველ საინაუგურაციო რეისს ვენიდან სავსე ბორტი - 136 მგზავრი ჩამოჰყვა. პირველ რეისს საქართველოში ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი, აღმოსავლეთ ევროპასა და ისრაელში AUSTRIAN AIRLINES-ის გაყიდვების დირექტორი შტეფან ლინჰარტი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანიის Tav Georgia-ს წარმომადგენლები დახვდნენ.

1957 წელს დაფუძნებული და ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 130 მიმართულებით ასრულებს. მისი ფლოტი 70  საჰაერო ხომალდისგან შედგება, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის თვითმფრინავებს წარმოადგენს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საზოგადოება
„ნაცებსაც კი 14-დღიანი ტერორი არ გაუბედავს თავისი მოსახლეობისთვის...არავის ეს არ გაუკეთებია საქართველოში“ - ირმა სოხაძე „ოცნების“ წინააღმდეგ

მომღერალი ირმა სოხაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო, დღეს მიმდინარე აქიების მიმართ სოლიდარულია და შეშფოთებას გამოხატავს იმ ძალადობრივი ქმედებების მიმართ, რომელიც მომიტინგეების წინ...

საზოგადოება 1734079457

პაპუაშვილი შალვა
„ქუჩაში ვითარება ჩაცხრა“ – შალვა პაპუაშვილი

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ უკვე მშვიდობიანად მიმდინარე, ერთგვარად შეთხელებულ აქციებს, რომელიც გათავისუფლდა პოლიტიკური აქტორების მიერ მობილიზებული აგრესიული ჯგუფებისაგან. დემონსტრაცი...

პოლიტიკა 1734079138

შალვა პაპუშვილი
„ვცდილობთ ავხსნათ, რომ არავითარი ჩელიაბინსკი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ საქართველო, მისი დედაქალაქი თბილისი და მთავარი გამზირი – რუსთაველი“ – შალვა პაპუაშვილი

აქციების დაწყებიდან საკმარისი დრო გავიდა. მოვისმინეთ პროტესტი, უკმაყოფილება, პრეტენზიები და საყვედურები. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად ვცდილობთ ვუპასუხოთ ყველაფერს, – ამის შესახებ...

პოლიტიკა 1734079037

კლდიაშვილი
"ტექნოლოგიების გამოყენებით მოიპარეს არჩევნები და ეს კიდევ უფრო მძაფრია ჩვენი სფეროსთვის" - IT სფეროს პროტესტის მეორე დღე

არალეგიტიმური ხელისუფლების ქმედებების გასაპროტესტებლად და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით საინფორმაციო ტექნოლოგიებში დასაქმებული ადამიანები ქუჩაში დღესაც  გამოდიან. პროგრამისტები, დეველოპერები და აიტიში...

პოლიტიკა 1734078966

გომელაური
აშშ-ის სავიზო სანქცია, დიდი ალბათობით, ვახტანგ გომელაურსაც შეეხო

აშშ-ის მიერ დაწესებული სავიზო სანქციები, დიდი ალბათობით, არალეგიტიმურ შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურსაც შეეხო. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სავიზო შეზღუდვები მი...

პოლიტიკა 1734078886

ნაწამები ხალხი
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირების პროცესს იწყებენ. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთო ბრიფინგზე განაცხადეს. საიას თავმჯდომა...

პოლიტიკა 1734078789