საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს აღნიშნავს

საქბანკი ოლიმპიური

23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით, 1948 წლიდან აღინიშნება. სპეციალურად  ამ დღისთვის დაგეგმილი ღონისძიებები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით იმართება და მასში მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს.

 

ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, 23 ივნისს ბათუმში  მასობრივი ოლიმპიური გარბენი და სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართება.

სპორტული აქტივობების სია კი ასე გამოიყურება:

 

1. მძლეოსნური გარბენი;

2. ქვიშის ფრენბურთი;

3. ქვიშის ჭიდაობა;

4. ქვიშის ფეხბურთი;

5. ქვიშის რაგბი;

6. ჭადრაკი;

7. მაგიდის ჩოგბურთი;

8. ველოსპორტი;

9. კარატე;

10. კანოე.

სპორტული აქტივობები 10:00 საათიდან, ბათუმის ზღვისპირა პარკის,  პლაჟის 15-16 სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე შემდეგ სახეობებში დაიწყება: ქვიშის ფრენბურთი, ქვიშის ჭიდაობა, ქვიშის ფეხბურთი, ქვიშის რაგბი. ძველ ბულვარში ჩატარდება შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთში, შეჯიბრება კანოეში ნურის ტბაზე. კარატისტები კი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე იასპარეზებენ.

11:30 საათზე ბათუმის ზღვისპირა პარკის პლაჟის 15-16 სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქვიშის სახეობების სპორტულ მოედნებთან) სტარტს აიღებს ველოგარბენი,  12:00 საათზე კი მასობრივი ოლიმპიური მძლეოსნური გარბენი გაიმართება. ორივე გარბენი (დისტანცია: 2-2,5 კმ)  ანბანის კოშკთან დასრულდება.

ოლიმპიურ მძლეოსნურ გარბენში და ველოგარბენში მონაწილეთა რეგისტრაცია  10:00 საათიდან დაიწყება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები, ასევე სპორტსმენები აჭარის რეგიონიდან.

ოლიმპიურ გარბენში და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები, სპეციალური მაისურები და სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები  გადაეცემათ.

ღონისძიების ორგანიზატორია - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და სეოკ-ის აჭარის რეგიონული ორგანიზაცია. მხარდამჭერები არიან - საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია, აჭარის სპორტული ორგანიზაციები.

ღონისძიების პარტნიორები არიან - სეოკ-ის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი. ასევე ,,ავერსი“ და ,,თელიანი ველი“.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეუფე საბა აშშ
„მე, როგორც ერთ-ერთი მღვდელმთვარი, თანახმა ვარ, რომ პატიმრების შეწყალება მოხდეს“ - მეუფე საბა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი იმ მღვდელმთავართაგან ერთ-ერთია, ვინც სინდისის პატიმრების შეწყალებაზე პატრიარქის მხრიდან საუბრის დაწყებას ემხრობა. როგორც სასულიერო პირმა “ტვ პირველი...

საზოგადოება 1778607897

მეუფე იაკობი
„ ჩემს ჭკუაზე რომ იყოს ეს ქვეყანა მოწყობილი ციხე არ იქნებოდა“ — მეუფე იაკობი სინდისის პატიმრების შეწყალებაზე

„მე არაემოციური ადამიანი ვარ, ყველაფერს ჩვეულებრივ ვხედავ და მიხარია. მე რომ ვიყო ციხე არ მექნებოდა, მაგრამ ჩემზე არ არის დამოკიდებული, მე საერთოდ იმას ვიძახი, ჩემს ჭკუაზე რომ იყოს ეს ქვეყანა მოწყობილ...

პოლიტიკა 1778601240

ნავთობი
უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშების გამო რუსეთში ბენზინის დეფიციტი დაიწყო - The Moscow Times

უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშების გამო რუსეთში ბენზინის დეფიციტი დაიწყო | ინფორმაციას The Moscow Times პროსამთავრობო გამოცემა Kommersant-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1778601094

ივანიშვილი
შეკვეთილში ივანიშვილის პარკების შენახვა და მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს 4 741 000 ლარი დაუჯდება

შეკვეთილში ივანიშვილის პარკების შენახვა და მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს 4 741 000 ლარი დაუჯდება | ამის შესახებ კომპანიამ Starring Georgia შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური წერილით უკვე მიმართა. საუბარია...

პოლიტიკა 1778601017

ლუკაშენკო
„ჩვენ ვემზადებით ომისთვის“ - ლუკაშენკო

„ჩვენ მოვახდენთ ნაწილებისა და შეიარაღებული ძალების წერტილოვან მობილიზებას, რომ ისინი ომისთვის მოვამზადოთ. ღმერთმა ქნას, რომ მისი თავიდან აცილება მოხერხდეს. ჩვენ ვემზადებით ომისთვის“ | განაცხადა ბელარუ...

მსოფლიო 1778600936

ნანუკა ჟორჟოლიანი
„როგორ ივსება პატიმრების ბარათები, რომ იცოდეთ... თუ რამე გამომრჩა და კითხვა გაქვთ, აქ ვარ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: როგორ ივსება პატიმრების ბარათები რომ იცოდეთ.სინდისის პატიმრები სრულად ჩემი პასუხისმგებლობაა. პირველი დღიდან ამ წუთამდე.4 ოქტომბრის პატიმრები რომ დაგვემატნენ, გამორიცხ...

სოცმედია 1778600879