საქართველოს ბანკი Global Finance-მა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

ციფრული

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა მსოფლიოს მასშტაბით გამოავლინა საუკეთესო კორპორატიული/ინსტიტუციონალურიციფრული ბანკებიცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მათ შორისაა საქართველოს ბანკიც, რომელიც საერთაშორისო გამოცემამ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაწეული მაღალი ხარისხის საბანკო მომსახურებისთვის საუკეთოდ უკვე მეორედ დაასახელა.

გამარჯვებული ბანკები შეირჩა ისეთი კრიტერიუმების მიხედვით როგორიცაა: ვებ პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნება, მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრულიგამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველიციფრულიშეთავაზებები, ციფრული ინიციატივებიდან მიღებულიხელშესახებიშედეგები მომხმარებლისთვის და ა.შ.

"საუკეთესო ბანკად დასახელება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაწეული მომსახურებისთვის, არის დიდი პატივი ჩვენთვის. მით უმეტეს ისეთი საერთაშორისო გამოცემის მიერ, როგორც  Global Finance-ია. ის ფაქტი, რომ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების  წინაშე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და აქტიურად ვაგრძელებთ მათ მოსმენას, რათა უკეთ გავიგოთ მათი საჭიროებები და გამოწვევები, როგორც ჩანს, არ რჩება ყურადღების მიღმა არც ბიზნესის და არც საერთაშორისო გამოცემების მხრიდან.  ეს ჯილდო არის კიდევ უფრო მეტი მოტივაცია, ვიყოთ მაქსიმალურად ახლოს მომხმარებელთან, საჭირო დროს და საჭირო ადგილას, რათა მათთვის სწორედ იმ სერვისებისა და პროდუქტების მაღალი ხარისხით შეთავაზება შევძლოთ, რაც კიდევ უფრო გაუმარტივებს მათ ყოველდღიურ საქმიანობას და მისცემს მეტს დროს, განავითარონ ბიზნესი.  მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ქმნიან  საუკეთესო ციფრულ ბანკს  მცირე და საშუალო ბიზნესისთვის", - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.

ინფორმაციისთვის, გამარჯვებული ბანკებიGlobal Finance-მა აფრიკის, აზიის, წყნარი ოკეანის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შეარჩია.  საუკეთესო ბანკები კი ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერის, Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრებისა დაGlobal Finance-ის რედაქტორებისშერჩევის შედეგად დასახელდნენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჟურნალისტები
ტყვეობის 365 დღე… ვალდებული ვარ ვიყო იქ, სადაც წყდება საქართველოს და უკრაინის ბედი. თავისუფლება ან სიკვდილი! - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ტყვეობის 365 დღე. ეს არის ასევე ქართველების სამამულო ომი,სადაც წყდება ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი. მინდა დავს...

პოლიტიკა 1664582400

უკრაინა ნატო
"უკრაინის სიმამაცეს ალიანსის გაძლიერება შეუძლია" - ბალტიისპირეთი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს

ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ განაცხადეს, რომ ისინი "სრულიად უჭერენ მხარს უკრაინის ნატოში რაც შეიძლება მალე მიღებას". მათმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა - ურმას რეინსალუმ, ედგარს რინკევიჩმა და გაბრიელ...

მსოფლიო 1664581500

სააკაშვილის ერთი წელი
“დილა მშვიდობისა საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“ - 1 წელი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან

ერთი წლის, პირველ ოქტომბერს, დილას, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საზოგადოებას ფეისბუქით ამცნო  - “დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” . მოგვიანებით, მან ვიდეომიმართვაც გაავ...

პოლიტიკა 1664579580

საგარეო
საქართველო არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების შედეგებს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას ეხმაურება და წერს, რომ საქართველო, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელო...

პოლიტიკა 1664574545

მობილიზაცია
რუსეთში ჩინოვნიკებმა მობილიზაციისგან ფულის გამომუშავების გზა გამოიგონეს

რუსეთის ფედერაციის ხაბაროვსკის მხარეში ჩინოვნიკებმა დააწესეს კორუფციული „ტარიფები“, სამხედრო მობილიზაციის გადადებისთვის - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საღამოს გამართულ ბ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664574240

ავარია
საშინელი ავტოავარია: ზუგდიდში ავტომობილი ხეს შეეჯახა - უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. gurianews-ის ინფორმაციით ავტომობილი, რომელშიც სამი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა ხეს შეეჯახა. შემთხვევის შ...

შემთხვევა 1664566802