საქართველოს ბანკი გორში რეგიონული ბიზნესის გაციფრულების პროგრამის პრეზენტაციას გამართავს
ბიზნესი & ეკონომიკა • 1722335169

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და რეგიონებში მეწარმეობის ხელშეწყობას აგრძელებს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან და Visa-სთან ერთად, პროექტ Go Digital-ს ახორციელებს. პროექტი რეგიონული ბიზნესების გაციფრულებას ემსახურება და ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტებში სასტუმრო, სარესტორნო ან საცალო გაყიდვების ბიზნესებს ონლაინ სისტემების დანერგვის შესაძლებლობას აძლევს.
პროგრამის პრეზენტაცია გორში, 1 აგვისტოს, 12:00 საათზე, სასტუმრო გორი ინნ-ში შედგება. შეხვედრაზე რეგიონულ ბიზნესები გაიგებენ, თუ როგორ შეუძლიათ ბიზნესთან დაკავშირებული ყოველდღიური პროცესების გაციფრულება, ონლაინ მართვის სისტემების დანერგვა და ფინანსური პროცესების მოწესრიგება.
ინფორმაციისთვის, პროექტში ჩართვიდან 6 თვის განმავლობაში ბიზნესები უფასოდ სარგებლობენ:
· რესტორნის ოპერაციების გაციფრულებისთვის Kovzy-ის მომსახურებით;
· ონლაინ მაღაზიის შექმნისთვის B2C.ge-ის მომსახურებით;
· სასტუმროს ოპერაციების გაციფრულებისთვის Ehotelspace.com-ის მომსახურებით;
· მარაგების მართვისთვის Optimo-ს მომსახურებით.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კი, პროექტის მონაწილეები სარგებლობენ უკეთესი პირობებით საბანკო სერვისებზე:
ბიზნესბარათის საკომისიო პირველი 1 წლის განმავლობაში – 0₾;
ციფრული ტერმინალის საკომისიო პირველი 6 თვის განმავლობაში – 0₾;
ციფრულ ტერმინალზე სადებეტო ბარათით განხორციელებულ ტრანზაქციაზე საკომისიო პირველი 6 თვის განმავლობაში – განისაზღვრება 1%-ით.
პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე 11 მუნიციპალიტეტსა და 94 თემში მდებარე ბიზნესებს შეუძლიათ. სამიზნე რეგიონების სია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
თუ გაინტერესებთ, როგორ შეგიძლით ჩაერთოთ პროგრამაში, ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს და გაიარეთ რეგისტრაცია გორში ღონისძიებაზე დასასწრებად.
იმისათვის კი, რომ ისარგებლოთ უკეთესი პირობებით საბანკო სერვისებზე, გახსენით საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში, გაააქტიურეთ Visa ბიზნესბარათი და ციფრული ტერმინალი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: "საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წ...
რელიგია • 1745094180

"ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა!
საზოგადოება • 1745092500

გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც მათ აქციის მონაწილეების ნაწილი დროშებით, ტაშითა და ანთებული ფანრებით დახვდნენ. ასევე, მათ ქაშვეთის ტაძართან საქართველოს...
პოლიტიკა • 1745092200

19 აპრილს, 15 საათსა და 36 წუთზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარ...
რელიგია • 1745063098

საარჩევნო ელექტრონული აპარატურის შემოწმებაში, ასევე დამატებით ტექნიკისა და სხვა საჭირო საქონლის შესაძენად ცესკო 2 853 928 აშშ დოლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ამის შესახებ "ბათუმელები" წერს. „საარჩე...
პოლიტიკა • 1745062061

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი მისი გათავისუფლებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი...
პოლიტიკა • 1745061853