საქართველოს ბანკის Ads მენეჯერს Simple Steps Academy-ში ციფრული მარკეტინგის კურსზე შეასწავლიან
ბიზნესი & ეკონომიკა • 1720614700
საქართველოს ბანკის ციფრული სარეკლამო პლატფორმა Ads მენეჯერი, რომელიც ბიზნესებს 1 500 000 მომხმარებელთან აკავშირებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებში მოხვდა. ციფრული მარკეტინგის შემსწავლელმა ერთ-ერთმა წამყვანმა ქართულმა აკადემიამ, Simple Steps Academy-მ, Ads მენეჯერი საკუთარი კურსის სილაბუსში შეიტანა და მას ისეთ ცნობილ ციფრულ ხელსაწყოებთან ერთად ასწავლის, როგორებიცაა Google Ads, Meta Business Manager და სხვა.
აღსანიშნავია, რომ Ads მენეჯერი პერსონალიზებული შეთავაზებების შექმნისა და მართვის პლატფორმაა საქართველოს ბანკისგან. იგი ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, ინფორმაცია ფასდაკლების, ქეშბექის ან სპეციალური პირობების შესახებ საქართველოს ბანკის მომხმარებლებს მობილბანკში, ინტერნეტბანკსა ან offers.bog.ge-ზე გაუზიაროს. მისი მეშვეობით, ბიზნესი ირჩევს მიზნობრივ აუდიტორიას მომხმარებელთა ადგილმდებარეობის, ასაკის, ინტერესების, ქცევის თუ სქესის მიხედვით, მომხმარებელი კი ორგანიზებულად, ერთ სივრცეში ათვალიერებს საკუთარ ინტერესებზე მორგებულ შეთავაზებებს.
Ads მენეჯერი რეგიონული მასშტაბით უნიკალური პლატფორმაა და ის განსაკუთრებით ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვისაა. ის კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, გაზარდონ გაყიდვები და შეიძინონ ერთგული მომხმარებლები.
„მოხარული ვართ, რომ Ads მენეჯერი იქცა ისეთ საინტერესო პლატფორმად, რომლის შესახებაც საგანმანათლებლო დაწესებულება სილაბუსს ადგენს.
თანამედროვე სამყაროში ბიზნესებისთვის ციფრული მარკეტინგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახდა, შესაბამისად, სასიამოვნოა, რომ ამ სფეროს შესწავლით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ და შემდგომში პრაქტიკაში დანერგონ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი ხელსაწყო, რომელიც მათ გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესებისთვის სასარგებლო ციფრული ეკოსისტემის განვითარებას“, - აცხადებს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
Simple Steps Academy-ის ციფრული მარკეტინგის ფიზიკური კურსი 9 სექტემბერს, ხოლო ონლაინ კურსი 10 სექტემბერს დაიწყება. მას ალექსანდრე ჩომახიძე და ნიკა იორდანიშვილი გაუძღვებიან.
კურსზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ამ ბმულს, Ads მენეჯერის შესახებ კი გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765829803
„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...
პოლიტიკა • 1765829693
ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...
პოლიტიკა • 1765829449
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...
პოლიტიკა • 1765814591
სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება. ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...
პოლიტიკა • 1765810555
"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება. "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...
პოლიტიკა • 1765809136












