საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

ვაჭრობის

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა მსოფლიოს მასშტაბით გამოავლინა საუკეთესო კორპორატიული/ინსტიტუციონალური ციფრული ბანკები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მათ შორისაა საქართველოს ბანკიც, რომელიც საერთაშორისო გამოცემამ ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა.

“სწრაფად მზარდ ციფრულ ბიზნეს გარემოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ციფრული ტექნოლოგიები, ვინაიდან სწორედ ეს განაპირობებს დღეს ბიზნესის სამომავლო წარმატებას. „Global Finance“-ის მხრიდან მსგავსი აღიარება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ციფრული ტრანსფორმაციისაკენ სწორი გეზი გვაქვს აღებული. ეს ჯილდო ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობას იღებდა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო სერვისებისა და პროდუქტების შექმნასა და  მიწოდებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ როგორც უკვე არსებული პროდუქტებისა და სერვისების დახვეწას, ასევე ინოვაციების დანერგვას, რათა მეტი შესაძლებლობები შევუქმნათ ჩვენს ბიზნეს მომხმარებელს“,- განაცხადა სულხან გვალიამ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამარჯვებული ბანკები Global Finance-მა შეარჩია ისეთი კრიტერიუმების მიხედვით როგორიცაა: მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების  მოხერხებული ფუნქციონალი და  დიზაინი.

ინფორმაციისთვის, გამარჯვებული ბანკები საერთაშორისო გამოცემა აფრიკიდან, აზიის, წყნარი ოკეანის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შეარჩია.  საუკეთესო ბანკები კი ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერის, Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრებისა და  Global Finance-ის რედაქტორების შერჩევის შედეგად დასახელდნენ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნიუ იორკი თავის დაწვა
ნიუ იორკის სასამართლოსთან, ტრამპის პროცესის მიმდინარეობისას, მამაკაცმა თავი დაიწვა

ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მამაკაცმა თავი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. კაცი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდე...

მსოფლიო 1713597680

სტუდენტი
სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, კობახიძის ლექციაზე არ შეუშვეს

ირაკლი კობახიძის სტუდენტი ლექციაზე არ შეუშვეს. ახალგაზრდას, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, სალექციო აუდიტორის კარიი ჩაუკეტეს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტს...

პოლიტიკა 1713596794

ნათია ფანჯიკიძე
„ხალხო, ეს თაობა ჩვენ გავზარდეთ, წარმოგიდგენიათ?“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოცქსელში ვიდეოს აქვეყნებს და სოცქსელში წერს: „ხალხო, ეს თაობა ჩვენ გავზარდეთ, წარმოგიდგენიათ? როგორ შევძელით? სამი ვერსია მაქვს - არც ისე ცუდები ვართ, როგორც ხშირად გვეჩვენე...

სოცმედია 1713596625

ლავროვი
„შვეიცარია ღიად მტრული ქვეყანაა“ - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შვეიცარია უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო კონფერენციას ვერ უმასპინძლებს, რადგან ის ნეიტრალური ქვეყნიდან „ღიად მტრულ სახელმწიფოდ“...

მსოფლიო 1713596491

გამომცემლები
"დაუშვებლად მიგვაჩნია იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ მოგვიწოდებენ თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები" - გამომცემელთა ასოციაცია

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დაუშვებლად მიაჩნიათ იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ თავისუფალი, ცივილი...

პოლიტიკა 1713594042

მასწვლებელი
„რა ვუთხრა ხვალ ბავშვებს? ასე უხერხულად არასდროს ვყოფილვარ“ – მასწავლებელი რუსულ კანონზე

 მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელი მელორ ცქვიტაია ფეისბუქში რუსული კანონს ეხიანება და წერს: „თითქმის სამი ათეული წელია მასწავლებელი ვარ! ასე უხერხულად...

საზოგადოება 1713593827