საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა 

საქბანკი საქბანკი

Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესებისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა. საერთაშორისო გამოცემამ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოების 25-ე ყოველწლიურ ცერემონიას ლონდონში უმასპინძლა.

 

“ფინანსური ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, ციფრული ვალუტების განვითარება და კიბერუსაფრთხოების მზარდი მნიშვნელობა ციფრული საბანკო სერვისების სტანდარტებს მუდმივ რეჟიმში განსაზღვრავს. Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების ჯილდო იმ ფინანსური ინსტიტუტების წარმოჩენას ემსახურება, რომლებიც ინოვაციური ციფრული გადაწყვეტებით მოწინავე ადგილს იკავებენ და ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს აწესებენ“, - განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა, ჯოზეფ ჯიარაპუტომ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა ბიზნესებისთვის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო რეგიონში სხვადასხვა მიღწევის შედეგად მიიღო. მათ შორისაა ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების 30%-იანი ზრდა და ბიზნეს საბანკო ტრანზაქციების 99%-ის სრულად ციფრულად შესრულება;  ავტომატიზებული, ციფრული შეთავაზებები ბიზნესისთვის, სატენდერო გარანტიების გაციფრულება, ბიზნეს ანგარიშის ციფრულად გახსნის სიმარტივე; ბიზნეს ინტერნეტ და ბიზნეს მობილბანკის, ასევე სხვა ციფრული პლატფორმების მომხმარებელთა შეფასებები და ა.შ.

„ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი გუნდის მიერ გაწეულ შეუფასებელ ძალისხმევას, რათა დავნერგოთ რეგიონსა და მსოფლიოში საუკეთესო ციფრული პროდუქტები და სერვისები. ჩვენი გუნდის 8000-ზე მეტი წევრი მიჰყვება წლების წინ შემუშავებულ სტრატეგიას, რომ ვიყოთ რელევანტური ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების ყოველდღიურ საქმიანობაში, Global Finance-ის ჯილდო კი ამის საუკეთესო აღიარებაა. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მუდმივ რეჟიმში ვიყენებთ ტექნოლოგიურ პროგრესს ბიზნესების გასაძლიერებლად და მათთვის საუკეთესო შესაძლებლობების გასაზიარებლად“, - განაცხადა ლევან გომშიაშვილმა, საქართველოს ბანკის მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა გამოცდილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი Global Finance-ის დაჯილდოებაზე ჯამში 9 კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა, მათ შორის მოიპოვა ყველაზე მნიშვნელოვანი - მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მესხი
პოლიციელი როლანდ მესხი, რომელმაც აქციის მონაწილე ქალს თმა მოქაჩა, გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა

 პოლიციელი, როლანდ მესხი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, აქციის მონაწილე ქალს თმა მოქაჩა, ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა.   "შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის პი...

პოლიტიკა 1745520206

მაკრონი
"ერთადერთი აგრესორი არსებულ სიტუაციაში რუსეთია და ამერიკის რისხვა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ ერთ ადამიანზე: პრეზიდენტ პუტინზე" - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების თემას და ამ ფონზე რუსეთის მიერ კიევის დაბომბვას გამოეხმაურა. ამის შესახებ BFMTV წერს. მაკრონის თქმით, "ერთადერთი აგრ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1745512635

გზის გადაკეტვა გმირთა მოედანზე
"გზის გადაკეტვაზე ჯარიმები ვინც გაასაჩივრა, ნაწილს შსს უარს ეუბნება საჩივრის დაკმაყოფილებაზე... როგორ ვასაჩივრებთ" - ნიკა სიმონიშვილის რჩევები

იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი წერს, რომ მოქალაქეებს, რომლებმაც გზის გადაკეტვაზე მიღებული ჯარიმები გაასაჩივრეს უარს ეუბნებიან საჩივრის დაკმაყოფილებაზე. იურისტი სოციალურ ქსელში რჩ...

პოლიტიკა 1745512091

ქარსელაძე სოხაძ
ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა დატოვა - "ოცნების" მთავრობაში მას რევაზ სოხაძე ჩაანაცვლებს

„ოცნების“ ინფრასტრუქტურისა და რეგინული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქარსელაძის თანამდებობიდან წას...

პოლიტიკა 1745510692

წილოსანი გელაძე
„შენ ისეთი ცხოვრების წესით ცხოვრობ, სამოთხეში მაინც ვერ მოხვდები და ეშმაკთანაც გაიფუჭებ საქმესო“ - რა ანეგდოტი გაახსენა ლაშა მგელაძე წილოსანის განცხადებამ

ლაშა მგელაძე, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი: ერთი ამბავი გამახსენა წილოსანის განცხადებამ: ერთი მდიდარი ამბობს ეკლესიის შენება დავიწყეო და მეზობელი ეუბნებაშ ე ნ ი ს ე თ ი ც ხ ო ვ...

სოცმედია 1745510452

სანქციები
"ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემითა და ურთიერთსასარგებლო გზით ვაშენებთ... მოსკოვი და თბილისი ცდილობენ გააძლიერონ საქმიანი და ჰუმანიტარული თანამშრომლობა" - ზახაროვა

"მიუხედავად [საქართველოსთან] არსებული პოლიტიკური უთანხმოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემითა და ურთიერთსასარგებლო გზით ვაშენებთ. ამ მიმართულ...

პოლიტიკა 1745510001