საქართველოს ბანკი Emolas Corporation-თან პარტნიორობას იწყებს - ახალი კულტურული პროექტები აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778818660
საქართველოს ბანკი ემიგრანტებისთვის სოციალური და კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ კულტურული მენეჯმენტისა და პროდაქშენის კომპანია Emolas Corporation-თან გრძელვადიან პარტნიორობას იწყებს.
ინიციატივის მიზანია ქართულ დიასპორასთან კავშირის გაღრმავება, ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი კულტურული გამოცდილებების შექმნა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია საერთაშორისო აუდიტორიაში.
თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი კულტურული ღონისძიება, მათ შორის კონცერტები, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, თეატრალური გასტროლები, კლასიკური მუსიკის საღამოები, ასევე საოპერო და სხვა კულტურული ღონისძიებები.
კულტურული ღონისძიებების სერია ივნისიდან - სამეფო უბნის თეატრის გასტროლით დაიწყება და ის სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე აუდიტორიას მრავალფეროვან კულტურულ გამოცდილებას შესთავაზებს.
„საქართველოს ბანკისთვის ემიგრანტების მხარდაჭერა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა. Emolas Corporation-თან პარტნიორობა ამ ხედვის ბუნებრივი გაგრძელებაა და გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ ისეთი კულტურული გამოცდილებები, რომლებიც, ერთი მხრივ, გააძლიერებს კავშირს ემიგრანტებთან, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ქართული კულტურის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას და მისი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას. აღსანიშნავია, რომ Emolas Corporation-თან თანამშრომლობა ჩვენთვის ახალი არ არის, იანვარში კარნეგი ჰოლის ისტორიულ სცენაზე ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილების წარმატებული კონცერტიც ამ პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა. სწორედ ამ გამოცდილებამ შექმნა საფუძველი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის, რომელიც მრავალფეროვან კულტურულ პროექტებს მოიცავს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია სამეფო უბნის თეატრის გასტროლი სპექტაკლით „მოახლეები“, ხოლო წლის განმავლობაში არაერთი კულტურული ღონისძიება გაიმართება”, - განაცხადა საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების მარკეტინგის გუნდის უფროსმა, თამარ ნოზაძემ
„საქართველოს ბანკთან პარტნიორობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ კულტურული ინიციატივები აშშ-ში და ქართველ დიასპორას შევთავაზოთ მრავალფეროვანი და ხარისხიანი კულტურული გამოცდილებები. ამავდროულად, ვხედავთ მნიშვნელოვან პოტენციალს და გვჯერა, რომ ეს პროექტები ხელს შეუწყობს ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას“, - ამბობს სალომე ლილუაშვილი, Emolas Corporation-ის დამფუძნებელი.
არ გამოგრჩეთ საქართველოს ბანკის და Emolas Corporation-ის პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ამერიკაში და თვალი ადევნეთ სიახლეებს ამ ბმულზე: https://bankofgeorgia.ge/ka/emigrants/main
გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348689
საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348549
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...
პოლიტიკა • 1781348435
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1781346648
"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...
პოლიტიკა • 1781346587
„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...
პოლიტიკა • 1781346058










