საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია 

საუკეთესო საქბანკი

საერთაშორისო გამოცემა Global Finance - მა საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა, როგორც მსოფლიოში, ასევე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.Global Finance - მა უკვე 25-ედ, ყოველწლიურ დაჯილდოვებას „Global Finance’s 2024 World’s Best Digital Bank Awards Ceremony“ - ს ლონდონში უმასპინძლა, სადაც მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ციფრული ბანკები გამოავლინა .საქართველოს ბანკს საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის ჯილდო სხვადასხვა განხორციელებული პროექტების და  მნიშვნელოვანი მიღწევების შედეგად გადაეცა. მათ შორის შორის იყო გემიფიკაცია - თამაში, რომელშიც 500 000-ზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა. ასევე, ინვესტიციები, პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი და პოპულარული, ნიუ იორკისა და ნასდაქის ბირჟაზე ათასობით სხვადასხვა კომპანიისა და ფონდის აქციებში ინვესტირების შესაძლებლობას აძლევს.  „Global Finance - ის მიერ მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ბანკად დასახელება  განსაკუთრებით საამაყოა. მსგავსი აღიარება ადასტურებს იმას, რომ ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტები თუ სერვისები, არამარტო ლოკალურ, არამედ გლობალურ ბაზარზე გამორჩეულია. ჩვენ როგორც ტექნოლოგიური კომპანია მუდმივად ვცდილობთ აღნიშნული სფეროს განვითარებას შევუწყოთ ხელი  და ჩვენს მომხმარებლებს ინოვაციური პროდუქტები შევთავაზოთ, რათა მათთვის კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ  საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესი. მინდა მადლობა გადავუხადო გუნდის თითოეულ წევრს და 1.5 მილიონზე მეტ ყოველთვიურად ციფრულად აქტიურ მომხმარებელს, რომლებიც გვირჩევენ ჩვენ. აღიშნული ჯილდო ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა, რათა არ გავჩერდეთ და სამომავლოდ მომხმარებლებს კიდევ არაერთი სიახლე შევთავაზოთ“, - განაცხადა ლევან გომშიაშვილმა, საქართველოს ბანკის მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა გამოცდილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა.ინფორმაციისთვის, Global Finance-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამარჯვებული ბანკები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა: მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების  მოხერხებული ფუნქციონალი და  დიზაინი. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი გამარჯვებულად 9 ნომინაციაში დაასახელა. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი-  მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო გადასცა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ენმ
„ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა დღევანდელ ბრ...

პოლიტიკა 1762762342

სენატი.jpg
აშშ-ის სენატმა მიიღო დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "შათდაუნი" დაასრულოს

აშშ-ის სენატმა მიიღო დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "შათდაუნი" დაასრულოს. CNN წერს, რომ სენატის მიერ მიღებული ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამერიკის მთავრობის ხელახლა...

მსოფლიო 1762759316

ლენტიი
სპეცოპერაციების სერია საქართველოში - ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, დაკავებულია 13 პირი

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს -...

კრიმინალი 1762758491

შალვა პაპუშვილი
შალვა პაპუაშვილის "რჩევები" ბრიუსელს, თუ როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა

შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს "რჩევებს" აძლევს, როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს დემოკრატიას უწუნებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადება...

პოლიტიკა 1762758288

აქცია
„საქართველოში დემოკრატიის უკანასკნელი ნაპერწკალი ქრება“ - The Economist

საქართველო სწრაფად მიექანება ერთპარტიულ მმართველობისკენ - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Economist წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 6 ნოემბერს პროკურატურამ რვა ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის ყოფ...

პოლიტიკა 1762755863

ხაინდრავა
„300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არავინ გარშემო და სად არის, გაარაბდა საქართველო? სად არის ვაფშე კვალი მაგისი, არის?“ - გოგა ხაინდრავა

"ეხა რას ებრძვიან ეს მავნებლები, ამათ ესე არ დავტოვებთ. შეტევა რომ მიდის 6.5 მილიარდიან პროექტზე. 300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არ...

პოლიტიკა 1762753789