ბიზნესი & ეკონომიკა • 1653389326
საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ტექ-მიმართულებით ტრანსფორმაციას და სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ამჯერად ბანკი გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობის მიმართულებით ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდ ღონისძიებას, Seamless Middle East 2022-ს უერთდება.
მსოფლიოს მასშტაბით მიწვეულ სპიკერებს შორის, საქართველოს ბანკს ღონისძიებაზე ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მაიკო გორგილაძე წარადგენს.
ღონისძიება 31 მიასიდან 1 ივნისის ჩათვლით, დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში გაიმართება. Seamless Middle East 2022 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 10,000-ზე მეტ მიწვეულ სტუმარს, 300-ზე მეტ სპიკერსა და 350-ზე მეტ გამოფენის მონაწილეს გააერთიანებს. მათ შორის, ისეთი კომპანიების წარმომადგენლებს, როგორიცაა: Microsoft, SAP, Oracle, PayPal, Salesforce, VISA, IBM და სხვ.
„უკვე 22 წელია, Seamless-ი გადახდების, ფინტექის, ელექტრონული კომერციის, საბანკო, და სხვა ინდუსტრიების წამყვანი პროფესიონალების შეხვედრის ადგილს წარმოადგენს. მაქვს შესაძლებლობა, აუდიტორიას საქართველოს ბანკის სახელით ის სიახლეები და ინოვაციები გავაცნო, რომელსაც ბოლო პერიოდში ვავითარებთ და უახლოეს მომავალში დავნერგავთ. პანელური დისკუსიის ფარგლებში ისეთ საკითხებს მიმოვიხილავთ, როგორიცაა: ფინტექი; ახალი ბიზნეს მოდელების ათვისება; მომხმარებლის მუდმივადცვალებადი საჭიროებების დაკმაყოფილება; ფინანსური სისტემების სამომავლო ხედვა - როგორ გამოიყურება სამომავლო საბანკო დღის წესრიგი და სხვ. ღონისძიება უამრავი საინტერესო და ინოვაციური იდეის გაზიარების შესაძლებლობას იძლევა, საბანკო თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა ის ციფრული ინოვაციები და ტექნოლოგიები, რასაც საქართველოს ბანკში ვნერგავთ, კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ“, - აცხადებს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მაიკო გორგილაძე.
გამოცემა "პუბლიკა" აკა მორჩილაძის წერილს აქვეყნებს - მწერალმა წერილი გამოცემის დირექტორს, ზურა ვარდიაშვილს გაუგზავნა. ის რუსულ კანონთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შეეხება: გთავაზობთ წე...
საზოგადოება • 1713391268
მთავრობის ადმინისტრაციასთან, პოლიციელებმა ოპოზიციონერი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ძალის გამოყენებით პოლიციის მანქანაში ჩატენეს. პოლიციის განცხადებით, ის ტერიტორიას განარიდეს.
პოლიტიკა • 1713385597
ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ პოლიციის შეფმა ვაჟა სირაძემ ის მართალც წაიყვანა კანცელარიაში, ირაკლი კობახიძესთან შესახვედად, თუმცა გზაში გადაიფიქრა. "სირაძემ თქვა, აბა თუ არ გეშინია წამოდიო, გავყევი, მ...
პოლიტიკა • 1713385214
მთავრობის კანცელარიასთან - შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდება...
პოლიტიკა • 1713384712
"ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდა გამბედაობა და გამოდიოდა ხალხთან. მასაც კი არ ეშინდოა ხალხთან ლაპარაკის და ამ არაკაცებს თავი არ აქვთ, გამოვიდნენ და ხალხს დაელაპარაკონ. ეს არის ვორონციოვის ხელისუფლება, რომელ...
პოლიტიკა • 1713384444
ლეკო ელისაშვილი სამართალდამცველებმა კანცელარიიდან განარიდეს - ამის შესახებ "პირველებთან" კანცელარიასთან მყოფი პოლიციელები აცხადებენ. "ალეკო არის პროვოკატორი და ის განრიდებულია", - ამბობს პოლიცია. მთავ...
პოლიტიკა • 1713384238
ეს საინტერესოა • 1713382289
18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713296400
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713122762
15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი