საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებისთვის Ads მენეჯერის ვებინარს გამართავს

საქბანკი ვებ

საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებისთვის ტექნოლოგიური სიახლეების შეთავაზებას აგრძელებს.  ამჯერად, ბანკის ორგანიზებით 23 თებერვალს, 19:00 -ზე Ads მენეჯერის ვებინარი - „როგორ უნდა შევქმნათ ეფექტური შეთავაზებები 3 და 8 მარტისთვის Ads მენეჯერით”  გაიმართება.

 

ვებინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ თუ როგორ შექმნან ფასდაკლების, ქეშბექის ან, თუნდაც, PLUS ქულის შეთავაზება 1,400 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებლისთვის Ads მენეჯერის დახმარებით  - მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე და გაზარდონ ბიზნესის გაყიდვები. ამასთანავე, ისინი მიიღებენ ინფორმაციას ციფრული სასაჩუქრე ბარათების შესახებ, რომელიც ბიზნესებს საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი საუკეთესო საჩუქრად აქციონ.

 

ვებინარი გაიმართება ონლაინ, ზუმის მეშვეობით. შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი ინოვაციური პროდუქტები, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის ზრდას და განვითარებას. შეთავაზების მართვის ახალი პლატფორმა - Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის ახალი პროდუქტია, რომელიც რამდენიმე თვის წინ შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებლებს და  ის ბიზნესებს მონაცემებზე დაფუძნებით გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს. Ads მენეჯერის და სასაჩუქრე ბარათების გამოყენება ახლა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან გაზაფხულის დღესასწაულები ახლოვდება და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ელოდება მათთვის საინტერესო შეთავაზებებს. ვებინარზე ვისაუბრებთ Ads მენეჯერის ყველა იმ შესაძლებლობაზე, რაც ბიზნეს მომხმარებლებისთვის 1 სივრცეში არის ხელმისაწვდომი,

 

როგორ უნდა გამოიყენონ ის. ეს კიდევ ერთი კარგი ინსტრუმენტია მათთვის, ვინც საკუთარი ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს ეძებს“, - განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკო სისტემის სამსახურის უფროსმა.

 

ვებინარზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოდიშარიას და ჩიგოგიძის შვილები
ვიდეო: “მოგი@@ნავ დედის მუტ@ლს” – ოდიშარიასა და ჩიგოგიძის შვილები, ჰამბურგში, გერმანელ პოლიციელებს დაუპირისპირდნენ

“ქართული ოცნების” დეპუტატების, ბექა ოდიშარიასა და ვასილ ჩიგოგიძის შვილები, ჰამბურგში, გერმანელ პოლიციელებს დაუპირისპირდნენ და პრობლემების შექმნით დაემუქრნენ. ამის შესახებ გერმანულმა გამოცემა Spiegel-მ...

პოლიტიკა 1728064206

ბიძინა ივანიშვილი
აშშ-ის ელჩი ოლიგარქ ივანიშვილთან არაფორმალური კომუნიკაციის დეტალებს ასაჯაროებს - რობინ დანიგანისა და ამერიკის საელჩოს გზავნილები

აშშ-ის ელჩი ოლიგარქ ივანიშვილთან არაფორმალური კომუნიკაციის დეტალებს ასაჯაროებს - რობინ დანიგანი "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს და ამბობს, რომ ივანიშვილი შეხვედრაზე უარს იმის გამო ამბობს, რომ მისი ქო...

პოლიტიკა 1728063959

სიახლე ავერსში
,,ავერსში“ სიახლეა:  თვითმომსახურების აპარატით მედიკამენტებსაც შეიძენთ

"ავერსის" სააფთიაქო ქსელში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს გერმანული კომპანია #PYRAMID-ის უახლესი, საუკეთესო ხარისხის თვითმომსახურების აპარატები სწრაფი გადახდისთვის. „ავერსი“ საქართველოში პირველი ფარმაც...

ბიზნესი & ეკონომიკა 1728038502

ნუკი
„გავიღვიძე და ასეთი რამ დამხვდა“ - ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი გამომწერებს თავის ბრენდთან „ნუკი კოსმეტიკსთან“ დაკავშირებით სასიამოვნო ამბავს უზიარებს. აღმოჩნდა, რომ „ამაზონზე“ განთავსებული ბრენდის პროდუქციიდან ერთ დღეში ყველა ერთეული გაიყიდა. „გ...

სოცმედია 1728038343

ლავროვი
„2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“ - ლავროვი ოკუპირებულ ცხინვალზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით "2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება". ამის შესახებ მან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტ...

პოლიტიკა 1728037948

ჰერჩინსკი ბანერები
„აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავია“ - EU-ის ელჩი „ოცნების“ ბანერებზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ქართული ოცნების წინასაარჩევნო ბანერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავია".   "უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი,...

პოლიტიკა 1728037666