საქართველოს ბანკი საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალ „თაობის“ მხარდამჭერია

თაობა საქბანკი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 20-26 სექტემბერს ქუთაისში საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ ეროვნული სასახლის, ასევე კულტურისა და განათლების ფონდის ორგანიზებით გაიმართება. ფესტივალზე  31 მოკლემეტრაჟიანი და 11 სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი.კინოფესტივალ ,,თაობის” აქტივობები ქალაქ ქუთაისში შემდეგ სივრცეებში ჩატარდება:•  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციური  ცენტრი;•  ,,კინოთეატრი საქართველო”;•  ი. გრიშაშვილის ქუჩა (თეთრ ხიდთან);•  აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა;ფესტივალში  ყოველდღიურად 700-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას - ისინი დაესწრებიან სპეციალურად მათთვის შერჩეული ფილმების კინოჩვენებას, ჩაერთვებიან მოდერირებულ დისკუსიებსა და შემოქმედებით ჯგუფებთან შეხვედრებში. მოუსმენენ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების ლექციებს, მონაწილეობას მიიღებენ მასტერკლასებში და ფესტივალის გამარჯვებულ ფილმებს გამოავლენენ. ღონისძიების ფარგლებში, 21 სექტემბერს, 15:00 საათზე, ქუთაისის პირველ სკოლაში გაიმართება ვორკშოპი,  რომელსაც საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის ინიციატივით შექმნილი STEM სკოლის მასწავლებელი - მარეხ მაზანაშვილი გაუძღვება. შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნობიან მომავლის ტექნოლოგიებს, გაიგებენ როგორ არის დაპროგრამებული ჭკვიანი მოწყობილობები, რა გზები არსებობს ინოვაციური იდეების განსახორციელებლად და სხვა. ამასთან, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ეწვიონ ღონისძიების ტერიტორიაზე განთავსებულ საქართველოს ბანკის სტენდს და მიიღონ სპეციალური შეთავაზებები. ინფორმაციისთვის, ფესტივალი 20 სექტემბერს, 20:00 საათზე ი. გრიშაშვილის ქუჩაზე იტალიური ფილმის  ,,ხვალინდელი დღეც გვაქვს“ საჯარო ჩვენებით გაიხსნება. აღნიშნული კინოჩვენება იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება. დახურვის ცერემონია კი 26 სექტემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, გამარჯვებული ფილმები გამოვლინდებიან, ხოლო ღონისძიება ქართული ჯგუფების კონცერტით დასრულდება.კინოფესტივალის შესახებ:„თაობა“ არის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული კინოფესტივალი, რომელიც 2018 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში დაარსდა. ის ხელს უწყობს ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარებას, მათი შესაძლებლობების წარმოჩენასა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციას. კინოფესტივალი არაკომერციულია და მის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში მონაწილეობა სრულიად უფასოა.საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ არის ევროპის საბავშვო ფილმების ასოციაციის (European Children's Film Association) ერთადერთი წევრი საქართველოდან, ევროპული კინოაკადემიის „ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოს“ ქართველი პარტნიორი და თანამშრომლობს ათობით საერთაშორისო კინოფესტივალსა და კინოგანათლების ორგანიზაციასთან მსოფლიოს მასშტაბით.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნეთანიაჰუ ერდოღანი
„გენოციდის დანაშაულის ჩადენით უკვე გადააჭარბა ტირან ჰიტლერს. იმედი გვაქვს, მის ბედს არ გაიზიარებს“ - ერდოანი ნეთანიაჰუზე

„თურქეთი გადის უკიდურესად მგრძნობიარე პერიოდს, რომელშიც მთელი თავისი ენერგია და შესაძლებლობები უნდა მიმართოს საკითხებისადმი, რომლებიც მის გადარჩენას უკავშირდება. გვჭირდება თნამშრომლობა და სოლიდარულობი...

მსოფლიო 1750270872

რასა იუკნევიჩიენე
„საჭიროა სანქციები რეჟიმზე, მხოლოდ არჩევნები დაუბრუნებს ხალხს ქვეყანას“ - იუკნევიჩიენე

სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ. ყველა, ვისაც ხელი აქვს გასვრილი, ყველას ეშინია სანქციების. ჩვენ წნეხი უნდა განვახორციელოთ რეჟიმზე ყველა გზით და აღარ უნდა მოვითხოვოთ მათგან, რომ ევროკავ...

პოლიტიკა 1750268436

ირანი სატელეფონო
ირანში, ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი თითქმის სრულად გათიშულია

 ორგანიზაცია NetBlock-ის ცნობით, ირანში, ისრაელთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე, 18 ივნისს ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი თითქმის სრულად გაითიშა.   "ამ დროის მონაცემები აჩვენებენ, რომ ირანში ქვეყნ...

მსოფლიო 1750268339

 ისრაელ კაცი
"ჩვენ ახლახან გავანადგურეთ რეჟიმის რეპრესიების მთავარი ინსტრუმენტი, ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბი“ - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

"ჩვენ ახლახან გავანადგურეთ რეჟიმის რეპრესიების მთავარი ინსტრუმენტი, ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბი. დაპირებისამებრ, ჩვენ გავაგრძელებთ რეჟიმის სიმბოლოების ზიანის მიყენებას და აიათოლების რეჟიმის დარტყმა...

მსოფლიო 1750265758

სააკაშვილი
,,მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი უკვე და­ი­წყო… სან­დრას მა­მამ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ნაკ­რე­ბი და რა­დიო იყი­და“ – მიხელ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე ინგლისურ ენაზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო: ,,მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი უკვე და­ი­წყო. მისი მთა­ვა­რი ნი­შა­ნი არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა­ს...

პოლიტიკა 1750265543

ირანის სამთავრობო თვითმფრინავ
ირანის სულ მცირე 3-მა სამთავრობო თვითმფრინავმა ქვეყანა დატოვა

ირანის სამოქალაქო ავიაციის მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის მიუხედავად, ოთხშაბათს ქვეყანა ირანის მთავრობის სახელზე რეგისტრირებულმა სულ მცირე სამმა თვითმფრინავმა დატოვა - ამის შესახებ israel national news...

მსოფლიო 1750264084