საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss შემოდის

ახალი ავიაკომპანია

2025 წლის აპრილიდან, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას. Lufthansa-ს გლობალურ საავიაციო ჯგუფში შემავალი ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 2025 წლის 12 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაკომპანიასთან ორ წლიანი აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

 

,,2025 წლიდან თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მოლაპარაკება ავიაკომპანიასთან წარმატებით დასრულდა და საქართველოს ავიაბაზარზე, გლობალური საავიაციო ჯგუფის წარმომადგენელი კიდევ ერთი ავიაკომპანია შემოდის.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ციურიხი - სრულიად ახალი მიმართულებაა საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის. ისტორიულად ამ მიმართულებით  აქამდე ჩვენი არცერთი აეროპორტიდან არ განხორციელებულა ფრენები. ავიაკომპანია Edelweiss ძირითადად საკურორტო მიმართულებით ოპერირებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ჩვენს მიზანს შვეიცარიიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების მოზიდვა წარმოადგენს,’-’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც  Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის. ის ფრენებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ასრულებს. ბილეთების ყიდვა Edelweiss-ისა https://www.flyedelweiss.com/de/en/home.html და Swiss International Airlines-ის https://www.swiss.com/xx/en/homepage  ვებგვერდებზე უკვე შესაძლებელია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეუფე გრიგოლი
„ეკლესია მაგალითს მისცემს საზოგადოებას, როგორ პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები“ - მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქადაგებისას ახალი პატრიარქის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინით ცხოვრობს ერიც და ეკლესიაც. სასულიერო პირის თქმით, “ეკლესია...

საზოგადოება 1776689877

მსოფლიო
„კოდირება და აგენტურული ამოცანები“ - შავი სიის მიუხედავად, აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტო Anthropic-ის Mythos-ს იყენებს

Reuters -ის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო იყენებს Anthropic-ის Mythos Preview ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონმა კომპანიას მიწოდების ჯაჭვის რისკის ოფიცი...

მსოფლიო 1776688704

კალაძეე
„წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ ეს მოღალატეების დაჯგუფებები შექმნილიყო“ - კახა კალაძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც  დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა. ამის...

პოლიტიკა 1776686930

კახა კალაძე
„სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარ...

საზოგადოება 1776686637

ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელელი სამხედროს მიერ ქრისტეს ქანდაკების დაზიანებას "მკაცრად გმობს" ისრაელის პემიერი ნეთანიაჰუ - „აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული იყო“

ისრაელელი სამხედროს მიერ ლინბანში ქრისტე სქანდაკების დაზიანებას „მკაცრად გმობს“ და გამაოგნებელს უწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. "ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული და...

მსოფლიო 1776686624

კახა კალაძე1
„ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო ინვესტიციებით, გადასახადებით და ყველა სხვა კომპონენტით საინტერესო ქვეყანაა“ - კახა კალაძე თბილისში Trump Tower-ის  პროექტზე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია ის, რომ ქვეყანაში მსხვილი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება. კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან  Trump Tower Tbilisi -...

ბიზნესი & ეკონომიკა 1776686272