საქართველოს ავიაბაზარზე Transavia France შემოდის

ახალი ავიაკომპანია

2025 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას.  Transavia France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 2025 წლის 9 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაკომპანიასთან ერთწლიანი აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.

 

,,2025 წლიდან თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა  Air France-KLM ჯგუფთან წარმატებით დასრულდა და საქართველოს ავიაბაზარზე, ფრანგულ-ჰოლანდიური მულტინაციონალური  საავიაციო ჰოლდინგის კიდევ ერთი ავიაკომპანია შემოდის. 

 

ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციაზე და ვცდილობთ, საშუალება მივცეთ ჩვენს მგზავრებს ფრენები სხვადასხვა აეროპორტებიდან შევთავაზოთ. მნიშვნელოვანია, რომ Transavia France თბილისში პარიზის, ორლის აეროპორტიდან იფრენს. რაც ნიშნავს, რომ საფრანგეთის დედაქალაქი საქართველოს დედაქალაქთან უკვე ორი აეროპორტის საშუალებით იქნება დაკავშირებული, ხოლო პარიზის მესამე აეროპორტში (ბოვე) ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება. უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება საშუალება კიდევ უფრო მეტი სიახლე და პირდაპირი ფრენა შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

Transavia France 2006 წელს დაფუძნებული ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც  Air France-ისა და ჰოლანდიური Transavia-ს მფლობელობაში შედის. მისი ძირითადი ბაზა პარიზის, ორლის აეროპორტში მდებარეობს. ბილეთების ყიდვა ავიაკომპანიის ვებგვერდზე https://www.transavia.com/accueil/fr-fr  უკვე შესაძლებელია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნეთანიაჰუ ერდოღანი
„გენოციდის დანაშაულის ჩადენით უკვე გადააჭარბა ტირან ჰიტლერს. იმედი გვაქვს, მის ბედს არ გაიზიარებს“ - ერდოანი ნეთანიაჰუზე

„თურქეთი გადის უკიდურესად მგრძნობიარე პერიოდს, რომელშიც მთელი თავისი ენერგია და შესაძლებლობები უნდა მიმართოს საკითხებისადმი, რომლებიც მის გადარჩენას უკავშირდება. გვჭირდება თნამშრომლობა და სოლიდარულობი...

მსოფლიო 1750270872

რასა იუკნევიჩიენე
„საჭიროა სანქციები რეჟიმზე, მხოლოდ არჩევნები დაუბრუნებს ხალხს ქვეყანას“ - იუკნევიჩიენე

სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ. ყველა, ვისაც ხელი აქვს გასვრილი, ყველას ეშინია სანქციების. ჩვენ წნეხი უნდა განვახორციელოთ რეჟიმზე ყველა გზით და აღარ უნდა მოვითხოვოთ მათგან, რომ ევროკავ...

პოლიტიკა 1750268436

ირანი სატელეფონო
ირანში, ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი თითქმის სრულად გათიშულია

 ორგანიზაცია NetBlock-ის ცნობით, ირანში, ისრაელთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე, 18 ივნისს ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი თითქმის სრულად გაითიშა.   "ამ დროის მონაცემები აჩვენებენ, რომ ირანში ქვეყნ...

მსოფლიო 1750268339

 ისრაელ კაცი
"ჩვენ ახლახან გავანადგურეთ რეჟიმის რეპრესიების მთავარი ინსტრუმენტი, ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბი“ - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

"ჩვენ ახლახან გავანადგურეთ რეჟიმის რეპრესიების მთავარი ინსტრუმენტი, ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბი. დაპირებისამებრ, ჩვენ გავაგრძელებთ რეჟიმის სიმბოლოების ზიანის მიყენებას და აიათოლების რეჟიმის დარტყმა...

მსოფლიო 1750265758

სააკაშვილი
,,მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი უკვე და­ი­წყო… სან­დრას მა­მამ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ნაკ­რე­ბი და რა­დიო იყი­და“ – მიხელ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე ინგლისურ ენაზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო: ,,მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი უკვე და­ი­წყო. მისი მთა­ვა­რი ნი­შა­ნი არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა­ს...

პოლიტიკა 1750265543

ირანის სამთავრობო თვითმფრინავ
ირანის სულ მცირე 3-მა სამთავრობო თვითმფრინავმა ქვეყანა დატოვა

ირანის სამოქალაქო ავიაციის მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის მიუხედავად, ოთხშაბათს ქვეყანა ირანის მთავრობის სახელზე რეგისტრირებულმა სულ მცირე სამმა თვითმფრინავმა დატოვა - ამის შესახებ israel national news...

მსოფლიო 1750264084