საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერია
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778819042
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის გენერალური სპონსორი გახდა - სივრცის, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს და რომელმაც მნიშვნელოვანი როლის შეასრულა ქართული ჭადრაკის განვითარებაში.
ფოთის საჭადრაკო კლუბი დღეს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრია რეგიონში, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები და ახალგაზრდები სწავლობენ როგორც ჭადრაკის თეორიას, ასევე პრაქტიკულ თამაშს.
პარტნიორობის ფარგლებში იგეგმება ტურნირების მხარდაჭერა, წარმატებული მოჭადრაკეების წახალისება, თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვადასხვა აქტივობის განხორციელება, რომელიც ახალგაზრდებს შეუწყობს ხელს აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ ფოთის საჭადრაკო კლუბში აღიზარდნენ წარმატებული მოჭადრაკეები, რომლებიც მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების პრიზიორები, საერთაშორისო ოსტატის ნორმის შემსრულებლები და საქართველოს ჩემპიონატების გამარჯვებულები გახდნენ და რომლებიც საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს სახელით ასპარეზობენ.
„დღეს ჩვენი მთავარი მიზანია, ფოთის საჭადრაკო კლუბმა კიდევ უფრო თანამედროვე, მრავალფეროვანი და ახალგაზრდებზე მორგებული გარემო შექმნას. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკთან პარტნიორობა ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ის გვაძლევს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ სასწავლო პროცესი, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა და ბავშვებსა და ახალგაზრდებს შევთავაზოთ მეტი შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი მხარდაჭერა რეგიონული კლუბებისთვის, რადგან ის არა მხოლოდ სასწავლო გარემოს აუმჯობესებს, არამედ ახალ თაობას დამატებით მოტივაციასა და განვითარების სტიმულს აძლევს. პარტნიორობის ფარგლებში გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტად აქტიურად გაიმართება როგორც საერთაშორისო, ასევე სხვადასხვა შიდა ტურნირი და ახალგაზრდული აქტივობა, რაც ხელს შეუწყობს ფოთში ჭადრაკის კიდევ უფრო პოპულარიზაციასა და განვითარებას“, - აღნიშნავს დათო კოდუა, ფოთის საჭადრაკო კლუბის დირექტორი.
„საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერაა, რათა ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა, სრულად გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ სტრატეგიული პარტნიორობა ფოთის საჭადრაკო კლუბთან, რომელიც მიზნად ისახავს ჭადრაკის სფეროს, როგორც ინტელექტუალური განვითარების ინსტრუმენტის ხელშეწყობას, სასწავლო პროცესის გაძლიერებას და მოსწავლეებისთვის ხარისხიანი საგანმანათლებლო-სპორტული გარემოს შექმნას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონში ძლიერი საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრის ჩამოყალიბების საფუძველი გახდება. თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი საინტერესო ინიციატივის განხორციელება იგეგმება”, - აღნიშნავს ანი ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.
გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348689
საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348549
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...
პოლიტიკა • 1781348435
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1781346648
"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...
პოლიტიკა • 1781346587
„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...
პოლიტიკა • 1781346058










