საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე ვორკშოპს გამართავს

საქბანკი ქალი


საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, ქალი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, 17 ივლისს, საქართველოს ბანკის 4B სივრცეში, ალექსანდრე ყაზბეგის 15 ნომერში, ვორკშოპი "ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის"გაიმართება. შეხვედრას „ალტე უნივერსიტეტის“ ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი, ნანა დიხამინჯია გაუძღვება.

 

შეხვედრაზე განხილული იქნება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული უცხოური და ქართული აპლიკაციები, ასევე ის, თუ როგორ იყენებენ დღეს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს მცირე და საშუალო მეწარმეები.

 

„ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების დანერგვა ყოველდღიურ საქმიანობაში თანამედროვე ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი ფორმულაა. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტში ახალი კავშირების ფორმირებას და ყველაზე აქტუალური ტექნოლოგიური ხელსაწყოების შესახებ ცნობადობის გაზრდას. საბოლოოდ კი, გვსურს, ამ გზით, ქალ მეწარმეებს საკუთარი საქმიანობის ახალ საფეხურზე გადაყვანის შესაძლებლობა მივცეთ. აღნიშნული ღონისძიება, ისევე, როგორც სხვა რეგულარული ბიზნესშეხვედრები მომხმარებლების ინტერესებისა და სურვილების კვლევის შედეგად იგეგმება. ამიტომაც მოხარული ვართ, რომ არ ვჩერდებით და მათ სხვადასხვა საკითხის ექსპერტებთან შეხვედრის შესაძლებლობას ვაძლევთ“, - აცხადებს მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

 

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

 

ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ საქართველოს ბანკის მომხმარებლებს. თუ ჯერ არ ხართ ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჯაღმაიძე
ვიდეო: ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ამხილეს

ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ამხილეს

პოლიტიკა 1762706988

ორბანი ტრამპი
ტრამპის ადმინისტრაცია ორბანის განცხადებას უარყოფს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარყო უნგრეთის მხარის მტკიცება, რომ ბუდაპეშტი განუსაზღვრელი ვადით გათავისუფლებულია რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე ამერიკული სანქციებისგან. ვაშინგტ...

მსოფლიო 1762705556

ტურავა
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე მყოფი მერაბ ტურავა KriPoz-ის საერთაშორისო რედაქტორების სიიდან ამოიღეს

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე მყოფი მერაბ ტურავა KriPoz-ის (კრიმინალური პოლიტიკის ჟურნალის) საერთაშორისო რედაქტორების სიიდან ამოიღეს | ამ...

პოლიტიკა 1762705456

დოროთე სტეფანე
„მე კი გეტყვი მიტროპოლიტო!!! როგორც რეზინაზე არ გადადის დენი, ისე შენზე არ გადმოვა სულიწმინდა. შენი სული მკვდარია და მკვდრებში ვერ და არ მკვიდრობს სულიწმინდა ღმერთი" - არქიმანდრიტი დოროთე

"მიტროპოლიტი სტეფანე ამბობს, რომ მე, არქიმანდრიტი დოროთე, დაცლილი ვარ სულიწმინდისგან. მე კი გეტყვი მიტროპოლიტო!!! როგორც რეზინაზე არ გადადის დენი, ისე შენზე არ გადმოვა სულიწმინდა. შენი სული მკვდარია დ...

სოცმედია 1762705318

სირიის პრეზიდენტი
სირიის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი ვაშინგტონში - აჰმედ ალ-შარა ტრამპს შეხვდება

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარამ პენტაგონის მაღალჩინოსნებთან ერთად კალათბურთი ითამაშა. კადრები საერთაშორისო მედიამ გაავრცელა. ალ-შარა აშშ-ის დედაქალაქში იმყოფება...

მსოფლიო 1762705180

ბედმეირება
რა არის ბედნიერება და რა გზას გადის ადამიანი თავისუფლებისკენ - ვიდეო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ 

რა არის ბედნიერება და რა გზას გადის ადამიანი თავისუფლებისკენ - ვიდეო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ   

ეს საინტერესოა 1762705071