საქართველოს ბანკი Ads მენეჯერის მესამე საზაფხულო ვორკშოპს ქუთაისში გამართავს
ბიზნესი & ეკონომიკა • 1723032167
საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების გაზიარებას. Ads მენეჯერის საზაფხულო ვორკშოპების სერიის ფარგლებში, ამჯერად მესამე შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან 8 აგვისტოს, 19:00 საათზე ქუთაისში, SOLO ლაუნჯში გაიმართება. შეხვედრას საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი კინწურაშვილი გაუძღვება და აუდიტორიას გაუზიარებს პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ შეუძლიათ შექმნან ფასდაკლების, ქეშბექის ან PLUS ქულის შეთავაზება, რომელიც მობილბანკში, Offers.bog.ge-სა და sCoolApp-ში გამოჩნდება.
ღონისძიების მონაწილეები შეხვედრაზე მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციას და ადგილზე შეძლებენ შეთავაზების შექმნას.
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ბიზნესს გავაცნოთ საქართველოს ბანკის შეთავაზებების პლატფორმა, რომელიც მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად გამორჩეული ინსტრუმენტია. Ads მენეჯერის დახმარებით, ერთმანეთთან ვაკავშირებთ მობილბანკში, Offers.bog.ge-სა და sCoolApp-ში ციფრულად აქტიურ 1 500 000 მომხმარებელსა და ბიზნესებს, რომელთაც სურთ გაყიდვების გაზრდა და ლოიალური მომხმარებლების შეძენა. მოხარული ვართ, რომ ამჯერად ჩვენი შეხვედრა ქუთაისში გაიმართება და რეგიონულ ბიზნესებს Ads მენეჯერის შესაძლებლობებს გავაცნობთ. ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრების სერიას და მომავალშიც არაერთ მცირე და საშუალო ბიზნესს დავუჭერთ მხარს მათი მიზნების რეალიზაციაში“, - აცხადებს გიორგი კინწურაშვილი .
ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765829803
„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...
პოლიტიკა • 1765829693
ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...
პოლიტიკა • 1765829449
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...
პოლიტიკა • 1765814591
სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება. ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...
პოლიტიკა • 1765810555
"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება. "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...
პოლიტიკა • 1765809136












