საქართველოს ბანკი საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია - Global Finance

 საქართველოს ბან

Global Finance-ის 26-ე ყოველწლიური “მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე”, საქართველოს ბანკმა საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის გლობალური ჯილდო მიიღო. ბანკი გამარჯვებულად კიდევ ხუთ ნომინაციაში დასახელდა.

 

„ციფრული ბანკის განვითარების გზაზე ჩვენთვის მთავარი მიზანია, მომხმარებლებს გამარტივებული, სწრაფი და მაღალპერსონალიზებული გამოცდილება შევთავაზოთ. Global Finance-ის მიერ მინიჭებული მსოფლიოს საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს , რომ ჩვენი სტრატეგია ეფექტიანი და სამაგალითოა. მადლობა ჩვენს მომხმარებლებს ნდობისთვის და გუნდის თითოეულ წევრს გაწეული ძალისხმევისთვის”, - განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკს კონკურენციას უწევდნენ ისეთი ძლიერი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიც არიან Bank of America, Citi, Revolut და სხვა.

გამარჯვებულები შეირჩნენ ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერის, ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნების, ონლაინ მომხმარებელთა ბაზის ზრდისა და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე. მონაწილეები გლობალურმა საკონსულტაციო, ტექნოლოგიურმა და აუთსორსინგის ლიდერმა კომპანიამ Infosys-ის ჟიურიმ შეაფასა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება Global Finance-ის რედაქტორებმა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 2025 წლის დაჯილდოების პირველ რაუნდში საქართველოს ბანკმა 34 სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზურაბიშვილი ივანიშვილი
„დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს. ივანიშვილი საჰაერო სივრცეს ურავს... ამ რეჟიმის დრო დასასრულს უახლოვდება!“- სალომე ზურაბიშვილი

შიში, მეგალომანია თუ...- ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ აბასთუმნის რეზიდენციის თავზე ცის დაკეტვას და სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ "რეჟიმის...

პოლიტიკა 1776408026

სპეცოპერაცია
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და დაკაცებული 4 პირი - სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - თბილისის, აჭარის და გურიის  პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა -ტარების ფაქტებზე 4 პირი დააკა...

კრიმინალი 1776407392

პედაგოგი
20 აპრილს მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

20 აპრილს მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება - მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ | ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი და განათლ...

განათლება 1776407088

მოროშკინა
„ატყობთ,რომ ჩუმად ვარ?.. ის მომენტია, როდესაც ყველამ ტაიმ აუტი უნდა ავიღოთ“ - ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინა: ატყობთ,რომ ჩუმად ვარ?მწერთ რას ვფიქრობ ცალკე მაკა ბოჭორიშვილზე და ცალკე ზახაროვას პასუხზე?ვფიქრობ, ის მომენტია,როდესაც ყველამ ტაიმ აუტი უნდა ავიღოთ.მესმის,რომ მინისტრის განცხადებები იმ...

სოცმედია 1776405969

პეტრე ცაავა
„პატრიარქმა უთხრა ივანიშვილს, უნდა გადავგე და 5 საკითხი მომიგვარე საპენსიო საჩუქრადო, მოაგვარებინა და აღარ გადადგა“ - მეუფე პეტრე ცაავა

"მეუფე შიო როცა დაასახელა, დაიბარა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პატრიარქმა. არაფორმალური მმართველი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში. ჩამოწერილი 5 თემა იყოო. როცა მოდიოდა ყოფილი...

საზოგადოება 1776401796

კალაძე
„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა - არავის აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, როგორც ამას ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ცდილობს“ - კახა კალაძე პეტერ მადიარის განცხადებაზე საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეეში...

პოლიტიკა 1776399699