ბიზნესი & ეკონომიკა • 1664789745
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობას იწყებს. ბანკსა და GITA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულებით ბაზარზე არსებული გამოწვევების დაძლევას ისახავს მიზნად.
საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, ამ პარტნიორობით, ერთი მხრივ, მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მოძიებას, მეორე მხრივ კი, ქვეყანაში IT პროფესიონალების დასაქმების ხელშეწყობას, კვალიფიციური შრომითი რესურსის შექმნასა და საქართველოში ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერას მოიაზრებს.
მემორანდუმის ფარგლებში GITA-ს „3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის“ წარმატებულ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ საქართველოს ბანკში.
„საქართველოს ბანკის, როგორც ტექნოლოგიური ბანკის, ერთ-ერთი გამოწვევა IT მიმართულებით მაღალკვალიფიციური თანამშრომლების მოძიებაა. სწორედ ამიტომ, ვუერთდებით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიურ ბაზარზე არსებულ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის მომზადება/დასაქმების პროცესში. გვინდა ხელი შევუწყოთ 3000 IT სპეციალისტის პროგრამის წარმატებულ მონაწილეებს, დასაქმდნენ ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიაში, როგორიც საქართველოს ბანკია. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ამ მიმართულებით საინტერესო ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორციელებას“, - აცხადებს საქრათველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მონაცემთა მართვის მიმართულების დირექტორი, დავით დავითაშვილი.
ციფრული ეკონომიკის განვითარება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაშიც კერძო სექტორის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიო ბანკთან ერთად ჩატარებულმა კვლევებმა დაგვანახა, თუ რამხელა სივრცე იყო მოთხოვნა-მიწოდებას შორის IT ბაზარზე, ამიტომ მიზნად დავისახეთ მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება ყველაზე მოთხოვნად უნარებში და 3000-ზე მეტ ადამიანს მივეცით შესაძლებლობა, ჰქონოდათ უფასო წვდომა ხარისხიან განათლებაზე და საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატებზე. ამის შემდგომ კი, გადავწყვიტეთ, ეს ადამიანები იმ კომპანიებთან დაგვეკავშირებინა, რომლებიც მათი დასაქმებით იქნებოდნენ დაინტერესებულნი და მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბანკი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ჩაერთო ამ საქმეში“,- განაცხადა ავთანდილ კასრაძემ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ.
„ამაყი ქართველი • ცხოვრება შიშის ქვეშ • ყურების ტკივილი საბერძნეთთან მატჩში“ – ამ და სხვა თემებზე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა „Geo Team • ჯეო თიმი“-ს ეთერში ისაუბრა. გიორგი წი...
საზოგადოება • 1713558840
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ყოფილი ცოლი, დეა მელაძე სოციალურ ქსელში წერს: "#არარუსულკანონს, #არარუსეთს ამ აზრზე ვიყავი, ვარ და ვიქნები! თუმცა, რადგანაც ჩემს პოზიციას და პოსტს ასეთი გამო...
სოცმედია • 1713558480
„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი… ცოცხალი რეფერენდუმი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ, რომ ირჩევ ევროპას,“ – ეს განცხადება გადაცემაში „რეაქცია“ პროზაიკოსმა ეკატერინე ტოგონიძემ...
პოლიტიკა • 1713557820
„ოცნებას” ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ, რადგან შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ზომიერება და სიმშვიდე...
პოლიტიკა • 1713557580
“ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო, ირაკლი სუთიძემ დაგვტოვა, მაგრამ დიდი კაცობა, მეგობრობა და გამორჩეული შემოქმედება დაგვიტოვა, არაფერ სხვა...
სოცმედია • 1713557401
"მგონი უსინდისო ვარ! წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად." წერს მაესტროს” დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილე ახალგაზ...
სოცმედია • 1713557220
ეს საინტერესოა • 1713555338
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713468243
19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713382289
18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713296400
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი