საქართველოს ბანკი საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდამჭერია - რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში?

წწქ

ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდამჭერია.

წელს საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობა 120-მა ახალგაზრდამ მიიღო. შედეგად, გამოვლინდა კონკურსის გამარჯვებული - ნინი გაფრინდაშვილი, რომელიც 12-17 მაისს ლონდონში, საჯარო მეტყველების კონკურსის საერთაშორისო ტურში მიიღებს მონაწილეობას.

„კონკურსი სათავეს 1998 წლიდან იღებს. თავდაპირველად მონაწილეთა რაოდენობა სულ რაღაც 10-ს შეადგენდა, თუმცა მას შემდეგ ყოველწლიურად პროექტში მონაწილეთა რაოდენობა იზრდება და ბოლო წლებში ყოველწლიურად მინიმუმ 100-120 მონაწილე გვყავს.საჯარო მეტყველების კონკურსში, ამ 27 წლის განმავლობაში,ჯამში, დაახლოებით 2000-ზე მეტ ახალგაზრდას აქვს მიღებული მონაწილეობა“, - აღნიშნავს თეიმურაზ კორკოტაშვილი,საჯარო მეტყველების კონკურსის პროექტის მენეჯერი.

ინიციატივა ახალგაზრდებს ეხმარება, განავითარონ და დახვეწონ საკუთარი ორატორული უნარები, კრიტიკული აზროვნება და შეიძინონ მეტი თავდაჯერებულობა.

„როგორც მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, მასში მონაწილეობა ძალიან დიდ გამოცდილებას აძლევს ახალგაზრდებს, რომელიც დიდწილად შემდგომი კარიერული წარმატებების საწინდარი ხდება, რასაც ნათლად ასახავს კონკურსში მონაწილეების მრავალფეროვანი მიღწევები“, - აღნიშნავს თეიმურაზ კორკოტაშვილი.

ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი 50-ზე მეტ ქვეყანაში არის წარმოდგენილი.შედეგად, ეს არის მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი კონკურსი, რომელშიც,16-დან 20 წლის ჩათვლით, მილიონზე მეტი ახალგაზრდაა ჩართული.

ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებულს კი აქვს შესაძლებლობა, ლონდონში გამართულ საერთაშორისო ტურზე  50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს (გამარჯვებულს)შეხვდეს და გახდეს საჯარო მეტყველების კონკურსის საერთაშორისო ქსელის წევრი.

“კონკურსში კონკურენცია ძალიან დიდია, ამიტომ გამარჯვებულის ბედი შესაძლოა ძალიან მცირე დეტალმა გადაწყვიტოს, თუმცა მაინც გამოვყოფდით რამდენიმე ძირითად თვისებას. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია გადმოცემის უნარი - კონკურსანტმა ნათლად და ამომწურავად უნდა მიიტანოს სათქმელი აუდიტორიასთან. მნიშვნელოვანია აგრეთვე არავერბალური მხარეც, გარკვეულ წილად, ყურადღება ექცევა მონაწილის არტისტულ უნარებსაც. რა თქმა უნდა, ინგლისური ენის ცოდნა ძალიან მაღალ დონეზე. ეს ალბათ უპირველესი აუცილებლობაა, თუმცა წლების მანძილზე ამ კონკურსში რთულია იპოვოთ ისეთი ახალგაზრდა, რომლის ინგლისურიც არ შეესაბამებოდა კონკურსის მოთხოვნებს. მეტიც, ძალიან რთულია იმის მიხვედრა, რომ ბევრი მონაწილისთვის ინგლისური მშობლიური ენა არ არის.ასევე, მონაწილე უნდა იყოს ძალიან დამაჯერებელი. მნიშვნელოვანია ჰქონდეს თვითრწმენა, რომ მას შეუძლია გაიმარჯვოს!“ - განმარტავს თეიმურაზ კორკოტაშვილი.

აღნიშნული თვისებების გაუმჯობესებაში  დიდ როლს თამაშობს კონკურსის ფარგლებში ექსპერტებისა და ამ კონკურსის წინა წლებში გამარჯვებული სპიკერების მიერ გამართული ტრენინგები და კონსულტაციები. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურსის გამარჯვებულები ლონდონში დამატებით ტრენინგებსა და კონსულტაციებს გადიან, რომელსაც საერთაშორისო გამოცდილი ექსპერტები უძღვებიან.

“განათლების სფეროს წარმატება ნებისმიერი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია. და, ამ მიმართულებით, არც საქართველოა გამონაკლისი. საჯარო მეტყველების კონკურსი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ წლების მანძილზე რამდენ გამორჩეულ ახალგაზრდას მოუყარა თავი, კიდევ უფრო დაეხმარა განვითარებაში და შემდგომში, სხვადასხვა სფეროში.  წარმატებულ და შემდგარ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი და საქართველოს ბანკის ხედვა და მთავარი ორიენტირი - აღმოვაჩინოთ და ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს, ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის.სწორედ ჩვენი სპონსორის დამსახურებაა ამ კონკურსის ასეთ მასშტაბებზე გასვლა, ვინაიდან, მონაწილეები გვყავს, როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში 5 დღით გაემგზავროს ლონდონში საერთაშორისო ფინალში მონაწილეობის მისაღებად“.

საჯარო მეტყველების კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახა კალაძე
„გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია“ - კახა კალაძე

19 მაისი, საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდუ...

საზოგადოება 1779211757

ტრამპი
"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენო... ძალიან მალე გავიგებთ" - ტრამპი

"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენოთ, გუშინ დარტყმამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, როდესაც გადაწყვეტილება შევცვალე. ისინი ითხოვენ შეთანხმების დადებას, მაგრამ შესაძლოა, კიდევ ერთი ძლიერი და...

მსოფლიო 1779211622

კახა კალაძე ათეა-ს
„არ აქვს მნიშვნელობა საუბარი იქნება ჩემზე, ოპოზიციის წარმომადგენელზე თუ რიგით მოქალაქეზე, ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს“ - კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას, რომელიც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ იმუშავებს. კახა კ...

პოლიტიკა 1779211556

კალაძეე
„აქციის გამართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგრამ როცა ამას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ამთხვევ, მავნებლობაა“ - კახა კალაძე

„რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც განულებულ ოპოზიციას რამე დაუგეგმოს და აქტივობებში ხელი შეუშალოს?“ - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებ...

პოლიტიკა 1779211414

კახა კალაძე1
„მე, როგორც რიგითი მოქალაქე და დედაქალაქის მერი, მივესალმები აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაღრმავებას“ -   კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა მიმართულებით გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპ...

პოლიტიკა 1779211364

კახა კალაძე
„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი აქციებზე მოქმედებდნენ კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები, რომელთაც ადამიანების ცოცხლად დაწვის მცდელობა ჰქონდათ“ - კახა კალაძე

„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურა...

პოლიტიკა 1779211308